ავტორი:

"ფეისბუქმა” რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა - როგორი სქემით მუშაობდნენ ვაქცინებისადმი უნდობლობის დასანერგად

"ფეისბუქმა” რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა - როგორი სქემით მუშაობდნენ ვაქცინებისადმი უნდობლობის დასანერგად

“ფეისბუქმა” წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“ფეისბუქის“ ინფორმაციით, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ.

"ფეისბუქის“ განცხადებით, მათ აღმოაჩინეს კავშირი ქსელსა და გავლენიანი მარკეტინგული სააგენტო Fazze-ის დეზინფორმაციის კამპანიას შორის, რომელიც რუსული კომპანიის, AdNow– ის ნაწილია.

"ფეისბუქში“ განმარტავენ, რომ ეს აღნიშნული ქსელის მიერ დასავლური ვაქცინებისთვის ლაქის მოცხების მეორე მცდელობაა. გასულ წელს იგივე ქსელი ცდილობდა, რომ "ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახიფათო ვაქცინად წარმოეჩინა.