საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავიძლიეროთ სასუნთქი სისტემა - პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე
როგორ გავიძლიეროთ სასუნთქი სისტემა - პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე

რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ტი­პე­ბი და მათი გავ­რცე­ლე­ბა. მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად პა­თო­გენ­თა რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შტა­მე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, თამ­ბა­ქო­სა და სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არც თუ ისე მოკ­ლე და რთულ სიას კი 2 წლის წინ კო­ვიდ-19 და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო პრობ­ლე­მაა და მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბით გა­მო­ირჩვე­ვა. პრობ­ლე­მას ამ­ძაფ­რებს ისიც, რომ ჩნდე­ბა ახა­ლი შტა­მე­ბი და და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის კონ­ტრო­ლი სულ უფრო არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა.

ვირუ­სი აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რა­დღე­ბო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კო­რის“ფთი­ზი­ატ­რი, პულ­მო­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი კახა ვა­ჭა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი რჩე­ბათ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს?

ზო­გა­დად, პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ოდ­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბის სიმპტო­მე­ბის მარ­თვა ისე­ვე რთუ­ლია, რო­გორც კო­ვიდ 19-ის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში. თა­ვად ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ტრაქ­ტი ზი­ან­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ზედა და ქვე­და სა­სუნ­თქ სის­ტე­მას. ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნიზ­მში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი რჩე­ბა და ესეც ძი­რი­თა­დად რეს­პი­რა­ცი­ულ სის­ტე­მას ეხე­ბა. უმე­ტე­სად გვხვდე­ბა ფილ­ტვის ფიბ­რო­ზე­ბი, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. მე­ო­რე მხრივ, ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის, ძვალ-სახ­სრო­ვან და ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში. გვხვდე­ბა თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, პა­ცი­ენ­ტის ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სის მოშ­ლა. სწო­რედ ამი­ტომ სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბი კლი­ნი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბიც ვხდე­ბით.

კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლე­ბით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნად მა­ღა­ლია?

კლი­ნი­კა „ჰელ­სი­კო­რის“ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი კად­რე­ბით, ინო­ვა­ცი­ე­ბი­თა და მა­ღა­ლი დო­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, პოს­ტკო­ვი­დუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გვაქვს. ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას ვფლობთ, რომ სწრა­ფი და სწო­რი დი­აგ­ნო­ზი დავ­სვათ და შე­სა­ბა­მი­სად, ვუმ­კურ­ნა­ლოთ მათ. პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტუ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ კო­ვიდ19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, ტეს­ტი­რე­ბა­ში, დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში მათ გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა­ში.

კო­ვიდ 19-ის პა­რა­ლე­ლუ­რად კი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის აქ­ტი­ურ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა ენიშ­ნე­ბათ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს?

მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა. ამ დროს პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით უნდა ხდე­ბო­დეს. სიმპტო­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბით, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ამ დროს ასე­ვე ხში­რად ვნიშ­ნავთ სიმპტო­მურ სა­შუ­ა­ლე­ბებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ჭი­რო დო­ზით მი­ღე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კი პა­ცი­ენტს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვი­სა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვა.

ყო­ვე­ლი ახა­ლი მუ­ტა­ცი­უ­რი შტა­მის შემ­დეგ ჩვენ ვი­ძენთ ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას და ვცდი­ლობთ, კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად გა­ვუმკლავ­დეთ რო­გორც თა­ვად ვირუსს, ისე მის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებს.

რას ურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც კო­ვიდ19 აქვს გა­და­ტა­ნი­ლი?

კო­ვიდ19 მთა­ვარ კვალს ფილ­ტვებ­ზე ტო­ვებს. სწო­რედ ამი­ტომ მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო რეს­პი­რა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­თი­ა­ქებ­ში ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ასე­ვე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ეფექ­ტუ­რია ბუშ­ტე­ბის გა­ბერ­ვა, ღრმა სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი. მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე კმ-ის ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. უმოძ­რა­ო­ბას­თან ერ­თად გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი პრო­პორ­ცი­უ­ლად მა­ტუ­ლობს. ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დის მარ­ტი­ვად გა­და­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლია.

რო­გორ უნდა გა­ვიძ­ლი­ე­როთ იმუ­ნი­ტე­ტი, რო­მელ­საც კო­ვიდ19-თან ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი აქვს?

იმუ­ნი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტით გაძ­ლი­ე­რე­ბის დროს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რი პრე­პა­რა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მიერ უნდა იყოს და­ნიშ­ნუ­ლი. ზო­გა­დად კი იმუ­ნი­ტეტს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით იძენს. იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ყვე­ლა ასაკ­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, სწორ კვე­ბას და ვარ­ჯიშს. იმუ­ნი­ტეტ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი : არას­წო­რი კვე­ბა, გა­დაღ­ლა, უმოძ­რა­ო­ბა ,თამ­ბა­ქო­სა და ასე­ვე სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა.

ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ თუ გსურთ ქონ­დეთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იკ­ვე­ბოთ სწო­რად, ივარ­ჯი­შოთ და იქო­ნი­ოთ ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი რე­ჟი­მი.

რო­გო­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის როლი და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში?

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სწრა­ფი ტემ­პით გა­ვა­ვი­თა­როთ. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია. ამით ვი­ცავთ რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ისე გარ­შე­მომ­ყო­ფებს. რო­გორც გა­მოჩ­ნდა, ახა­ლი შტა­მე­ბი კი­დევ უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და ხში­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი და ბავ­შვე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს საფრ­თხე ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­თა­ვი­სოთ და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად ავცრათ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერთხელ გან­გვი­მარ­ტეთ, რა გან­სხვა­ვე­ბაა კო­ვიდ19-ის ახალ და პირ­ვე­ლად შტა­მებს შო­რის და რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ მას?

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, დელ­ტა შტა­მი ჩვი­ლებ­სა და მო­ზარ­დებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აზი­ა­ნებს. კო­ვიდ19-ის პირ­ვე­ლად შტამ­თან ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვქონ­და. ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვა კი უფრო რთუ­ლია, რად­გან მათი ორ­გა­ნიზ­მი ლა­ბი­ლუ­რია და დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია. თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბი ხში­რად მარ­ტი­ვად­ვე გა­მო­დი­ან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ ბაქ­ტე­რი­ულ ფლო­რა­ში გა­და­დის და მათი ერთ-ერთი სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბაა - რეს­პი­რა­ცი­უ­ლი დის­ტრეს­სინ­დრო­მე­ბი. მდგო­მა­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დროს პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაგ­ვყავს. ამ და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან თავი რომ და­ვიც­ვათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია . ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. ჩვე­ნი უხი­ლა­ვი მტე­რი ჯერ კი­დევ არ არის სრუ­ლად შეს­წავ­ლი­ლი და ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც არას­დროს, ისე უნდა ვი­ყოთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ერ­თობ­ლი­ვად, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვი­თა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ვებ­რძო­ლოთ მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

როგორ გავიძლიეროთ სასუნთქი სისტემა - პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე

როგორ გავიძლიეროთ სასუნთქი სისტემა - პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე

რესპირაციული დაავადებები მსოფლიოს გლობალური პრობლემაა. მუდმივად იზრდება რესპირაციული დაავადების ტიპები და მათი გავრცელება. მთავარ მიზეზებად პათოგენთა რეზისტენტული შტამები, მოსახლეობის იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, დაბინძურებული გარემო, თამბაქოსა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება სახელდება. რესპირაციული დაავადებების არც თუ ისე მოკლე და რთულ სიას კი 2 წლის წინ კოვიდ-19 დაემატა, რომელიც მსოფლიო პრობლემაა და მაღალი ლეტალობით გამოირჩვევა. პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ჩნდება ახალი შტამები და დაავადების მკურნალობისა და პრევენციის კონტროლი სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

ვირუსი აქტიურ პერიოდში სერიოზულ გართულებებს იწვევს, თუმცა არანაკლებ საყურადღებო და მნიშვნელოვანია პოსტკოვიდური პერიოდი, რომლის შესახებაც საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, კლინიკა „ჰელსიკორის“ ფთიზიატრი, პულმონოლოგი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება.

რა გართულებები რჩებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს?

ზოგადად, პოსტკოვიდურ პერიოდში, პაციენტების სიმპტომების მართვა ისევე რთულია, როგორც კოვიდ 19-ის აქტიურ ფაზაში. თავად ვირუსის პერიოდში ყველაზე მეტად რესპირატორული ტრაქტი ზიანდება, რომელიც მოიცავს ზედა და ქვედა სასუნთქ სისტემას. ვირუსის გადატანის შემდეგაც პაციენტების ორგანიზმში დიდი ცვლილებები რჩება და ესეც ძირითადად რესპირაციულ სისტემას ეხება. უმეტესად გვხვდება ფილტვის ფიბროზები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მეორე მხრივ, ხშირია გართულებები კუჭ-ნაწლავის, ძვალ-სახსროვან და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. გვხვდება თრომბოემბოლიური გართულებები, პაციენტის ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსის მოშლა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა პროფილის ექიმები კლინიკური მკურნალობის პარალელურად, ფსიქოთერაპევტებიც ვხდებით.

კოვიდგადატანილი პაციენტების სხვადასხვა ჩივილებით მომართვიანობა რამდენად მაღალია?

კლინიკა „ჰელსიკორის“ რესპირაციული მედიცინის განყოფილება მაღალკვალიფიცური კადრებით, ინოვაციებითა და მაღალი დონის ტექნოლოგიური აღჭურვილობით გამორჩეულია. შესაბამისად, პოსტკოვიდური პაციენტების საკმაოდ მაღალი მომართვიანობა გვაქვს. ყველა საშუალებას ვფლობთ, რომ სწრაფი და სწორი დიაგნოზი დავსვათ და შესაბამისად, ვუმკურნალოთ მათ. პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობის პარალელურად, აქტურად ვმონაწილეობთ კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტების გამოვლენაში, ტესტირებაში, დიაგნოსტიკასა და შესაბამის სტაციონარში მათ გადამისამართებაში.

კოვიდ 19-ის პარალელურად კი რესპირაციული სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების აქტიურ მკურნალობასა და ზედამხედველობას ვახორციელებთ.

რა სახის მკურნალობა ენიშნებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს?

მკურნალობის დანიშვნა გამოვლენილი დაავადების შესაბამისად ხდება. ამ დროს პაციენტის მართვა სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ურთიერთშეთანხმებით უნდა ხდებოდეს. სიმპტომების შესაბამისად მკურნალობის კურსი შეიძლება ჩატარდეს ანტიბიოტიკებით, ანტივირუსული პრეპარატებით, ჰორმონალური პრეპარატებით, ანტიკოაგულანტებით, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. ამ დროს ასევე ხშირად ვნიშნავთ სიმპტომურ საშუალებებს. აუცილებელია ვიტამინებისა და მინერალების საჭირო დოზით მიღება. მკურნალობის პარალელურად კი პაციენტს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და ფიზიკური აქტივობის რეკომენდაცია ეძლევა.

ყოველი ახალი მუტაციური შტამის შემდეგ ჩვენ ვიძენთ ახალ გამოცდილებას და ვცდილობთ, კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ როგორც თავად ვირუსს, ისე მის შემდგომ გართულებებს.

რას ურჩევთ პაციენტებს, ვისაც კოვიდ19 აქვს გადატანილი?

კოვიდ19 მთავარ კვალს ფილტვებზე ტოვებს. სწორედ ამიტომ მთავარი რეკომენდაციები, სასუნთქი სისტემის გაძლიერებას ეხება. ძალიან ეფექტურია სპეციალური სავარჯიშო რესპირატორები, რომლებიც აფთიაქებში ფართოდ ხელმისაწვდომია. ასევე ძალიან მარტივი და ეფექტურია ბუშტების გაბერვა, ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები. მეტად მნიშვნელოვანია გამამხნევებელი ვარჯიშები და დღის განმავლობაში რამდენიმე კმ-ის ფეხით სიარული. უმოძრაობასთან ერთად გართულებების რისკი პროპორციულად მატულობს. ძლიერი იმუნიტეტი პოსტკოვიდური პერიოდის მარტივად გადატანის საფუძველია.

როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომელსაც კოვიდ19-თან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი აქვს?

იმუნიტეტის სხვადასხვა პრეპარატით გაძლიერების დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმუნომოდულატორი პრეპარატი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული. ზოგადად კი იმუნიტეტს ადამიანი თავისი ცხოვრების წესით იძენს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველა ასაკში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორ კვებას და ვარჯიშს. იმუნიტეტზე ნეგატიურად აისახება მავნე ჩვევები, როგორიცაა არაჯანსაღი ცხოვრების წესი : არასწორი კვება, გადაღლა, უმოძრაობა ,თამბაქოსა და ასევე სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.

ყველას მოვუწოდებ, რომ თუ გსურთ ქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი, აუცილებლად უნდა იკვებოთ სწორად, ივარჯიშოთ და იქონიოთ ძილის მოწესრიგებული რეჟიმი.

როგორია ვაქცინაციის როლი დაავადებასთან ბრძოლაში?

აუცილებელია, რომ ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გავავითაროთ. ვაქცინის გაკეთება თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია. ამით ვიცავთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. როგორც გამოჩნდა, ახალი შტამები კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად ინფიცირდებიან ახალგაზრდები და ბავშვები. აუცილებელია, ეს საფრთხე ყველამ კარგად გავითავისოთ და რაც შეიძლება სწრაფად ავცრათ მოსახლეობის დიდი ნაწილი.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ, რა განსხვავებაა კოვიდ19-ის ახალ და პირველად შტამებს შორის და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

ბოლო მონაცემებით, დელტა შტამი ჩვილებსა და მოზარდებს განსაკუთრებულად აზიანებს. კოვიდ19-ის პირველად შტამთან ასეთი მდგომარეობა არ გვქონდა. ბავშვების მდგომარეობის მართვა კი უფრო რთულია, რადგან მათი ორგანიზმი ლაბილურია და დამძიმების შემთხვევები ხშირია. თუმცა საბედნიეროდ, ბავშვები ხშირად მარტივადვე გამოდიან მდგომარეობიდან.

ყველაზე ხშირად გვხვდება ვირუსული პნევმონიები, რომლებიც შემდგომ ბაქტერიულ ფლორაში გადადის და მათი ერთ-ერთი საშიში გართულებაა - რესპირაციული დისტრესსინდრომები. მდგომარეობის ყველაზე რთული განვითარების დროს პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაგვყავს. ამ და სხვა გართულებებისგან თავი რომ დავიცვათ, აუცილებელია ვაქცინაცია . ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი უხილავი მტერი ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი და ამიტომ საზოგადოება, როგორც არასდროს, ისე უნდა ვიყოთ გაერთიანებული და ერთობლივად, რეკომენდაციების დაცვითა და ვაქცინაციით ვებრძოლოთ მას.