მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან ქვეყანაში - მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან ქვეყანაში - მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა, აღი­ნიშ­ნა, რომ ისე­ვე, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია, ძი­რი­თა­დად ახა­ლი შტა­მე­ბის (დელ­ტა შტა­მი) ფარ­თო ცირ­კუ­ლა­ცი­ის გამო. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის და ტენ­დენ­ცი­ე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ, აგ­ვის­ტო­ში იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ინ­ტენ­სი­ფი­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნია ე.წ არა­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 14 აგ­ვის­ტო­დან 4 სექ­ტემ­ბრამ­დე, 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმოქ­მე­დებს შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი:

• შე­ი­ზღუ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტს;

• სრუ­ლად იზღუ­დე­ბა ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი;

• იზღუ­დე­ბა ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბა;

• კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა, ნაც­ვლად ღა­მის 00:00 სა­ა­თი­სა, და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა 23:00 სა­ა­თამ­დე;

• სა­ჯა­რო უწყე­ბებს ეძ­ლე­ვათ და­ვა­ლე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­იყ­ვა­ნონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე და ანა­ლო­გი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს საბ­ჭო კერ­ძო დამ­საქ­მებ­ლებს;

• ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, აც­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ბრი­გა­დე­ბი; მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს ძი­რი­თად ამცრელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის რე­გუ­ლა­რულ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას;

• ჯან­დაც­ვის უწყე­ბა გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას და­მა­ტე­ბი­თი სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

• მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა კონ­ტრო­ლი მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, მათ შო­რის ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა­ზე, რო­გო­რი­ცაა ქორ­წი­ლი, ქელე­ხი და ა.შ. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძლო­ბის­თვის, ობი­ექ­ტე­ბი ჯა­რიმ­დე­ბი­ან 10 ათა­სი ლა­რით, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით დარ­ღვე­ვი­სას - ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და­ლუქ­ვას;

• ამას­თან, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­მარ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ით, სექ­ტემ­ბრი­დან, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, სპა სა­ლო­ნებ­ში, ფიტ­ნეს­ცენ­ტრებ­სა და მსგავ­სი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, პირ­თა დაშ­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ერთი აც­რის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სის, ბოლო 72 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი PCR ან ბოლო 24 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის სა­ფუძ­ველ­ზე. საბ­ჭო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 466 326 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 412 420 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 6 279 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 64 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 3 288 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 6 627 პირი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამილახვარი
0
ოპაა.იწყება ჩვენთანაც
სუს
3

კარგია ᲨეზᲦუდვები...

მაგრამ დაგვიანებულია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან ქვეყანაში - მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან ქვეყანაში - მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციების განხორციელება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;

• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;

• ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ერთი აცრის ან ვაქცინაციის სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 466 326 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 412 420 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 279 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 64 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3 288 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 627 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.