საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალჟირში ტყის ხანძრებს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვითარებაა მეზობელ საბერძნეთში, სადაც ერთი კვირაა ტყეებს ხანძარი ანადგურებს
ალჟირში ტყის ხანძრებს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვითარებაა მეზობელ საბერძნეთში, სადაც ერთი კვირაა ტყეებს ხანძარი ანადგურებს

ალ­ჟირ­ში ტყის ხან­ძრებს სულ მცი­რე 65 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის 28 ჯა­რის­კა­ცის, სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, - ინ­ფორ­მა­ცის Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აბ­დელ­მა­ჯინ თე­ბონ­მა სამდღი­ა­ნი სა­ყო­ველ­თაო გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ქა­ბი­ლის რე­გი­ო­ნის ტიზი უზუს რა­ი­ო­ნი და­ზა­რალ­და, სა­დაც სახ­ლე­ბი და­იწ­ვა და მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ჰოს­ტე­ლე­ბის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი.

ალ­ჟი­რის მთავ­რო­ბამ ხან­ძარ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად არ­მი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ამას­თან, სა­ბერ­ძნეთ­ში ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ჩა­სუ­ლი ასო­ბით მე­ხან­ძრე, ბერ­ძენ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ტყის ხან­ძრის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც ერთ კვი­რა­ზე მე­ტია ანად­გუ­რებს სა­ბერ­ძნე­თის ტყე­ებს, სახ­ლებს, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი კი აი­ძუ­ლა, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, ხან­ძრე­ბის გავ­რცე­ლე­ბა დიდ­წი­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ხან­ძრის კე­რე­ბის კვლავ რჩე­ბა კუნ­ძულ ევი­ა­ზე და სა­ბერ­ძნე­თის სამ­ხრეთ პე­ლო­პო­ნე­სის რე­გი­ონ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სახ­ლი და­იწ­ვა.

სა­ბერ­ძნე­თის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 900 მე­ხან­ძრე, მათ შო­რის ჯგუ­ფე­ბი პო­ლო­ნე­თი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, კვიპ­რო­სი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, სერ­ბე­თი­დან, სლო­ვა­კე­თი­დან და მოლ­დო­ვა­დან, 27 თვითმფრი­ნავ­თან ერ­თად კუნ­ძულ ევი­ა­ზე ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად მუ­შა­ობს.

გან­სა­კუ­თე­ბით და­ზა­რალ­და კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი, სა­დაც და­იწ­ვა 50 000 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია და ათო­ბით სახ­ლი.

600 მე­ხან­ძრეა გან­ლა­გე­ბუ­ლი პე­ლო­პო­ნეს­ში, სა­დაც მათ 33 სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვი ეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რი­საა ორი რუ­სუ­ლი ილი­უ­შინ ილ-76ს ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად 40 ტო­ნა­ზე მეტი წყლის ჩა­მოს­ხმა შე­უძ­ლია. პე­ლო­პე­ნო­სი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 20-მდე სოფ­ლის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას "კოშ­მა­რუ­ლი ზა­ფხუ­ლი" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Rr
0

საბერძნეთი მეზობელიო ??? რაღაც გეოგრაფია აერია ალბათ..

გრიგოლი1408
1

ალჟირში,საბერძნეთში და თურქეთში რუსებს დესანტი გადაუსხიათ და ხანძარი გაუჩენიათ

ავტორი:

ალჟირში ტყის ხანძრებს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვითარებაა მეზობელ საბერძნეთში, სადაც ერთი კვირაა ტყეებს ხანძარი ანადგურებს

ალჟირში ტყის ხანძრებს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვითარებაა მეზობელ საბერძნეთში, სადაც ერთი კვირაა ტყეებს ხანძარი ანადგურებს

ალჟირში ტყის ხანძრებს სულ მცირე 65 ადამიანის, მათ შორის 28 ჯარისკაცის, სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაცის Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა აბდელმაჯინ თებონმა სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოაცხადა.

ყველაზე მეტად ქაბილის რეგიონის ტიზი უზუს რაიონი დაზარალდა, სადაც სახლები დაიწვა და მოსახლეობა იძულებული გახდა ახლომდებარე ქალაქებში მდებარე სასტუმროებისა და ჰოსტელებისთვის შეეფარებინა თავი.

ალჟირის მთავრობამ ხანძართან საბრძოლველად არმიის მობილიზება განახორციელა.

ამასთან, საბერძნეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ასობით მეხანძრე, ბერძენ კოლეგებთან ერთად, ტყის ხანძრის შეჩერებას ცდილობს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია ანადგურებს საბერძნეთის ტყეებს, სახლებს, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრების გავრცელება დიდწილად შეჩერებულია, მაგრამ ხანძრის კერების კვლავ რჩება კუნძულ ევიაზე და საბერძნეთის სამხრეთ პელოპონესის რეგიონში, სადაც რამდენიმე სახლი დაიწვა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 900 მეხანძრე, მათ შორის ჯგუფები პოლონეთიდან, რუმინეთიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან და მოლდოვადან, 27 თვითმფრინავთან ერთად კუნძულ ევიაზე ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს.

განსაკუთებით დაზარალდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც დაიწვა 50 000 ჰექტარი ტერიტორია და ათობით სახლი.

600 მეხანძრეა განლაგებული პელოპონესში, სადაც მათ 33 სახანძრო თვითმფრინავი ეხმარება, მათ შორისაა ორი რუსული ილიუშინ ილ-76ს ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც ერთდროულად 40 ტონაზე მეტი წყლის ჩამოსხმა შეუძლია. პელოპენოსიდან ხელისუფლებამ 20-მდე სოფლის ევაკუაცია განახორციელა.

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას "კოშმარული ზაფხული" უწოდა.