ავტორი:

რას პასუხობს უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს საელჩოს გაგზავნილ ნოტას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფირმა "კულუარის" მიერ ტურების ორგანიზებას ეხება

რას პასუხობს უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს საელჩოს გაგზავნილ ნოტას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ფირმა "კულუარის" მიერ ტურების ორგანიზებას ეხება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულია უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გაგზავნილი ნოტა, რომელიც ტურისტული ფირმა „კულუარის“ მიერ ტურების ორგანიზებას ეხება ოკუპირებულ აფხაზეთში.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„სამინისტრო ადასტურებს საქართველოს საელჩოსგან მიღებულ ნოტას ტურისტული ფირმა „კულუარის“ მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში ტურების ორგანიზების შესახებ. როგორც ქვეყანა, რომელიც თავად განიცდის რუსეთის აგრესიასა და დროებით ოკუპაციას თავის ტერიტორიაზე, ჩვენ კომპანია „კულუარის“ ასეთ ქმედებას აბსოლუტურად მიუღებლად მივიჩნევთ“, - განაცხადა პრესმდივანმა.

ნიკოლენკოს თქმით, ამ საკითხზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა გარემოების გამოსაკვლევად და შესაძლო სამართლებრივი შედეგების განსასაზღვრად.

„მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და შეუცვლელად უჭერს მხარს და პატივს სცემს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა.