სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიების შედეგად, არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება"
"გამოძიების შედეგად, არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, არ გა­მო­იკ­ვე­თა უშუ­ა­ლოდ მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ზე თავ­დას­ხმა, ოფის­ში შეჭ­რა, ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და და­ზი­ა­ნე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბა ან სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არ ცნო­ბის შე­სა­ხებ მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ნა­ი­დან, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად არ გა­მო­იკ­ვე­თა უშუ­ა­ლოდ მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ზე თავ­დას­ხმის, ოფის­ში შეჭ­რის, ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და და­ზი­ა­ნე­ბის, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბა ან სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა და მათ მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ არ დაკ­მა­ყო­ფილ­და მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნა და უარი ეთ­ქვათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე.

„ „მოძ­რა­ო­ბა’’ სირ­ცხვი­ლი­ას’’ მიერ მო­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი თუ რა კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად მი­ად­გათ ზი­ა­ნი. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ითხოვ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ 5 ივ­ლი­სის მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად არ ყო­ფი­ლან მო­ძა­ლა­დე­ებ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში’’, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მხრი­დან მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფი­სის სა­დარ­ბა­ზო­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ზო­გა­დი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ფრა­ზე­ბის და უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმას, თუმ­ცა, არ­ცერთ მათ­გან­თან ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ და არ უძალ­დი­ათ, ასე­ვე არ­ცერ­თი პი­რის მი­მართ ად­გი­ლი არ ჰქო­ნია მუ­ქა­რას. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­ტურ­დე­ბა არა­მარ­ტო საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, არა­მედ მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ წევ­რე­ბის გა­მო­კი­თხვით.

„ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს „სირ­ცხვი­ლი­ას“ აღ­ნიშ­ნუ­ლი წევ­რე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, პი­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია პი­რის­თვის უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი ან ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი. გან­სა­ხილ­ველ შემ­თხვე­ვა­ში კი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და მის წევ­რებს რა­ი­მე სა­ხის ზი­ა­ნი არ მის­დგო­მი­ათ უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად“ - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტით, კონ­კრე­ტულ პირ­თა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის­თვის საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და მათ შო­რის, მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ წევრთა მხრი­დან მათ მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, უწყე­ბა სა­კითხს მათი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის თა­ო­ბა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით ხე­ლახ­ლა გა­ნი­ხი­ლავს.

„თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი ამ დრო­ის­თვის 31 პირს წა­რუდ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ყვე­ლა პირს, ვის მა­მარ­თაც არ­სე­ბობ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია 56 პირი, მათ შო­რის, 45 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

გიგა მაქარაშვილს რომ დაურღვიეს სიმშვიდე, ეგ არ ითვლება?

ინოლა
2

ვერ ვიტან მაგ ,,სირცხვილიას" და მათ შეფს, მაგრამ ოფისზე რომ ძალადობა განხორციელდა, ფაქტია, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურეთ. მთლად ასე თვალების დაბრმავებაც არ შეიძლება. მაქარაშვილზე კი არ ვდარდობ, უბრალოდ, არანაირი ძალადობის წახალისება არაა მისაღები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გამოძიების შედეგად, არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება"

"გამოძიების შედეგად, არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმა, ოფისში შეჭრა, ქონების განადგურება და დაზიანება, ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს დაზარალებულად არ ცნობის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადების კომენტირებისას.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად არ გამოიკვეთა უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის, ოფისში შეჭრის, ქონების განადგურების და დაზიანების, ასევე ორგანიზაციის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა ან სხვა დანაშაულებრივი ქმედება და მათ მიმართ დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ არ დაკმაყოფილდა მოძრაობის წევრების მოთხოვნა და უარი ეთქვათ დაზარალებულად ცნობაზე.

„ „მოძრაობა’’ სირცხვილიას’’ მიერ მოწერილი განცხადება იყო დაუსაბუთებელი თუ რა კონკრეტული დანაშაულის შედეგად მიადგათ ზიანი. განცხადების თანახმად, მოძრაობის წევრები ითხოვდნენ დაზარალებულად ცნობას მხოლოდ იმიტომ, რომ 5 ივლისის მომხდარი ძალადობის შედეგად მიიღეს მორალური ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილან მოძალადეებთან შემხებლობაში’’, - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, მოძალადე ჯგუფის წევრების მხრიდან მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში ადგილი ჰქონდა ზოგადი მუქარის შემცველი ფრაზების და უცენზურო სიტყვების წარმოთქმას, თუმცა, არცერთ მათგანთან ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შეხება არ ჰქონიათ და არ უძალდიათ, ასევე არცერთი პირის მიმართ ადგილი არ ჰქონია მუქარას. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული დასტურდება არამარტო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, არამედ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების გამოკითხვით.

„ამ დროისთვის არ არსებობს „სირცხვილიას“ აღნიშნული წევრების დაზარალებულად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველია პირისთვის უშუალოდ დანაშაულის შედეგად ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში კი, ორგანიზაციას და მის წევრებს რაიმე სახის ზიანი არ მისდგომიათ უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად“ - აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, როგორც პროკურატურაში განმარტავენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება და გამოძიების პროცესში, კანონით დადგენილი სტანდარტით, კონკრეტულ პირთა დაზარალებულად ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში და მათ შორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრთა მხრიდან მათ მიმართ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოსთვის წარდგენის შემთხვევაში, უწყება საკითხს მათი დაზარალებულად ცნობის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ხელახლა განიხილავს.

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ბრალი ამ დროისთვის 31 პირს წარუდგინა. გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით ყველა პირს, ვის მამართაც არსებობდა დაზარალებულად ცნობის საფუძველი, მინიჭებული აქვთ დაზარალებულის სტატუსი და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმეზე დაზარალებულად ამ ეტაპზე ცნობილია 56 პირი, მათ შორის, 45 ჟურნალისტი და ოპერატორი.