საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერი არა ვარ? რად მინდა... გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო" - აჩი არველაძე
"მერი არა ვარ? რად მინდა... გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო" - აჩი არველაძე

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი აჩი არ­ვე­ლა­ძე პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს და ამას­თან, პო­ლი­ტი­კა­ში მისი შე­საძ­ლო მოს­ვლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ეხ­მი­ა­ნე­ბა. არ­ვე­ლა­ძის თქმით, მას პო­ლი­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ არ­ვე­ლა­ძემ "მა­ესტროს" ეთერ­ში "უც­ნო­ბის" გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა.

"არა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა. იყო მარ­ტი­ვი რამ - გუ­რი­ა­ში შევ­ხვდით შემ­თხვე­ვით (გა­ხა­რი­ას), და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ ვი­ყა­ვით ჩვენ გუ­რი­ა­ში. ოზურ­გეთ­ში შევ­ხვდით შემ­თხვე­ვით, არ ვიც­ნობ­დი სა­ერ­თოდ ბა­ტონ გი­ორ­გის - შო­რი­დან იმან იცო­და, მე ვინ ვი­ყა­ვი და მე ვი­ცო­დი - ვინ იყო. რომ გა­ვი­სა­უბ­რეთ, ვუ­თხა­რით, აქ ამი­ტომ ვართ-თქო, გვაქვს გუ­რი­ა­ში მოც­ვის პლან­ტა­ცია და ამა და ამ სა­კი­თხზე ვართ მე­რი­ა­ში მო­სუ­ლი-თქო, რა­ღა­ცას ვარ­კვევ­დით. (გვი­თხრა) ძა­ლი­ან მინ­და ნახ­ვაო.

ადა­მი­ა­ნი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრი, ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ წა­მო­დი, მაჩ­ვე­ნე რას აკე­თებ. ვაჩ­ვე­ნე, და­ინ­ტე­რეს­და, შე­მე­კი­თხა, მერე მე შე­ვე­კი­თხე და ასე და­ი­წყო ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. შემ­დეგ ეს სუ­რა­თე­ბიც და­ი­დო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან, რო­გორც გვჩ­ვე­ვია... ასე პირ­და­პირ გა­მა­ქა­ნეს ქა­ლა­ქის მე­რად.

მერი არა ვარ? რად მინ­და, სა­დაც მინ­და მივ­დი­ვარ, სა­დაც მინ­და მოვ­დი­ვარ, როცა მინ­და ვდგე­ბი, როცა მინ­და ვწვე­ბი. რა­საც მინ­და, ვჭამ, რა­საც მინ­და, ვსვამ. ჩემი მე­რო­ბა არის, რომ გუ­რი­ი­დან თბი­ლი­სამ­დე რამ­დე­ნი სო­ფე­ლი­ცაა, ერ­თის გა­მო­ტო­ვე­ბით, და­ვა­კა­კუ­ნებ და გა­მი­ღე­ბენ კარს და მე­ტყვი­ან, შე­მო­დიო. არც მა­ნამ­დე მდო­მე­ბია, არც ახლა არ მინ­და პო­ლი­ტი­კა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ გინ­დო­დეს ამის შემ­ხედ­ვა­რე, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა?! რო­გორც ესე­ნი ლან­ძღა­ვენ ერ­თმა­ნეთს, რო­გო­რი ზი­ზღით, რა­ტომ უნდა მინ­დო­დეს?!" - ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
1

ყოჩაღ აჩიკო! კარგი ბიჭი ხარ შეენ... ) შოთა მომიკითხე... 

emigranti
0

Gagaxaros gnertma kargi kazi xar, mase rom pikrob. Ra ginda zweni kweknis gulisamrew politikasi?

ავტორი:

"მერი არა ვარ? რად მინდა... გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო" - აჩი არველაძე

"მერი არა ვარ? რად მინდა... გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო" - აჩი არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ამასთან, პოლიტიკაში მისი შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება. არველაძის თქმით, მას პოლიტიკა არ აინტერესებს. აღნიშნულის შესახებ არველაძემ "მაესტროს" ეთერში "უცნობის" გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

"არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. იყო მარტივი რამ - გურიაში შევხვდით შემთხვევით (გახარიას), დაინტერესდა, თუ რატომ ვიყავით ჩვენ გურიაში. ოზურგეთში შევხვდით შემთხვევით, არ ვიცნობდი საერთოდ ბატონ გიორგის - შორიდან იმან იცოდა, მე ვინ ვიყავი და მე ვიცოდი - ვინ იყო. რომ გავისაუბრეთ, ვუთხარით, აქ ამიტომ ვართ-თქო, გვაქვს გურიაში მოცვის პლანტაცია და ამა და ამ საკითხზე ვართ მერიაში მოსული-თქო, რაღაცას ვარკვევდით. (გვითხრა) ძალიან მინდა ნახვაო.

ადამიანი, ყოფილი პრემიერი-მინისტრი, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი გეუბნება, რომ წამოდი, მაჩვენე რას აკეთებ. ვაჩვენე, დაინტერესდა, შემეკითხა, მერე მე შევეკითხე და ასე დაიწყო ეს ურთიერთობა. შემდეგ ეს სურათებიც დაიდო სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელიდან, როგორც გვჩვევია... ასე პირდაპირ გამაქანეს ქალაქის მერად.

მერი არა ვარ? რად მინდა, სადაც მინდა მივდივარ, სადაც მინდა მოვდივარ, როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები. რასაც მინდა, ვჭამ, რასაც მინდა, ვსვამ. ჩემი მერობა არის, რომ გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა, ერთის გამოტოვებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო. არც მანამდე მდომებია, არც ახლა არ მინდა პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს ამის შემხედვარე, რაც ჩვენ გარშემო ხდება?! როგორც ესენი ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, რატომ უნდა მინდოდეს?!" - ამბობს არველაძე.