საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები
 ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები

მე­დი­ცი­ნა საკ­მა­ოდ სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა არის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი ვერ კურ­ნა­ვენ. მათ რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ბავ­შვთა ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა. რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას, რო­გორ ვლინ­დე­ბა და რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი­კა? გვი­პა­სუ­ხებს ნევ­რო­ლო­გი ირმა ხვინ­გია:

- ბავ­შვთა ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა არის ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე არაპ­როგ­რე­სი­რე­ბა­დი, პო­ლი­ე­ტი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა. ვლინ­დე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში და ახა­სი­ა­თებს მო­ტო­რი­კის დარ­ღვე­ვა: დამ­ბლა, კუნთთა ტო­ნუ­სის დაქ­ვე­ი­თე­ბა ან მო­მა­ტე­ბა, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მოშ­ლა, უნებ­ლიე მოძ­რა­ო­ბე­ბი. დი­აგ­ნო­ზი წლამ­დე ასაკ­ში და­ის­მის, მძი­მე ფორ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ხში­რად 3 თვემ­დეც.

ბავ­შვთა ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს შემ­დე­გი ფორ­მე­ბით: სპას­ტი­კუ­რი დიპ­ლე­გი­ით (ლიტ­ლის ფორ­მა), ანუ სხე­უ­ლის ორი­ვე ნა­ხევ­რის კუნ­თე­ბის დამ­ბლა (სხე­უ­ლის ნა­ხევ­რის კუნ­თე­ბის დამ­ბლა) ორ­მა­გი ჰე­მიპ­ლე­გი­ით, ჰი­პერ­კი­ნე­ზი­უ­რი ფორ­მით (მე­ტის­მე­ტი, არა­ნე­ბის­მი­ე­რი მოძ­რა­ო­ბა) ატო­ნი­ურ-ას­ტა­ტი­კუ­რი (მო­დუ­ნე­ბულ-არამ­ყა­რი) ფორ­მით, შე­რე­უ­ლი ფორ­მით.

თი­თო­ე­ულ მათ­განს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს. მა­გა­ლი­თად, ლიტ­ლის ფორ­მის დროს ძი­რი­თა­დად ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი ზი­ან­დე­ბა. კუნთთა ტო­ნუ­სი მო­მა­ტე­ბუ­ლია, ბავ­შვე­ბი ფე­ხებს წვე­რე­ბით დგა­მენ, ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის დროს კი ქვე­და კი­დუ­რებს აჯ­ვა­რე­დი­ნე­ბენ. დე­ფორ­მირ­დე­ბა ხერ­ხე­მა­ლი და სახ­სრე­ბი.

და­ა­ვა­დე­ბა უმ­თავ­რე­სად დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებს უვ­ლინ­დე­ბათ, მიმ­დი­ნა­რე­ობს გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნით, მე­ტყვე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბით, ახა­სი­ა­თებს ფსევ­დო­ბულ­ბუ­რი სინ­დრო­მი (ყლაპ­ვის მოშ­ლა), სი­ელ­მე, დი­ზართრია (მე­ტყვე­ლე­ბის მოშ­ლა). ასე­თი ბავ­შვის სო­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს, თუ არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ღრმა გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნა და ზედა კი­დუ­რე­ბის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა.

- რო­მე­ლია ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მა?

- ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მაა ორ­მა­გი ჰე­მიპ­ლე­გია. ის ხში­რად ვი­თარ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი პრე და პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი ჰი­პოქ­სი­ის (ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბა სის­ხლში) ფონ­ზე, თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გამო. ვლინ­დე­ბა ოთხი­ვე კი­დუ­რის და­ზი­ა­ნე­ბით და მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვით. ხში­რად ახ­ლავს გულყრა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­პერ­კი­ნე­ზი­ურ ფორ­მას, ის ვი­თარ­დე­ბა ახალ­შო­ბილ­თა ჰე­მო­ლი­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ (სის­ხლის წი­თე­ლი ბურ­თუ­ლე­ბის დაშ­ლა), ახა­სი­ა­თებს დის­ტო­ნია, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ჰი­პერ­კი­ნე­ზი (უნებ­ლიე მოძ­რა­ო­ბე­ბი), მო­სა­ლოდ­ნე­ლია პა­რე­ზი ან დამ­ბლაც. ინ­ტე­ლექ­ტი ძი­რი­თა­დად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ვი­თარ­დე­ბა ან შე­ი­ნიშ­ნე­ბა მსუ­ბუ­ქი ჩა­მორ­ჩე­ნა.

ატო­ნი­ურ-ას­ტა­ტი­კურ ფორ­მას ახა­სი­ა­თებს კუნთთა ტო­ნუ­სის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ატაქ­სია (კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მოშ­ლა), რეფ­ლექ­სე­ბის მო­მა­ტე­ბა და მე­ტყვე­ლე­ბის მოშ­ლა, ენი­სა და ხე­ლის თი­თე­ბის ტრე­მო­რი (კან­კა­ლი). ხში­რად ყა­ლიბ­დე­ბა სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მის შემ­დგომ ან თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ის შემ­თხვე­ვა­ში. მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბით, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში - ოლი­გოფ­რე­ნი­ით.

ჰე­მიპ­ლე­გი­ურ ფორ­მას ახა­სი­ა­თებს კი­დუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ცალ მხა­რეს. ხელი, წე­სი­სა­მებრ, უფრო მე­ტად ზი­ან­დე­ბა, ვიდ­რე ფეხი. შე­ი­ნიშ­ნე­ბა ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნა.

- ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას?

- გა­აჩ­ნია ფორ­მას, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ტაქ­ტი­კა ფსი­ქო­მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია - სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რით, მა­სა­ჟით, აბა­ზა­ნე­ბით. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კუნთთა ტო­ნუ­სის შე­მამ­ცი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სამ­კურ­ნა­ლო-პე­და­გო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მკურ­ნა­ლო­ბის დახ­ვე­წა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტი­რე­ბის გზით. იყე­ნე­ბენ, აგ­რეთ­ვე, ზღვის და ქვი­შის აბა­ზა­ნებს, რა­იდ­თე­რა­პი­ას - ცხე­ნოს­ნო­ბით მკურ­ნა­ლო­ბას.

P.S. ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლის მქო­ნე ბავ­შვე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა რთუ­ლია. სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლა-პან­სი­ო­ნე­ბი, სა­დაც ასე­თი ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ, თუმ­ცა მძი­მე ფორ­მის შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე ზრუნ­ვა მშობ­ლებს უხ­დე­ბათ, რაც დიდ თან­ხებს მო­ი­თხოვს. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს საკ­მა­ოდ დიდი პენ­სია ენიშ­ნე­ბათ და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის წყა­ლო­ბით მათი სი­ცო­ცხლე გა­უ­საძ­ლი­სი აღარ არის.

ცნო­ბი­სათ­ვის

ბავ­შვთა ცე­რებ­რუ­ლი დამ­ბლა უმ­თავ­რე­სად თა­ვის ტვი­ნის ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ან ად­რე­ულ ასაკ­ში. ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა მისი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი რის­კფაქ­ტო­რია, რად­გან ხში­რად ხდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვა თა­ვის ტვინ­ში. სხვა მი­ზე­ზე­ბად მი­იჩ­ნე­ვა ჰი­პოქ­სია, ხან­გრძლი­ვი (5 წუთი და მეტი) ას­ფიქ­სია და ად­რე­ულ ასაკ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ნე­ი­რო­ნინ­ფექ­ცია. ხში­რად კი მი­ზე­ზის დად­გე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები

 ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები

მედიცინა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა არის დაავადებები, რომლებსაც ექიმები ვერ კურნავენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბავშვთა ცერებრული დამბლა. რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობის მეთოდიკა? გვიპასუხებს ნევროლოგი ირმა ხვინგია:

- ბავშვთა ცერებრული დამბლა არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე არაპროგრესირებადი, პოლიეტიოლოგიური დაავადება. ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოტორიკის დარღვევა: დამბლა, კუნთთა ტონუსის დაქვეითება ან მომატება, კოორდინაციის მოშლა, უნებლიე მოძრაობები. დიაგნოზი წლამდე ასაკში დაისმის, მძიმე ფორმების შემთხვევაში - ხშირად 3 თვემდეც.

ბავშვთა ცერებრული დამბლა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით: სპასტიკური დიპლეგიით (ლიტლის ფორმა), ანუ სხეულის ორივე ნახევრის კუნთების დამბლა (სხეულის ნახევრის კუნთების დამბლა) ორმაგი ჰემიპლეგიით, ჰიპერკინეზიური ფორმით (მეტისმეტი, არანებისმიერი მოძრაობა) ატონიურ-ასტატიკური (მოდუნებულ-არამყარი) ფორმით, შერეული ფორმით.

თითოეულ მათგანს მკვეთრად გამოხატული მახასიათებელი ნიშნები აქვს. მაგალითად, ლიტლის ფორმის დროს ძირითადად ორივე ქვედა კიდური ზიანდება. კუნთთა ტონუსი მომატებულია, ბავშვები ფეხებს წვერებით დგამენ, ნაბიჯის გადადგმის დროს კი ქვედა კიდურებს აჯვარედინებენ. დეფორმირდება ხერხემალი და სახსრები.

დაავადება უმთავრესად დღენაკლულ ბავშვებს უვლინდებათ, მიმდინარეობს გონებრივი ჩამორჩენით, მეტყველების შეფერხებით, ახასიათებს ფსევდობულბური სინდრომი (ყლაპვის მოშლა), სიელმე, დიზართრია (მეტყველების მოშლა). ასეთი ბავშვის სოციალური ადაპტაცია შეიძლება მოხერხდეს, თუ არ შეინიშნება ღრმა გონებრივი ჩამორჩენა და ზედა კიდურების ძლიერი დაზიანება.

- რომელია ცერებრული დამბლის ყველაზე მძიმე ფორმა?

- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა ორმაგი ჰემიპლეგია. ის ხშირად ვითარდება ქრონიკული პრე და პერინატალური ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში) ფონზე, თავის ტვინის დაზიანების გამო. ვლინდება ოთხივე კიდურის დაზიანებით და მეტყველების დარღვევით. ხშირად ახლავს გულყრა.

რაც შეეხება ჰიპერკინეზიურ ფორმას, ის ვითარდება ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების გადატანის შემდეგ (სისხლის წითელი ბურთულების დაშლა), ახასიათებს დისტონია, სმენის დაქვეითება, ჰიპერკინეზი (უნებლიე მოძრაობები), მოსალოდნელია პარეზი ან დამბლაც. ინტელექტი ძირითადად დამაკმაყოფილებლად ვითარდება ან შეინიშნება მსუბუქი ჩამორჩენა.

ატონიურ-ასტატიკურ ფორმას ახასიათებს კუნთთა ტონუსის დაქვეითება, ატაქსია (კოორდინაციის მოშლა), რეფლექსების მომატება და მეტყველების მოშლა, ენისა და ხელის თითების ტრემორი (კანკალი). ხშირად ყალიბდება სამშობიარო ტრავმის შემდგომ ან თანდაყოლილი ანომალიის შემთხვევაში. მიმდინარეობს ინტელექტის განვითარების შეფერხებით, ზოგ შემთხვევაში - ოლიგოფრენიით.

ჰემიპლეგიურ ფორმას ახასიათებს კიდურების დაზიანება ცალ მხარეს. ხელი, წესისამებრ, უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე ფეხი. შეინიშნება ფსიქიკური განვითარებისა და მეტყველების ჩამორჩენა.

- ექვემდებარება ეს დაავადება მკურნალობას?

- გააჩნია ფორმას, თუმცა მკურნალობის ძირითადი ტაქტიკა ფსიქომოტორული ფუნქციების გაუმჯობესებაა. ძირითადად მიმდინარეობს რეაბილიტაცია - სამკურნალო ფიზკულტურით, მასაჟით, აბაზანებით. მედიკამენტებიდან გამოიყენება კუნთთა ტონუსის შემამცირებელი საშუალებები. ასევე რეკომენდებულია სამკურნალო-პედაგოგიური მუშაობა. ამჟამად მიმდინარეობს მკურნალობის დახვეწა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტირების გზით. იყენებენ, აგრეთვე, ზღვის და ქვიშის აბაზანებს, რაიდთერაპიას - ცხენოსნობით მკურნალობას.

P.S. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირება რთულია. საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა. არსებობს სპეციალური სკოლა-პანსიონები, სადაც ასეთი ბავშვები სწავლობენ, თუმცა მძიმე ფორმის შემთხვევაში მათზე ზრუნვა მშობლებს უხდებათ, რაც დიდ თანხებს მოითხოვს. ევროპის ქვეყნებში ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებს საკმაოდ დიდი პენსია ენიშნებათ და სათანადო მკურნალობის წყალობით მათი სიცოცხლე გაუსაძლისი აღარ არის.

ცნობისათვის

ბავშვთა ცერებრული დამბლა უმთავრესად თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან ადრეულ  ასაკში. ნაადრევი მშობიარობა მისი განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორია, რადგან ხშირად ხდება სისხლჩაქცევა თავის ტვინში. სხვა მიზეზებად მიიჩნევა ჰიპოქსია, ხანგრძლივი (5 წუთი და მეტი) ასფიქსია და ადრეულ ასაკში გადატანილი ნეირონინფექცია. ხშირად კი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი