სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ნინი გოგიჩაიშვილმა საყვარელი ბებია და ბაბუა პარიზში წაიყვანა (ფოტოები)
80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ნინი გოგიჩაიშვილმა საყვარელი ბებია და ბაბუა პარიზში წაიყვანა (ფოტოები)

მო­დელ­მა ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა 80 წლის ბე­ბი­ას, ნანა და­თუ­ნაშ­ვილს ოც­ნე­ბა აუხ­დი­ნა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პა­რიზ­ში წა­იყ­ვა­ნა სა­მოგ­ზა­უ­როდ.

„ბებო და ბაბუ, მე­კოს ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა 80 წლის ასაკ­ში“, - წერს ნინი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

ბე­ბია-ბა­ბუ­ის მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­დე­ლის დამ ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მაც.

„ჩემი პა­ტა­რე­ბი, ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ოჯა­ხის წევ­რი გა­ა­ხა­როს. ნი­ნიმ ბე­ბოს 80 წლის ასაკ­ში ოც­ნე­ბა აუც­დი­ნა და პა­რი­ზი ანა­ხა“ - წერს ნა­ნუ­კა, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის ბოლო თვე­ებს მე­უღ­ლე ნიკა ნა­ყო­ფი­ას­თან ერ­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ატა­რებს.

„სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ­ში ნამ­დვი­ლად უმდა მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ!!! სიყ­ვა­რუ­ლი, აცრა და პა­რი­ზი, ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან...“ - წერს დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­ზე კო­მენ­ტა­რებ­ში ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე.

მო­დე­ლე­ბის ნი­ნის და ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბის ბა­ბუა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იო­სებ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ოჯახ­მა ორი წლის წინ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია გა­და­ი­ტა­ნა, რო­დე­საც გო­გო­ნე­ბის მამა, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ქალ­ბა­ტო­ნი ნანა და­თუ­ნაშ­ვი­ლი ორი თვის წინ გა­და­ცე­მა „პრო­ფილ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას ამ­ბობ­და, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბი­ან.

„სა­საფ­ლა­ო­ზე ვერ დავ­დი­ვარ, ვერ ვხვდე­ბი, იქ რა მინ­და, მაგ­რამ მა­ინც უნდა მი­ვი­დე, იქ­ნებ ჩემ შვილს დედა უნდა“, - ამ­ბობ­და ნანა და­თუ­ნაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
0

დსაფასებელი და მისაბაძი,

მიბაძეთ ვისაც საშვალება გაქვთ

!!!
0

გაიხარეთ! სამაგალითოები ხართ! უნდა ისწავლონ თქვენგან! არაა აუცილებელი პარიზი, პატარა გასეირნებაც დიდი ბედნიერებაა ხანდაზმულებისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ნინი გოგიჩაიშვილმა საყვარელი ბებია და ბაბუა პარიზში წაიყვანა (ფოტოები)

80 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - ნინი გოგიჩაიშვილმა საყვარელი ბებია და ბაბუა პარიზში წაიყვანა (ფოტოები)

მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა 80 წლის ბებიას, ნანა დათუნაშვილს ოცნება აუხდინა და მეუღლესთან ერთად პარიზში წაიყვანა სამოგზაუროდ.

„ბებო და ბაბუ, მეკოს ახდენილი ოცნება 80 წლის ასაკში“, - წერს ნინი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

ბებია-ბაბუის მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა მოდელის დამ ნანუკა გოგიჩაიშვილმაც.

„ჩემი პატარები, ყველას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრი გაახაროს. ნინიმ ბებოს 80 წლის ასაკში ოცნება აუცდინა და პარიზი ანახა“ - წერს ნანუკა, რომელიც ორსულობის ბოლო თვეებს მეუღლე ნიკა ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს.

„სიყვარულის ქალაქში ნამდვილად უმდა მოხვედრილიყვნენ!!! სიყვარული, აცრა და პარიზი, ორჯერ ვაქცინირებულები არიან...“ - წერს დედამთილ-მამამთილზე კომენტარებში ნათია ბანძელაძე.

მოდელების ნინის და ნანუკა გოგიჩაიშვილების ბაბუა ცნობილი მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გახლავთ. ოჯახმა ორი წლის წინ უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა, როდესაც გოგონების მამა, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი დაიღუპა. ქალბატონი ნანა დათუნაშვილი ორი თვის წინ გადაცემა „პროფილში“ სტუმრობისას ამბობდა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრები ძალიან უფრთხილდებიან.

„სასაფლაოზე ვერ დავდივარ, ვერ ვხვდები, იქ რა მინდა, მაგრამ მაინც უნდა მივიდე, იქნებ ჩემ შვილს დედა უნდა“, - ამბობდა ნანა დათუნაშვილი.