პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რუ­სეთ­ში, კამ­ჩატ­კის რე­გი­ონ­ში, "მი-8“ ტი­პის ვერ­ტმფრენ­მა დაჯ­დო­მი­სას კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და, რის შე­დე­გა­დაც, 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას “ინ­ტერ­ფაქ­სი“ ავ­რცე­ლებს.

"რვა ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, რვა ადა­მი­ა­ნი კი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ კუ­რი­ლის ტბის ფსკერ­ზეა“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში.

კომ­პა­ნია "ვი­ტი­აზ-აე­როს“ კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა კა­ტას­ტრო­ფა დღეს დი­ლით გა­ნი­ცა­და. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე ეკი­პა­ჟის სამი წევ­რი და 13 ტუ­რის­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და.

სატ­რან­სპორ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან წყა­რომ "ინ­ტერ­ფაქსს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, ძლი­ე­რი ნის­ლი გახ­და. ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

დ.დ.
0

ხომ გასწავლიდათ მიხუინი, რუსეთი მალე ჩამოიშლებაო და აჰა ! ახლა მაინც დაიჯერეთ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კამჩატკის რეგიონში, "მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა დაჯდომისას კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, 8 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას “ინტერფაქსი“ ავრცელებს.

"რვა ადამიანი გადარჩა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რვა ადამიანი კი დაიღუპა. გარდაცვლილთა ცხედრები, სავარაუდოდ კურილის ტბის ფსკერზეა“, - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

კომპანია "ვიტიაზ-აეროს“ კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა დღეს დილით განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და 13 ტურისტი იმყოფებოდა.

სატრანსპორტო ზედამხედველობის სამსახურიდან წყარომ "ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გახდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.