მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებიც ამ ვირუსს სკეპტიკურად უყურებენ და თვლიან, რომ ის "უბრალო გაციებაა.“
გარდა ამისა, ადამიანების ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებსაც უნდობლობას უცხადებს.
ერთ-ერთი ასეთი პირი, ინგლისელი მარკუს ბირკსი, რომელიც ვირუსსა და ვაქცინებს სკეპტიკურად უყურებდა, ახლა კოვიდინფიცირებულია, კლინიკაშია მოთავსებული და ამბობს, რომ ყველას მოუწოდებს აცრისკენ.
“როდესაც გრძნობ, რომ სუნთქვა აღარ შეგიძლია, ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა მსოფლიოში“, - ამბობს ის.
40 წლის კაცი განმარტავს, რომ მან ვაქცინა არ გაიკეთა, რადგანაც სოციალურ ქსელში გავრცელებული შეთქმულების თეორიის მსხვერპლი გახდა. "მე უარვყოფდი მას და ვამბობდი, რომ არ მსურდა ვაქცინის მიღება“, - აცხადებს ბირკსი.
ბირკსის თქმით, თავიდან სიმპტომები ძალიან ჰგავდა გრიპს, თუმცა მალე მდგომარეობა დამძიმდა, სუნთქვა აღარ შეეძლო და საავადმყოფოში აღმოჩნდა. ასევე ამბობს, რომ ამის გამო შოკში იყო, რადგანაც ავად იშვიათად ხდებოდა.
"პირველ რიგში რაც მსურს, მინდა, მთელ ჩემს ოჯახს და ყველა ნაცნობს ვუთხრა, აუცილებლად გაიკეთეთ ვაქცინა. როდესაც მე ნებას დამრთავენ, რა თქმა უნდა, მივიღებ მას“, - ამბობს ბირკსი.
წყარო: BBC.com