მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია - სამებაში მათი პანაშვიდი გაიმართება
აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია - სამებაში მათი პანაშვიდი გაიმართება

1992-93 წლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 5 ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტი ამოც­ნო­ბი­ლია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი­დან აც­ნო­ბეს, 1992-1993 წლე­ბის აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ხუთი პი­რის ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მოხ­და მათი ახ­ლობ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის დახ­მა­რე­ბით.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნეშ­ტე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და 2018-2020 წლებ­ში სო­ხუმ­სა და გაგ­რა­ში წჯსკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის დროს, „1992-93 წლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის და მის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე“ წჯსკ-ს ეგი­დით შექ­მნი­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში. ეს მე­ქა­ნიზ­მი, რო­მელ­შიც აფხა­ზი და ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ხა­სი­ათს ატა­რებს და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ოჯა­ხე­ბის სა­ხე­ლით 2010 წლი­დან მოქ­მე­დებს.

ოჯა­ხე­ბის­თვის ნეშ­ტე­ბის გა­და­ცე­მა და დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია 13 და 14 აგ­ვის­ტოს ჩა­ტარ­დე­ბა თბი­ლის­ში.

რო­გორც წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ვე­რინ შა­პა­ზი აღ­ნიშ­ნავს, ხუთი ადა­მი­ა­ნია ამოც­ნო­ბი­ლი და მათი ნეშ­ტე­ბი დღეს ოჯა­ხებს გა­და­ე­ცე­მა.

„მათ მი­ი­ღეს პა­სუ­ხე­ბი, თუმ­ცა 2300-ზე მეტ­მა ოჯახ­მა დღემ­დე არა­ფე­რი იცის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხვედ­რის შე­სა­ხებ. იმი­სათ­ვის, რომ მო­ძი­ე­ბი­სა და იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი და ასე­ვე, ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რა უფრო ეფექ­ტუ­რი და მდგრა­დი გახ­დეს, სა­ჭი­როა კონ­ფლიქ­ტის ყვე­ლა ყო­ფი­ლი მხა­რის მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა. წჯსკ-ს დეს­პა­ნი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კი­თხებ­ში კავ­კა­სი­ა­ში ამ­ჟა­მად ყვე­ლა მხა­რეს­თან გა­ნი­ხი­ლავს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის მიღ­წე­ვა. 2021 წლის შემ­დეგ მხა­რე­ებ­მა ეტა­პობ­რი­ვად სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა აი­ღონ იმ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც ამ­ჟა­მად წჯსკ ახორ­ცი­ე­ლებს, ასე­ვე, უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ არ­სე­ბუ­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო მე­ქა­ნიზ­მე­ბის როლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ეგი­დით აფხა­ზი, ქარ­თვე­ლი, რუსი და ოსი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. ეს ორი ნა­ბი­ჯი უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად უფრო ეფექ­ტურ და მდგრად საქ­მი­ა­ნო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­მა­ვალ­ში და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლი დი­ა­ლო­გის­თვის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შექ­მნის. იგი, ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის კავ­კა­სი­ა­ში მომ­ხდა­რი სხვა კონ­ფლიქ­ტე­ბის, მა­გა­ლი­თად, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის, მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას”, - აღ­ნიშ­ნავს სე­ვე­რინ შა­პა­ზი.

წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2010 წელს ორი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნის შემ­დეგ (რო­მელ­თა­გან ერთი 1992-1993 წლე­ბის აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტთან, ხოლო მე­ო­რე - 90-იანი წლე­ბის და 2008 წლის ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს) 589 ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტი იქნა მო­ძი­ე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 211 ამოც­ნო­ბი­ლია და ოჯა­ხებს გა­და­ე­ცა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2 345 სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი ით­ვლე­ბა და­კარ­გუ­ლად 1990-იანი წლე­ბი­სა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღეს სა­მე­ბის ტა­ძარ­ში აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბულ­თა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 5 ადა­მი­ა­ნი­დან 2 სამ­ხედ­რო და 3 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეა.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 13 აგ­ვის­ტოს, 17:00 სა­ა­თი­დან და 14 აგ­ვის­ტოს 11:00-დან 14:00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან 1 ნეშ­ტის სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძალ­ვა 14 აგ­ვის­ტოს, 15:00 სა­ათ­ზე, დიღ­მის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე მოხ­დე­ბა.

ემიგრანტი.
0

დაგეწერათ გვარ სახელები ამ აბდაუბდის წერას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია - სამებაში მათი პანაშვიდი გაიმართება

აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია - სამებაში მათი პანაშვიდი გაიმართება

1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 5 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს, 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ახლობლების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით.

მათივე ინფორმაციით, ნეშტების ექსჰუმაცია განხორციელდა 2018-2020 წლებში სოხუმსა და გაგრაში წჯსკ-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს, „1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ წჯსკ-ს ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით 2010 წლიდან მოქმედებს.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია 13 და 14 აგვისტოს ჩატარდება თბილისში.

როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი აღნიშნავს, ხუთი ადამიანია ამოცნობილი და მათი ნეშტები დღეს ოჯახებს გადაეცემა.

„მათ მიიღეს პასუხები, თუმცა 2300-ზე მეტმა ოჯახმა დღემდე არაფერი იცის საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ. იმისათვის, რომ მოძიებისა და იდენტიფიკაციის პროცესი და ასევე, ოჯახების მხარდაჭერა უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს, საჭიროა კონფლიქტის ყველა ყოფილი მხარის მეტი ჩართულობა. წჯსკ-ს დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებში კავკასიაში ამჟამად ყველა მხარესთან განიხილავს, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. 2021 წლის შემდეგ მხარეებმა ეტაპობრივად საკუთარ თავზე უნდა აიღონ იმ ამოცანების შესრულება, რომლებსაც ამჟამად წჯსკ ახორციელებს, ასევე, უნდა გააძლიერონ არსებული საკოორდინაციო მექანიზმების როლი და შესაძლებლობები, რომლებშიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით აფხაზი, ქართველი, რუსი და ოსი მონაწილეები არიან ჩართული. ეს ორი ნაბიჯი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის პასუხის გასაცემად უფრო ეფექტურ და მდგრად საქმიანობას უზრუნველყოფს მომავალში და გაუჩინარებული ადამიანების საკითხებზე რეგულარული დიალოგისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. იგი, ასევე, შესაძლებელს გახდის კავკასიაში მომხდარი სხვა კონფლიქტების, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის, მონაწილე მხარეებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას”, - აღნიშნავს სევერინ შაპაზი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ინფორმაციით, 2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) 589 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 211 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. მთლიანობაში, 2 345 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

დღეს სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

იდენტიფიცირებული 5 ადამიანიდან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე მოხდება.