მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტებს ახალი შეზღუდვა შეეხება - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტებს ახალი შეზღუდვა შეეხება - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 14 აგ­ვის­ტო­დან 4 სექ­ტემ­ბრამ­დე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა, ნაც­ვლად ღა­მის 00:00 სა­ა­თი­სა, და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა 23:00 სა­ა­თამ­დე.

რო­გორც უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა, გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­მარ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ით, სექ­ტემ­ბრი­დან, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, სპა სა­ლო­ნებ­ში, ფიტ­ნეს­ცენ­ტრებ­სა და მსგავ­სი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, პირ­თა დაშ­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ვაქ­ცი­ნით ერთი აც­რის ან სრუ­ლი კურ­სის, ბოლო 72 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პი­სი­არ ან ბოლო 24 სა­ათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის სა­ფუძ­ველ­ზე.

"საბ­ჭო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ღიბ­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტებს ახალი შეზღუდვა შეეხება - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტებს ახალი შეზღუდვა შეეხება - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

"საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება”, - განაცხადა ღიბრაძემ.