საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... მეკითხებიან, კოვიდგადატანილზე ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო თუ ორი?" - რას პასუხობენ ექიმები აქტუალურ კითხვას
"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... მეკითხებიან, კოვიდგადატანილზე ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო თუ ორი?" - რას პასუხობენ ექიმები აქტუალურ კითხვას

ბოლო დროს სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა, თუ რამ­დენ­ჯერ უნდა აიც­რან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლებს ორი დო­ზით ცრი­ან.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სა­დაც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის ფორ­მი­რე­ბის­თვის მა­ინც ჭირ­დე­ბათ ვაქ­ცი­ნის ორი დოზა.

"მო­რი­გი შტურ­მია ჩემს სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში... კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებ­ში ერთი თუ ორი დოზა ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. მე­გობ­რე­ბო და კო­ლე­გე­ბო, თავი შე­ი­კა­ვეთ კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნის­გან, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­სა­ბა­მი­სი მყა­რი არ­გუ­მენ­ტა­ცია თან არ ახ­ლავს. დღეს მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მა­გა­ლი­თად აშშ-ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, ახლო და შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის მო­უ­ხე­და­ვათ ადა­მი­ა­ნე­ბი იც­რე­ბი­ან ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვლე­ბა პი­როვ­ნე­ბა სრუ­ლად ვა­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იმ ქვეყ­ნე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ით. მარ­თა­ლია არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რუ­ლი ძლი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმის, რომ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ვაქ­ცი­ნის ერთი დო­ზით მი­იღ­წე­ვა ისე­თი­ვე იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი, რო­გორც ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

თუმ­ცა ამა­ვე დროს არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­დაც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის ფორ­მი­რე­ბის­თვის მა­ინც ჭირ­დე­ბათ ვაქ­ცი­ნის ორი დოზა. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ამ სა­კით­ზე იმუ­ნო­ლო­გებს შო­რის სრუ­ლი კონ­სე­სუ­სი არაა. ასე გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ნა­წი­ლი თქვენ ერთი დო­ზით არ მი­გიჩ­ნევთ სრუ­ლად იმუ­ნი­ზი­რე­ბუ­ლად (რაც მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს შექ­მნის სრულ გა­უ­გებ­რო­ბას), ამი­ტომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ ინარ­ჩუ­ნებს ამ რე­გუ­ლა­ცი­ას.თუ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბი მოხ­დე­ბა WHO-ს და CDC-ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მყი­სი­ე­რად მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას" - წერს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პოს­ტებს ავ­რცე­ლე­ბენ ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გუ­რუ­ლი. ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი პირი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ორი­ვე დო­ზი­დან ორი კვი­რის გას­ვლის შემ­დეგ.

ნანა გე­გეჭ­კო­რი: ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, კო­ვიდ გა­და­ტა­ნილ­ზე ერთი თუ ორი დოზა ვაქ­ცი­ნის?ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­მე­ო­რებ ნე­ბის­მი­ე­რი პირი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა Pfizer-ის და Moderna-ს გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე დო­ზი­დან ორი კვი­რის გას­ვლის შემ­დეგ და J&J-ს გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერთი დო­ზი­დან ორი კვი­რის გას­ვლის შემ­დეგ.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ვერ მი­ი­ღებ. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი QR კო­დიც სწო­რედ ორი­ვე დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბი­დან მე-15 დღეს ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ამ მხრივ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს პი­რად მა­გა­ლითს. რო­გორც ქვე­მოთ ატ­ვირ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ 23 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის თა­ნახ­მად, ჯერ კი­დევ აღ­მე­ნიშ­ნე­ბო­და კო­ვიდ სპე­ცი­ფი­უ­რი IgG და IgM ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი.

მათ შო­რის IgG-ს ტიტ­რი ჩანს, რომ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია (და­დე­ბი­თო­ბის ზღვა­რი ამ ერ­თე­უ­ლებ­ში <9). პირ­ვე­ლი დო­ზით ავი­ცე­რი 30 ივ­ნისს და მე­ო­რე დო­ზით 21 ივ­ლისს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პას­პორ­ტი ჩემ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და მე­ო­რე დო­ზი­დან მე-15 დღეს. რო­გორც ხე­დავთ, ესაა სულ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი. ამ წე­სე­ბით აიც­რა უკვე ორი ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ამე­რი­კა­ში.

ვინც ინ­გლი­სუ­რი იცის, ქვე­მოთ და­ვურ­თე ამო­ნა­რი­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ამე­რი­კუ­ლი პლატ­ფორ­მა UpTodate-დან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც ამ წე­სე­ბი­დან ჩანს, კო­ვიდ-გა­და­ტა­ნილს შე­უძ­ლია აიც­რას და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზის ჩამ­თავ­რე­ბის და იზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის­თა­ნა­ვე. იგი­ვე ეხე­ბათ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის შემ­დგომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­საც.

ისი­ნიც იც­რე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე ფა­ზის ჩამ­თავ­რე­ბის და იზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის­თა­ნა­ვე. ჯამ­ში ეს პე­რი­ო­დი ზოგ­ჯერ ერთ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­საც მო­ი­ცავს. იზო­ლა­ცია ამე­რი­კუ­ლი წე­სე­ბით მთავ­რდე­ბა პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის ან პო­ზი­ტი­უ­რი ტეს­ტი­დან 10 დღის გას­ვლის შემ­დგომ, ბოლო 72 სა­ა­თი უნდა იყოს უსი­ცხო.Bidzina Kulumbekov - ვიცი შენც ბევ­რი კი­თხვა შე­მო­გი­ვი­და ამ სა­კი­თხზე და აგერ ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნიც და ჩემი პი­რა­დი მა­გა­ლი­თიც

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი: ჩემ­თა­ნაც უამ­რა­ვი შე­კი­თხვა შე­მო­დის ანა­ლო­გი­ურ სა­კი­თხზე და იმე­დია ეს სტა­ტუ­სი და­გეხ­მა­რე­ბათ. კი ბა­ტო­ნო, უამ­რა­ვი თე­ო­რია არ­სე­ბობს ამ თე­მა­ზე, ბევ­რი რამ არის სა­კა­მა­თო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ამე­რი­კუ­ლი გზამ­კვლე­ვი. კო­ვიდ­გა­ტა­ნი­ლე­ბიც იც­რი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ! სრუ­ლი დო­ზით, ორ­ჯერ! ასე­ვე და­ვუ­მა­ტებ პი­რად მა­გა­ლით­საც. კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ავი­ცე­რი მო­დერ­ნას ორი დო­ზით, რის შემ­დე­გაც გა­ი­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა. ნე­ბის­მი­ერ სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვერ და­ამ­ტკი­ცებთ, რომ თქვე­ნი აცრა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და არ ჩა­ით­ვლე­ბით ადეკ­ვა­ტუ­რად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლად.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ooo!
0

eseni rom arian, nu ityvit, Fauchi tiris!)))))))

ბუსტერული?
0

დამატებით ბუსტერულ დოზებზე როდის დაიწყებთ ფიქრს? ამერიკის ხმაში გამოქვეყნებული სტატიები სინოვაკზე(15 ივლისი) და სინოფარმზე(13 აგვისტო) აიძულებს ქვეყნებს ბუსტერული დამატებითი დოზის გამოყენებას. საქართველო როდის დაიწყებს? სტატიაში ნათქვამია რომ ორჯერ აცრილ მედიკოსებშიც კი... ისე არა ქნათ რომ ისევ დაგვიანებით შემოიკრათ თავში ხელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... მეკითხებიან, კოვიდგადატანილზე ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო თუ ორი?" - რას პასუხობენ ექიმები აქტუალურ კითხვას

"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... მეკითხებიან, კოვიდგადატანილზე ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო თუ ორი?" - რას პასუხობენ ექიმები აქტუალურ კითხვას

ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია კითხვა, თუ რამდენჯერ უნდა აიცრან კოვიდგადატანილი ადამიანები. ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ვირუსგადატანილებს ორი დოზით ცრიან.

მისივე თქმით, არსებობს სამეცნიერო პუბლიკაციები, სადაც კოვიდის გადატანის მიუხედავად, იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებს იმუნური პასუხის ფორმირებისთვის მაინც ჭირდებათ ვაქცინის ორი დოზა.

"მორიგი შტურმია ჩემს საინფორმაციო ველში... კოვიდგადატანილებში ერთი თუ ორი დოზა ვაქცინის გამოყენების თაობაზე. მეგობრებო და კოლეგებო, თავი შეიკავეთ კატეგორიული ტონისგან, რომელსაც არანაირი შესაბამისი მყარი არგუმენტაცია თან არ ახლავს. დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაგალითად აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ინფექციის გადატანის მოუხედავათ ადამიანები იცრებიან ვაქცინის ორი დოზით, ასეთ შემთხვევაში ითვლება პიროვნება სრულად ვაცინირებული იმ ქვეყნების რეგულაციით. მართალია არსებობს მეცნიერული ძლიერი მტკიცებულებაა იმის, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ვაქცინის ერთი დოზით მიიღწევა ისეთივე იმუნური პასუხი, როგორც ორჯერ აცრილების შემთხვევაში.

თუმცა ამავე დროს არსებობს სამეცნიერო პუბლიკაციები სადაც კოვიდის გადატანის მიუხედავად, იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებს იმუნური პასუხის ფორმირებისთვის მაინც ჭირდებათ ვაქცინის ორი დოზა. გამომდინარე იქედან, რომ ამ საკითზე იმუნოლოგებს შორის სრული კონსესუსი არაა. ასე გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თქვენ ერთი დოზით არ მიგიჩნევთ სრულად იმუნიზირებულად (რაც მოგზაურობის დროს შექმნის სრულ გაუგებრობას), ამიტომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ინარჩუნებს ამ რეგულაციას.თუ შესაბამისი ცვლილები მოხდება WHO-ს და CDC-ის რეკომენდაციებში, საქართველო მყისიერად მოახდენს რეაგირებას" - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ საკითხზე პოსტებს ავრცელებენ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული. ამერიკული გაიდლაინების მიხედვით, ნებისმიერი პირი ვაქცინირებულად ითვლება ორივე დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ.

ნანა გეგეჭკორი: ხშირად მეკითხებიან, კოვიდ გადატანილზე ერთი თუ ორი დოზა ვაქცინის?ამერიკული გაიდლაინების მიხედვით ნებისმიერი, ვიმეორებ ნებისმიერი პირი ვაქცინირებულად ითვლება Pfizer-ის და Moderna-ს გამოყენების შემთხვევაში ორივე დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ და J&J-ს გამოყენების შემთხვევაში ერთი დოზიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ.

სხვა შემთხვევაში ვაქცინირების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ მიიღებ. ეგრეთ წოდებული QR კოდიც სწორედ ორივე დოზით ვაქცინირებიდან მე-15 დღეს ხდება ხელმისაწვდომი.ევროპული ქვეყნების პრაქტიკა ამ მხრივ განსხვავებულია.თვალსაჩინოებისთვის გაგიზიარებთ ჩემს პირად მაგალითს. როგორც ქვემოთ ატვირთული ფოტოებიდან შეგიძლიათ ნახოთ 23 ივნისს ჩატარებული ტესტის თანახმად, ჯერ კიდევ აღმენიშნებოდა კოვიდ სპეციფიური IgG და IgM ანტისხეულები.

მათ შორის IgG-ს ტიტრი ჩანს, რომ საკმაოდ მაღალია (დადებითობის ზღვარი ამ ერთეულებში <9). პირველი დოზით ავიცერი 30 ივნისს და მეორე დოზით 21 ივლისს. ვაქცინაციის პასპორტი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა მეორე დოზიდან მე-15 დღეს. როგორც ხედავთ, ესაა სულ რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი. ამ წესებით აიცრა უკვე ორი ასეული მილიონი ადამიანი ამერიკაში.

ვინც ინგლისური იცის, ქვემოთ დავურთე ამონარიდი პროფესიონალური ამერიკული პლატფორმა UpTodate-დან კოვიდგადატანილების ვაქცინაციის წესების თაობაზე. როგორც ამ წესებიდან ჩანს, კოვიდ-გადატანილს შეუძლია აიცრას დაავადების მწვავე ფაზის ჩამთავრების და იზოლაციის ვადის გასვლისთანავე. იგივე ეხებათ ვაქცინის პირველი დოზის შემდგომ დაინფიცირებულებსაც.

ისინიც იცრებიან დაავადების მწვავე ფაზის ჩამთავრების და იზოლაციის ვადის გასვლისთანავე. ჯამში ეს პერიოდი ზოგჯერ ერთ თვეზე ნაკლებ დროსაც მოიცავს. იზოლაცია ამერიკული წესებით მთავრდება პირველი სიმპტომების ან პოზიტიური ტესტიდან 10 დღის გასვლის შემდგომ, ბოლო 72 საათი უნდა იყოს უსიცხო.Bidzina Kulumbekov - ვიცი შენც ბევრი კითხვა შემოგივიდა ამ საკითხზე და აგერ ამერიკული გაიდლაინიც და ჩემი პირადი მაგალითიც

ზურაბ გურული: ჩემთანაც უამრავი შეკითხვა შემოდის ანალოგიურ საკითხზე და იმედია ეს სტატუსი დაგეხმარებათ. კი ბატონო, უამრავი თეორია არსებობს ამ თემაზე, ბევრი რამ არის საკამათო, მაგრამ ჯერჯერობით ასეთია ოფიციალური ამერიკული გზამკვლევი. კოვიდგატანილებიც იცრიან ჩვეულებრივ! სრული დოზით, ორჯერ! ასევე დავუმატებ პირად მაგალითსაც. კოვიდის გადატანის შემდეგ ავიცერი მოდერნას ორი დოზით, რის შემდეგაც გაიცა ოფიციალური ცნობა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ვერ დაამტკიცებთ, რომ თქვენი აცრა დასრულებულია და არ ჩაითვლებით ადეკვატურად ვაქცინირებულად.