მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია
ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქ. N10-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ფერ­დის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყოფს. მათ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში გა­და­ა­ნა­წი­ლებს.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ვიდ­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნა მომ­ზად­დე­ბა, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.

„პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს უსაფრ­თხოდ, რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობს თუ არა, ამის მი­უ­ხე­და­ვად. გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი არ­სე­ბობს. ამი­ტომ, 1%-იც რომ იყოს რის­კი, ვე­რა­ვის დავ­ტო­ვებ იმ 1% რის­კის ქვეშ. სას­წრა­ფოდ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი და­სა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი და ამ პრო­ცეს­ში ვართ. მთე­ლი ღამე აქ ვიქ­ნე­ბით, არ­სად არ მივ­დი­ვართ. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 90-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს კორ­პუს­ში, ვარ­კვევთ რამ­დე­ნი ოჯა­ხია ად­გილ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კე­თებთ ყვე­ლაფ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს უსაფრ­თხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვე­რა­ვინ ვე­რაფ­რის მშე­ნებ­ლო­ბას ვერ გა­აგ­რძე­ლებს. სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინე­ბა მხო­ლოდ ფერ­დის გა­მაგ­რე­ბას­თან და კორ­პუ­სის გა­მაგ­რე­ბა თუ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მა­გა­საც გა­ვა­კე­თებთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის, ასე­ვე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დე­ბიც.

დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ფერ­დის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყეს, რის შემ­დე­გაც, სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა მომ­ზად­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაჩო
0

აი, ეს არის განუკითხავი მშენებლობების შედეგი. ფერდს კიდევ ძირის გამოთხრა უნდოდა? ისე არიან დახარბებულები ფულს, რომ აღარაფერს უწევენ ანგარიშს. ვწუხვარ, რომ მცხოვრებლება ასეთი პრობლემა შეექმნათ, მაგრამ მიხარია, რომ მენაშენეებმაც დიდი ზარალი ნახეს. 

ვააავა
0

სანამ არ გაიჩალიჩებთ, დაანებეთ თავი კორპუსების მშენებლობას ერეთიმეორისგან 10 მეტრში, გვერდი არანაკლებ 50 მეტრი უნდა იყოს, ხოლო პირისპირ შენობები არანაკლებ 100 მეტრი ეს არი მარტივი მინიმალური ინდიკატორი მშენებლობის, გაიხედეთ ვარკეთილში და გლდანში 70-ნი და 80-ნი წლების მშენებლობები, არ მოგწონთ გერმანული კრიტერიუმები აიღეთ და ბევრი აშენდება და ავშენდებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ვიდრე სპეციალისტების დასკვნა მომზადდება, მთავარი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

„პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა, ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ. მთელი ღამე აქ ვიქნებით, არსად არ მივდივართ. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფრის მშენებლობას ვერ გააგრძელებს. სამშენებლო პროცესი დაკავშირებული ინება მხოლოდ ფერდის გამაგრებასთან და კორპუსის გამაგრება თუ იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერიის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.