მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა - მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა
პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა - მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტის ი.კ.-ს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ შე­უ­რა­ცხა­დო­ბის გამო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყვი­ტა და ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრა. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნაგ­რძნო­ბით, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზი­ტით მყოფ პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ი.კ-ს და გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, მას სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში, და­ნით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნა გრძნო­ბით) წა­რედ­გი­ნა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მისი შე­რა­ცხა­დო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ი­ნიშ­ნა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ქრო­ნი­კუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბით - პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ით (კოდი - F20.0; და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ის მე-10 გა­და­სინ­ჯვის მი­ხედ­ვით). შე­სა­ბა­მი­სად, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს მას არ შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბი. ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულს არ შეს­წევს უნა­რი ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს თავს, მის­ცეს ჩვე­ნე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ასე­ვე, მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს უშ­ლის სას­ჯე­ლის მოხ­დას, რად­გან არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი და არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი თა­ვის და სხვა პი­რის­თვის ზი­ა­ნის, მუ­ქა­რის და ძა­ლა­დო­ბის შემ­ცვე­ლი ქცე­ვის რის­კი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბით ფსი­ქი­ატ­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს.

ამ­დე­ნად, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
15

აუუუ არააამთავრობოება და ოპოზიციას არ გააგონოთ

ბიკენტი
1

შეურაცხადი ეგ კი არა,ვინც მაგას ხელს აფარებს ის არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა - მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა - მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის ი.კ.-ს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ-ს და განზრახ მოკვლის მიზნით, მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი - F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები. ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ასევე, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს.

ამდენად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.