მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და უშვილობის შესახებ და როგორია რეალობა?
საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და უშვილობის შესახებ და როგორია რეალობა?

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ ადა­მი­ან­ში თე­სავს უნ­დობ­ლო­ბას და უბიძ­გებს იმის­კენ, რომ ამ დრო­ის­თვის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა­ზე, უარი თქვას.

ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზო­გი­ერ­თი ან­გა­რი­შით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი ზი­ანს აყე­ნე­ბენ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას და ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თვის სა­მო­მავ­ლოდ სა­ხი­ფა­თოა.

მსგავ­სი ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი ცნო­ბე­ბი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ ნა­წილ­ში არ ვრცელ­დე­ბა, ეს მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სხვა ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაც არის. (ცნო­ბის­თვის, ამ ეტაპ­ზე ორ­სუ­ლე­ბის­თვის "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ დრო­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი მხო­ლოდ ამ ვაქ­ცი­ნა­ზე არ­სე­ბობს)

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC-ი წერს, არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ვაქ­ცი­ნა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე და არც ორ­სუ­ლო­ბის პრო­ცეს­ზე.

  • გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ ექი­მე­ბი ორ­სუ­ლე­ბის აც­რის სა­კითხს თა­ვი­დან­ვე დიდი სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბოდ­ნენ, ამი­ტო­მაც, პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და, ისი­ნი ორ­სუ­ლებს ურ­ჩევ­დნენ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ის, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ო­დის­თვის არ იყო საკ­მა­რი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ ახლა უკვე არ­სე­ბობს არა­ერ­თი კვლე­ვა და მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­კო­სებს აძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­ან­თი მიდ­გო­მა შეც­ვა­ლონ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ორ­სულს საფრ­თხეს არ უქ­მნის, ორ­სუ­ლის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს კო­რო­ნა­ვირუ­სი.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ვაქ­ცი­ნა აკუ­მუ­ლირ­დე­ბა საკ­ვერ­ცხე­ში, არის ყალ­ბი

ეს თე­ო­რია წარ­მო­იშ­ვა ერთ-ერთი ია­პო­ნუ­რი კვლე­ვის არა­ზუს­ტი გა­გე­ბის გამო. კვლე­ვა ჩა­ტარ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად - ვირ­თხებს გა­უ­კე­თეს ვაქ­ცი­ნის გა­ცი­ლე­ბით დიდი დოზა, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნებს უკე­თე­ბენ. ცდამ აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნის მთლი­ა­ნი დო­ზის 0,1 %, მისი გა­კე­თე­ბი­დან 48 სა­ა­თის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვერ­ცხე­ში (შე­ნიშ­ვნა: სა­უ­ბა­რია "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა­ზე).

გა­ცი­ლე­ბით მეტი - ვაქ­ცი­ნის 53%, გა­კე­თე­ბი­დან ერთი სა­ა­თის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა ინექ­ცი­ის ად­გი­ლას (ადა­მი­ან­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ეს არის მკლა­ვი), ხოლო ამა­ვე ად­გი­ლას, 48 სა­ა­თის შემ­დეგ იყო ვაქ­ცი­ნის 25%.

შემ­დე­გი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ვაქ­ცი­ნა აკუ­მუ­ლირ­და, იყო ღვიძ­ლი (48 სა­ათ­ში 16%), ანუ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც სის­ხლი­დან ნარ­ჩე­ნე­ბის მო­შო­რე­ბას უწყობს ხელს.

რო­გორც BBC-ი წერს, ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღე­ბა ე.წ. ცხი­მის ბუშ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. ვინც აცხა­დებ­და, რომ ვაქ­ცი­ნა კვერ­ცხუ­ჯრედ­ში გროვ­დე­ბა, ასე­ვე მი­უ­თი­თებ­და, რომ ვაქ­ცი­ნის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლა აკუ­მუ­ლირ­დე­ბო­და საკ­ვერ­ცხე­ში, რაც კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­ი­რი­ცხა.

  • ვაქ­ცი­ნამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პლა­ცენ­ტა­ზე - კი­დევ ერთი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია

ზო­გი­ერ­თი ან­ტი­ვაქ­სე­რი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა­ში არ­სე­ბულ­მა ცი­ლამ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პლა­ცენ­ტა­ზე. ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ სწო­რედ ეს მო­საზ­რე­ბა გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმ რწმე­ნი­სა, რომ ვაქ­ცი­ნებ­მა შე­საძ­ლოა, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას.

ექი­მე­ბის თქმით, დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ვაქ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე არა­ვი­თარ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს და ამის არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს.

მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კელ ექიმს, მეც­ნი­ერს, რენ­დი მო­რისს, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო წყვი­ლებს მკურ­ნა­ლობს, სურ­და რომ უშუ­ა­ლოდ თა­ვად ეპო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე, ამი­ტო­მაც, მან და­ი­წყო თა­ვის პა­ცი­ენ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

ექი­მი მო­რი­სი აკ­ვირ­დე­ბო­და 143 პა­ცი­ენტს, რო­მელ­თა შო­რი­საც იყ­ვნენ რო­გორც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და ამას­თან, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ქა­ლე­ბი.

მო­რი­სის დაკ­ვირ­ვე­ბამ კი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ზე არა­ვი­თარ გავ­ლე­ნას არ ახ­დენ­და ვაქ­ცი­ნა­ცია და რო­გორც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მი მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მსგავს რე­აქ­ცი­ას ავ­ლენ­და.

ექი­მი მო­რი­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თე­სა­ვენ ვაქ­ცი­ნის მი­მართ შიშს, არ გან­მარ­ტა­ვენ, თუ რა­ტომ სჯე­რათ, რომ ვაქ­ცი­ნის მიერ წარ­მოქ­ნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე. ექი­მი მო­რი­სი უშ­ვი­ლო­ბას­თან ვაქ­ცი­ნის კავ­შირს "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ას უწო­დებს" და ამ­ბობს, რომ ამას არა­ფე­რი სა­ერ­თო არ აქვს რე­ა­ლო­ბას­თან.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მეტი განათლებაააა! წლების განმავლობაში სისულელეებით ულაყებდით მოსახლეობას თავებს, ახლა ერთი პატარა სტატია ვერ გიშველით. საგანგაშო მდგომარეობაა ქვეყანაში. 

VAVAVAVA
6

ისემც თქვენ რა გითხარით..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და უშვილობის შესახებ და როგორია რეალობა?

საიდან იღებს სათავეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და უშვილობის შესახებ და როგორია რეალობა?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და სამწუხაროდ, ბევრ ადამიანში თესავს უნდობლობას და უბიძგებს იმისკენ, რომ ამ დროისთვის პანდემიის დამარცხების ერთადერთ საშუალებაზე, ვაქცინის მიღებაზე, უარი თქვას.

ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელში ზოგიერთი ანგარიშით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ზიანს აყენებენ ნაყოფიერებას და ბავშვის გაჩენისთვის სამომავლოდ სახიფათოა.

მსგავსი ანტივაქსერული ცნობები მხოლოდ სოციალური ქსელების ქართულ ნაწილში არ ვრცელდება, ეს მსოფლიოს არაერთი სხვა ქვეყნის პრობლემაც არის. (ცნობისთვის, ამ ეტაპზე ორსულებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის მიღებაა ნებადართული, ვინაიდან ამ დროისთვის შესაბამისი კვლევები მხოლოდ ამ ვაქცინაზე არსებობს)

როგორც ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ვაქცინა გავლენას არ ახდენს ნაყოფიერებაზე და არც ორსულობის პროცესზე.

  • გასათვალისწინებელია ის, რომ ექიმები ორსულების აცრის საკითხს თავიდანვე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, ამიტომაც, პირველ ეტაპზე, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ისინი ორსულებს ურჩევდნენ არ გაეკეთებინათ ის, რადგანაც იმ პერიოდისთვის არ იყო საკმარისი კვლევები ჩატარებული. მაგრამ ახლა უკვე არსებობს არაერთი კვლევა და მონაცემები, რომლებიც მედიკოსებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით თავიანთი მიდგომა შეცვალონ. ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა ორსულს საფრთხეს არ უქმნის, ორსულისთვის საფრთხეს წარმოადგენს კორონავირუსი.

კვლევის თანახმად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინა აკუმულირდება საკვერცხეში, არის ყალბი

ეს თეორია წარმოიშვა ერთ-ერთი იაპონური კვლევის არაზუსტი გაგების გამო. კვლევა ჩატარდა შემდეგნაირად - ვირთხებს გაუკეთეს ვაქცინის გაცილებით დიდი დოზა, ვიდრე ადამიანებს უკეთებენ. ცდამ აჩვენა, რომ ვაქცინის მთლიანი დოზის 0,1 %, მისი გაკეთებიდან 48 საათის შემდეგ, აღმოჩნდა ცხოველების საკვერცხეში (შენიშვნა: საუბარია "ფაიზერის" ვაქცინაზე).

გაცილებით მეტი - ვაქცინის 53%, გაკეთებიდან ერთი საათის შემდეგ, აღმოჩნდა ინექციის ადგილას (ადამიანში ჩვეულებრივ ეს არის მკლავი), ხოლო ამავე ადგილას, 48 საათის შემდეგ იყო ვაქცინის 25%.

შემდეგი ყველაზე გავრცელებული ადგილი, სადაც ვაქცინა აკუმულირდა, იყო ღვიძლი (48 საათში 16%), ანუ ადგილას, რომელიც სისხლიდან ნარჩენების მოშორებას უწყობს ხელს.

როგორც BBC-ი წერს, ვაქცინა მიიღება ე.წ. ცხიმის ბუშტის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ვირუსის გენეტიკურ მასალას, ეს უკანასკნელი კი ეხმარება ორგანიზმს იმუნური სისტემის გამომუშავებაში. ვინც აცხადებდა, რომ ვაქცინა კვერცხუჯრედში გროვდება, ასევე მიუთითებდა, რომ ვაქცინის გენეტიკური მასალა აკუმულირდებოდა საკვერცხეში, რაც კვლევის შედეგად გამოირიცხა.

  • ვაქცინამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პლაცენტაზე - კიდევ ერთი ყალბი ინფორმაცია

ზოგიერთი ანტივაქსერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვაქცინაში არსებულმა ცილამ გავლენა მოახდინოს პლაცენტაზე. ექსპერტები თვლიან, რომ სწორედ ეს მოსაზრება გახდა საფუძველი იმ რწმენისა, რომ ვაქცინებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ნაყოფიერებას.

ექიმების თქმით, დაკვირვება აჩვენებს, რომ ვაქცინის შემადგენლობა ნაყოფიერებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს.

მაგალითად, ამერიკელ ექიმს, მეცნიერს, რენდი მორისს, რომელიც უშვილო წყვილებს მკურნალობს, სურდა რომ უშუალოდ თავად ეპოვა მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა გავლენას არ ახდენს ნაყოფიერებაზე, ამიტომაც, მან დაიწყო თავის პაციენტებზე დაკვირვება.

ექიმი მორისი აკვირდებოდა 143 პაციენტს, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული და ამასთან, კოვიდგადატანილი ქალები.

მორისის დაკვირვებამ კი გამოავლინა, რომ მკურნალობის პროცესზე არავითარ გავლენას არ ახდენდა ვაქცინაცია და როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ადამიანების ორგანიზმი მკურნალობაზე მსგავს რეაქციას ავლენდა.

ექიმი მორისი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში თესავენ ვაქცინის მიმართ შიშს, არ განმარტავენ, თუ რატომ სჯერათ, რომ ვაქცინის მიერ წარმოქნილი ანტისხეულები გავლენას მოახდენენ ნაყოფიერებაზე. ექიმი მორისი უშვილობასთან ვაქცინის კავშირს "შეთქმულების თეორიას უწოდებს" და ამბობს, რომ ამას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან.