პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებელია თუ არა, მოქმედი კანონით სასჯელის დაკისრება, ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ვისზე ვრცელდება ის - იურისტის განმარტება
შესაძლებელია თუ არა, მოქმედი კანონით სასჯელის დაკისრება, ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ვისზე ვრცელდება ის - იურისტის განმარტება

ალერ­გო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქვა აზრი, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს ყვე­ლა იმ ექიმს, რო­მე­ლიც მე­დი­ით კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იძ­ლე­ვა. ექიმს მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს სსკ-ის 247-ე მუხ­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხის შემ­ქმნე­ლი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ.

"და მა­ინც მგო­ნია, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის ბერ­კე­ტი მას გა­აჩ­ნია: სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი მუხ­ლი 247. სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხის შემ­ქმნე­ლი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა ან გა­ყალ­ბე­ბა!

1. იმ გა­რე­მო­ე­ბის, ფაქ­ტის ან მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა ან გა­ყალ­ბე­ბა, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბას ან გა­რე­მოს, ჩა­დე­ნი­ლი იმის მიერ, ვინც ვალ­დე­ბუ­ლი იყო მი­ე­წო­დე­ბი­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე ან უა­მი­სოდ", - წერს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი „ფე­ის­ბუქ­ში“.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი გა­ფარ­თოვ­დე­ბა და შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ სა­მინ­სიტ­როს თა­მაშ­რომ­ლებს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ ექიმს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დონე გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა რე­ა­ლუ­რად სის­ხლის სა­მარ­თლის არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და რას გუ­ლის­ხმობს, ვის­ზე ვრცელ­დე­ბა სსკ-ის 247-ე მუხ­ლი - ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ იუ­რისტ შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს.

"სსკ-ის 247-ე მუხ­ლი მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს არ ეხე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ეხე­ბა, ყვე­ლას, ვი­საც აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მი­ე­წო­დოს მო­სახ­ლე­ო­ბას სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია იმ გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯამნრ­თე­ლო­ბას სარ­თხეს უქ­მნის. ეს „ვალ­დე­ბუ­ლე­ბა“ შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვროს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით. მსგავ­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მა­გა­ლი­თად, ექიმს, რო­მელ­საც მე­დი­ამ და­უს­ვა შე­კი­თხვა ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ და მან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პირი იყოს თა­ვად მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც, რო­მელ­მაც, მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­მა­ხინ­ჯა ან არას­წო­რად გა­ავ­რცე­ლა, ან ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ არ გა­ავ­რცე­ლა.

მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი მუხ­ლი ეხე­ბა ყვე­ლას, ვი­საც ევა­ლე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სწო­რი ინფრო­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წილს, ის უკვე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს და მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ეს არის და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა. ანუ თუ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე, რო­მელ­საც ევა­ლე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ და და­მა­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია ან არას­წო­რად გა­ავ­რცე­ლა, ამ შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი კი­დევ უფრო მძი­მეა.

თუ მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ზე თა­ვი­სუფლბის 2 წალ­მდე აღ­კვე­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი, მო­ხე­ლის მიერ ჩა­დე­ნილ­ზე უკვე 3-7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბაა მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი. ამას­თან, მო­ხე­ლე­ებ­ში მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი არ იგუ­ლის­ხმე­ბა.

ერთი სი­ტყვით, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის რეპ­რე­სი­ის კუ­თხით, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ პან­დე­მია იმარ­თოს. ამას ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

მე მო­ვუ­წო­დებ­დი ექი­მებს, მათ შო­რის ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­საც, რო­მე­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მშიც ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბამ­დე, აქ­ცენ­ტი გა­კე­თონ იმა­ზე, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ უმაღ­ლე­სი რან­გის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბე­ბით ხელი შე­უ­წყონ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას. გან­გა­შის ზარი უნდა შე­მოვკრათ მა­შინ, რო­დე­საც უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი არ­ღვე­ვენ რე­გუ­ლა­ცი­ებს და თა­ვად ახა­ლი­სე­ბენ და­ნა­შა­ულს. რო­მელ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი რეპ­რე­სი­ის გამ­კაც­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი პი­არ­კამ­პა­ნი­ის გამო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჯა­რი­მე­ბის ამ­ნის­ტია გა­მო­ა­ცხა­დეს?!" - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აია
3

ბატონი ბიძინა მგონი პოპულარობის მანიამ შეიპყრო. ყოველდღე მისი იდეების კითხვა ძალიან დამღლელია.

beso
1

ეს მუხლი ეხება პირის, მომხმარებლის დაცულობას, რაც წამლის შემთხვევაში გამკაცრებულია და სისხლის სამრთლით ისჯება და არა ადმინისტრაციული სახდელით. კულუმბეგოვი ამას სხვა გაგებით ამბობს, რაც ჟონგლიორობას ნიშნავს. შესაბამისად აღიქვეს ის კომენტატორებმა და აკეთეს კომნტარები, თითქოს ეს ვაქცინაციაზე განსხვავებული აზრის მქონეებს ეხება. საკითხზე მსჯელობა და პოზიციის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მესამე პირის დაცულობას ეხება. სხვა შემთხვევაში პოპერია გასაუქმებელი, დისკუსიას მნიშვნელობა აზრის შექმნაში. განხილვა იმ გაგებით, რომ მეტი მოგვეცეს სურათებში, რაც პოზიტიურს ნიშანს წარმოადგენს. ასე, რომ ეს მუხლი სხვას ეხება, ე.წ. მესამე პირის დაცულობის თემას. ასეა ის ცნობილი მომხმარებელთა უფლების დაცვის სამართალში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

შესაძლებელია თუ არა, მოქმედი კანონით სასჯელის დაკისრება, ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ვისზე ვრცელდება ის - იურისტის განმარტება

შესაძლებელია თუ არა, მოქმედი კანონით სასჯელის დაკისრება, ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ვისზე ვრცელდება ის - იურისტის განმარტება

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში გამოთქვა აზრი, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ ექიმს, რომელიც მედიით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას არსებული კანონმდებლობა იძლევა. ექიმს მაგალითად მოჰყავს სსკ-ის 247-ე მუხლი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ.

"და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ. ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ", - წერს კულუმბეგოვი „ფეისბუქში“.

მისივე შეფასებით, თუ აღნიშნული კანონი გაფართოვდება და შეეხება არა მხოლოდ სამინსიტროს თამაშრომლებს, არამედ ნებისმიერ ექიმს, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე გაცილებით გაუმჯობესდება.

რამდენად იძლევა რეალურად სისხლის სამართლის არსებული კანონმდებლობა ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას და რას გულისხმობს, ვისზე ვრცელდება სსკ-ის 247-ე მუხლი - ამ კითხვებით მივმართეთ იურისტ შალვა შავგულიძეს.

"სსკ-ის 247-ე მუხლი მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს არ ეხება. პირველი ნაწილი ეხება, ყველას, ვისაც აქვს ვალდებულება მიეწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია იმ გარემოების შესახებ, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯამნრთელობას სართხეს უქმნის. ეს „ვალდებულება“ შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული პირის სოციალური სტატუსის მიხედვით. მსგავსი ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ექიმს, რომელსაც მედიამ დაუსვა შეკითხვა ვაქცინის შესახებ და მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. შეიძლება ასეთი პირი იყოს თავად მედიის წარმომადგენელიც, რომელმაც, მაგალითად, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია დაამახინჯა ან არასწორად გაავრცელა, ან ჰქონდა ვალდებულება, მაგრამ არ გაავრცელა.

მოკლედ, პირველი მუხლი ეხება ყველას, ვისაც ევალებოდა მოსახლეობისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდება. რაც შეეხება მუხლის მეორე ნაწილს, ის უკვე ეხება სახელმწიფო მოხელეებს და მუხლში მითითებულია, რომ ეს არის დამამძიმებელი გარემოება. ანუ თუ სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ევალებოდა ინფორმაციის გავრცელება, მაგალითად, ვაქცინის შესახებ და დამალა ეს ინფორმაცია ან არასწორად გაავრცელა, ამ შემთხვევაში სასჯელი კიდევ უფრო მძიმეა.

თუ მუხლის პირველ ნაწილზე თავისუფლბის 2 წალმდე აღკვეთაა განსაზღვრული, მოხელის მიერ ჩადენილზე უკვე 3-7 წლამდე პატიმრობაა მაქსიმალური სასჯელი. ამასთან, მოხელეებში მხოლოდ სამედიცინო სფეროს სახელმწიფო მოხელეები არ იგულისხმება.

ერთი სიტყვით, არსებული კანონმდებლობა, სისხლის სამართლის რეპრესიის კუთხით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პანდემია იმართოს. ამას ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდება.

მე მოვუწოდებდი ექიმებს, მათ შორის ბიძინა კულუმბეგოვსაც, რომელის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება, სისხლის სამართლებრივი რეპრესიების გამკაცრებამდე, აქცენტი გაკეთონ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები თავიანთი ქმედებებით ხელი შეუწყონ კორონავირუსის გავრცელებას. განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ მაშინ, როდესაც უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები არღვევენ რეგულაციებს და თავად ახალისებენ დანაშაულს. რომელ სისხლის სამართლებრივი რეპრესიის გამკაცრებაზეა საუბარი, როდესაც ვიწრო პარტიული პიარკამპანიის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განკუთვნილი ჯარიმების ამნისტია გამოაცხადეს?!" - ამბობს Ambebi.ge-სთან შალვა შავგულიძე.