საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალდაგმა შპს გენს ნახევარი მილიონი ლარი აუნაზღაურა
ალდაგმა შპს გენს ნახევარი მილიონი ლარი აუნაზღაურა

მიმ­დი­ნა­რე წლის 12 თე­ბერ­ვალს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნია „გენი“ ხან­ძრმა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლა.

კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ სა­წყობ­ში ხან­ძა­რი წლის და­სა­წყის­ში ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის გამო გაჩ­ნდა და და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა. სა­წყობ­ში კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი სამ­შე­ნებ­ლო და მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის სრუ­ლი სპექტრი: ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ელექტრო­სის­ტე­მის, გათ­ბო­ბა-კონ­დი­ცი­რე­ბი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის მო­წყო­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი ინა­ხე­ბო­და.

კომ­პა­ნია „გენს“ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში „ალ­და­გი“ ქო­ნე­ბის და­ზღვე­ვის პო­ლი­სი ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი. ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი თან­ხა მო­ი­ცავს მა­რა­გებს, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ ელე­მენ­ტებს, მო­პირ­კე­თე­ბი­სა და ინ­ვენ­ტა­რის ხარ­ჯებს.

„ალ­დაგ­მა“ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია „გენს“ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი აუ­ნა­ზღა­უ­რა.

„AMBEBI.GE“ კომ­პა­ნია „გე­ნის“ დირ­ქტორს ნო­დარ თავ­დგრი­ძეს ესა­უბ­რა:

_ ხან­ძარ­მა ჩვე­ნი სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა. საკ­მა­ოდ დიდი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლი მი­ვი­ღეთ, რა­მაც ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი ოპე­რი­რე­ბის სა­კი­თხიც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა. ვი­ნა­ი­დან სა­და­ზღვეო კომ­პა­ნია „ალ­დაგ­ში“ და­ზღვე­უ­ლი ვი­ყა­ვით, კომ­პა­ნია გვერ­დით დაგ­ვიდ­გა, დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად დაგ­ვეხ­მა­რა, აგ­ვი­ნაზ­რა­უ­რა სა­დაზრვე­ვო თან­ხა. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ბა­ზარ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა და ამ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ისევ შევ­ძე­ლით. ჩვენს ბო­ლომ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი დრო კი­დევ დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ რაც მთავ­რია, ანაზ­რა­უ­რე­ბა უკვე სა­ხე­ზეა და წინ ცოტა სწრა­ფი ტემ­პით წა­ვი­წი­ეთ.

ბა­ტო­ნი ნო­და­რის თქმით, მათი ბიზ­ნე­სი შპს „გე­ნის“ სა­ხე­ლით 8 წე­ლია არ­სე­ბობს, თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში ისი­ნი ათე­უ­ლი წლე­ბია, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან.

„ძი­რი­თა­დად სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის იმ­პორ­ტს და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სამ­შე­ნებ­ლო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­მოგ­ვაქვს თურ­ქე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან, ევ­რო­პი­დან და მის სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო დის­ტრი­ბუ­ცი­ას ვე­წე­ვით,“ - აღ­ნიშ­ნავს ნო­დარ თავ­დგი­რი­ძე, რომ­ლის კომ­პა­ნი­ის­თვი­საც ეს წელი, რო­გოც აღ­ვნიშ­ნეთ, ძა­ლი­ან რთუ­ლად და­ი­წყო.

_ 12 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი არ იქ­ნე­ბო­და, სამ­სა­ხურ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვით. და­ვი­ნა­ხეთ, სა­წყო­ბი­დან კვამ­ლი რო­გორ გა­მო­დი­ო­და. იქ შეს­ვლა რომ ვცა­დეთ და კარი გა­ვა­ღეთ, ცე­ცხლი ჟანგბა­დის ნა­კად­ზე გაძ­ლი­ერ­და და მეტი საფრ­თხე შე­იქ­მნა. ჩენი ძა­ლე­ბით მა­ინც ვცდი­ლობ­დით ჩაგ­ვექ­რო, პა­რა­ლა­ლუ­რად დრო არ დაგ­ვი­კარ­გავს და 112-შიც დავ­რე­კეთ. სა­ხან­ძრო ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ვი­და, მაგ­რამ ცე­ცხლი ირ­გვლივ ყვე­ლა­ფერს სწა­რა­ფად მო­ე­დო, რა­საც ხელი შე­უ­წყო სა­წყობ­ში არ­სე­ბულ­მა აა­ლე­ბად­მა პრო­დუქ­ტებ­მა. სა­ღე­ბა­ვე­ბის ქი­ლე­ბი თან­და­თან სკდე­ბო­და. მე­ხან­ძრე­ებს ცე­ცხლთან ბრძო­ლა სა­ა­თე­ბის მან­ძილ­ზე უწევ­დათ. მოკ­ლედ, და­ხუ­რუ­ლი სა­წყო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­იწ­ვა.

_ ემო­ცი­უ­რად რას გა­ნიც­დი­დით იმ პე­რი­ოდ­ში?

_ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერთ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ღე­ბა­ვებს ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა. მისი მე­პატ­რო­ნე და ფირ­მის ბუ­ღალ­ტე­რი და­იწ­ვნენ, რომ­ლებ­მაც გა­რეთ გა­მოს­ვლა ვერ მო­ას­წრეს.

სა­ნამ სა­ხან­ძრო მო­ვი­დო­და, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი შე­უ­პოვ­რად, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ, ცე­ცხლი ჩა­ექ­როთ, თუმ­ცა ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, თან, სულ ის ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბო­და... მერე ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, - ჩვენ ამას ვერ მო­ვე­რე­ვით და და­ა­ნე­ბეთ თავი-თქო. არ­სე­ბობ­და რის­კი, ადა­მი­ა­ნებს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ღოთ, რად­გა­ნაც, რო­გორც გი­თხა­რით, ნელ-ნელა სა­ღე­ბა­ვე­ბის ჭურ­ჭე­ლი სკდე­ბო­და...

ცე­ცხლმა ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ისე არ და­ა­ზი­ა­ნოს, რო­გორც კვამლმა - ერთ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა, გა­თი­შოს. ამი­ტომ, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ცე­ცხლის ქრო­ბის­თვის თავი დაგ­ვე­ნე­ბე­ბი­ნა.

_ ხან­ძრის მი­ზე­ზად ეს­ქსპერ­ტი­ზის დას­კვა­ნა­ში რა არის მი­თი­თე­ბუ­ლი?

_ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვა­ნა იყო ასე­თი - მოკ­ლე ჩარ­თვა. სხვა მი­ზე­ზი არც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გა­ნა ფე­რა­დი კა­მე­რე­ბი გვაქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, ღა­მეც კი ფე­რა­დად აჩ­ვე­ნებს და კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, ყვე­ლა სხვა ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა (ცხა­დია, მა­ნამ­დე რა­ღაც ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავ­დით). ჩა­ნა­წე­რებ­ში ნათ­ლად ჩანს ყვე­ლა კუ­თხე და მხა­რე, მაგ­რამ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი ვერ­სია - მოკ­ლე ჩარ­თვა იყო, რაც ექ­სპერ­ტზის დას­კვნა­ში ეწე­რა კი­დეც.

_ ე.ი. კომ­პა­ნია „ალ­და­გის“ ფი­ნან­სუ­რი თა­ნად­გო­მით კმა­ყო­ფი­ლე­ბი ხართ.

_ „ალ­დაგს“ ჩვენს ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ზო­გა­დად სა­და­ზღვე­ვო კულ­ტუ­რა ჩვენ­ში ახლა იდ­გამს ფეხს. მეც, თა­ვის დრო­ზე, ცოტა ვორ­ჭო­ფობ­დი, ვფიქ­რობ­დი - რა­ღაც რომ მოხ­დეს, აა­ნა­ზღა­უ­რე­ბენ-მეთ­ქი?! ძი­რი­თა­დი შე­კი­თხვა ეს იყო. ახლა ვფიქ­რობ, რომ და­ზღვე­ვის გა­რე­შე მოგ­ვი­წევ­და ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა.

ჩემს მა­გა­ლით­ზე მინ­და, ყვე­ლას - მცი­რე თუ სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მეს ვუ­თხრა და ვურ­ჩიო - კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თა­ვი­ანთ უძ­რავ, მოძ­რავ ქო­ნე­ბას, მა­რა­გებს „ალ­დაგ­ში“ და­ა­ზღვე­ვენ. ამის მერე, რა თქმა უნდა, მათი სიმ­შვი­დის ხა­რის­ხი აი­წევს. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო თან­ხა, რი­თაც ეს კომ­პა­ნია გვერ­დით დაგ­ვიდ­გა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და.

მა­რი­ამ ჩი­ტაშ­ვი­ლი, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გის“ სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი:

_ ამ კო­მა­ნი­ას­თან რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. სამი წლის წინ გა­ა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. „გენი“ თავ­და­პირ­ვე­ლად ავ­ტო­და­ზღვე­ვით სარ­გებ­ლობ­და და სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლავ­და ბიზ­ნე­სის აქ­ტი­ვე­ბის და­ზღვე­ვას. ამ­დენ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და მე­გობ­რო­ბის შემ­დეგ კი, ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, დაგ­ვე­ზღვია შე­ნო­ბა, კომ­პა­ნი­ის სა­წყო­ბი და მა­რა­გე­ბი.

და­ზღვე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 თვე­ში კი მოხ­და ეს შემ­თხვე­ვა, „გენს“ დიდი ზა­რა­ლი მი­ად­გა. და­ზღვე­ვის არ­ქო­ნის შემ­თვხე­ვა­ში ეს კომ­პა­ნია ფი­ან­სუ­რად ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და იმ პრობ­ლე­მებს და ბა­ზარ­ზე ვერ გა­აგ­რძე­ლებ­და ოპე­რი­რე­ბას. ჩვენ მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია.

სა­ერ­თოდ, კარ­გია, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და უფრო მეტი კომ­პა­ნია მი­მარ­თავს სა­დაზრვე­ვო კომ­პა­ნი­ებს ბიზ­ნე­სის და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს თუნ­დაც ამ მა­გა­ლი­თის ფონ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sofo
1

ალბათ სპეციალურად გადაწვეს და ფულს იყოფენ

iosif
0

ჯანმრთელობას თუ აზღვევთ, თუმცა ვის რათ უნდა თქვენი დაზღვევა? ფული გინდათ და ლარიან წამალ არ აფინანსებთ

ავტორი:

ალდაგმა შპს გენს ნახევარი მილიონი ლარი აუნაზღაურა

ალდაგმა შპს გენს ნახევარი მილიონი ლარი აუნაზღაურა

მიმდინარე წლის 12 თებერვალს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანია „გენი“ ხანძრმა სერიოზულად დააზარალა.

კომპანიის კუთვნილ საწყობში ხანძარი წლის დასაწყისში ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო გაჩნდა და დასაწყობებული მარაგები მთლიანად გაანადგურა. საწყობში კომპანიის კუთვნილი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების სრული სპექტრი: ელექტროხელსაწყოები, სამშენებლო ინსტრუმენტები, ელექტროსისტემის, გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის მოწყობისთვის საჭირო მასალები ინახებოდა.

კომპანია „გენს“ სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ ქონების დაზღვევის პოლისი ჰქონდა შეძენილი. ანაზღაურებული თანხა მოიცავს მარაგებს, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ ელემენტებს, მოპირკეთებისა და ინვენტარის ხარჯებს.

„ალდაგმა“ სამშენებლო მასალების კომპანია „გენს“ ნახევარი მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა.

„AMBEBI.GE“ კომპანია „გენის“ დირქტორს ნოდარ თავდგრიძეს ესაუბრა:

_ ხანძარმა ჩვენი სასაწყობე მეურნეობის უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. საკმაოდ დიდი მატერიალური ზარალი მივიღეთ, რამაც ბაზარზე ჩვენი ოპერირების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ვინაიდან სადაზღვეო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული ვიყავით, კომპანია გვერდით დაგვიდგა, დიდი ყურადღება გამოიჩინა და მატერიალურად დაგვეხმარა, აგვინაზრაურა სადაზრვევო თანხა. ამან საშუალება მოგვცა, ბაზარზე საქმიანობა გაგვეგრძელებინა.

მოგეხსენებათ, დღეს თითქმის ყველა სფეროში მაღალი კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ფუნქციონირება ისევ შევძელით. ჩვენს ბოლომდე რეაბილიტაციას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, მაგრამ რაც მთავრია, ანაზრაურება უკვე სახეზეა და წინ ცოტა სწრაფი ტემპით წავიწიეთ.

ბატონი ნოდარის თქმით, მათი ბიზნესი შპს „გენის“ სახელით 8 წელია არსებობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესში ისინი ათეული წლებია, ჩართულები არიან.

„ძირითადად სამშენებლო მასალების იმპორტს და რეალიზაციას ვახორციელებთ. სამშენებლო იმპორტირებული მასალები შემოგვაქვს თურქეთიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან და მის საცალო და საბითუმო დისტრიბუციას ვეწევით,“ - აღნიშნავს ნოდარ თავდგირიძე, რომლის კომპანიისთვისაც ეს წელი, როგოც აღვნიშნეთ, ძალიან რთულად დაიწყო.

_ 12 თებერვლის საღამოს 6 საათი არ იქნებოდა, სამსახურში დაახლოებით 10 თანამშრომელი ვიყავით. დავინახეთ, საწყობიდან კვამლი როგორ გამოდიოდა. იქ შესვლა რომ ვცადეთ და კარი გავაღეთ, ცეცხლი ჟანგბადის ნაკადზე გაძლიერდა და მეტი საფრთხე შეიქმნა. ჩენი ძალებით მაინც ვცდილობდით ჩაგვექრო, პარალალურად დრო არ დაგვიკარგავს და 112-შიც დავრეკეთ. სახანძრო ოპერატიულად მოვიდა, მაგრამ ცეცხლი ირგვლივ ყველაფერს სწარაფად მოედო, რასაც ხელი შეუწყო საწყობში არსებულმა აალებადმა პროდუქტებმა. საღებავების ქილები თანდათან სკდებოდა. მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლა საათების მანძილზე უწევდათ. მოკლედ, დახურული საწყობის დიდი ნაწილი დაიწვა.

_ ემოციურად რას განიცდიდით იმ პერიოდში?

_ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის საღებავებს ხანძარი გაუჩნდა. მისი მეპატრონე და ფირმის ბუღალტერი დაიწვნენ, რომლებმაც გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრეს.

სანამ სახანძრო მოვიდოდა, ჩვენი ბიჭები შეუპოვრად, საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ცეცხლი ჩაექროთ, თუმცა ძალიან მეშინოდა, თან, სულ ის ამბავი მახსენდებოდა... მერე ბიჭებს ვუთხარი, - ჩვენ ამას ვერ მოვერევით და დაანებეთ თავი-თქო. არსებობდა რისკი, ადამიანებს დაზიანება მიეღოთ, რადგანაც, როგორც გითხარით, ნელ-ნელა საღებავების ჭურჭელი სკდებოდა...

ცეცხლმა ზოგჯერ ადამიანი შეიძლება ისე არ დააზიანოს, როგორც კვამლმა - ერთ წუთში შეიძლება, გათიშოს. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ცეცხლის ქრობისთვის თავი დაგვენებებინა.

_ ხანძრის მიზეზად ესქსპერტიზის დასკვანაში რა არის მითითებული?

_ ექსპერტიზის დასკვანა იყო ასეთი - მოკლე ჩართვა. სხვა მიზეზი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგანა ფერადი კამერები გვაქვს დაყენებული, ღამეც კი ფერადად აჩვენებს და კამერების ჩანაწერების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, ყველა სხვა ვერსია გამოირიცხა (ცხადია, მანამდე რაღაც ვარიანტებს განვიხილავდით). ჩანაწერებში ნათლად ჩანს ყველა კუთხე და მხარე, მაგრამ საეჭვო გარემოება არაფერი აღმოჩნდა. ამიტომ ერთადერთი ვერსია - მოკლე ჩართვა იყო, რაც ექსპერტზის დასკვნაში ეწერა კიდეც.

_ ე.ი. კომპანია „ალდაგის“ ფინანსური თანადგომით კმაყოფილები ხართ.

_ „ალდაგს“ ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერაში დიდი წვლილი მიუძღვის. ზოგადად სადაზღვევო კულტურა ჩვენში ახლა იდგამს ფეხს. მეც, თავის დროზე, ცოტა ვორჭოფობდი, ვფიქრობდი - რაღაც რომ მოხდეს, აანაზღაურებენ-მეთქი?! ძირითადი შეკითხვა ეს იყო. ახლა ვფიქრობ, რომ დაზღვევის გარეშე მოგვიწევდა ჩვენი საქმიანობის შეწყვეტა.

ჩემს მაგალითზე მინდა, ყველას - მცირე თუ საშუალო მეწარმეს ვუთხრა და ვურჩიო - კარგი იქნება, თუ თავიანთ უძრავ, მოძრავ ქონებას, მარაგებს „ალდაგში“ დააზღვევენ. ამის მერე, რა თქმა უნდა, მათი სიმშვიდის ხარისხი აიწევს. რომ არ ყოფილიყო თანხა, რითაც ეს კომპანია გვერდით დაგვიდგა, ძალიან გაგვიჭირდებოდა.

მარიამ ჩიტაშვილი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის კოორდინატორი:

_ ამ კომანიასთან რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ. სამი წლის წინ გაავაფორმეთ ხელშეკრულება. „გენი“ თავდაპირველად ავტოდაზღვევით სარგებლობდა და საერთოდ არ განიხილავდა ბიზნესის აქტივების დაზღვევას. ამდენწლიანი ურთიერთობის და მეგობრობის შემდეგ კი, ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეზღვია შენობა, კომპანიის საწყობი და მარაგები.

დაზღვევიდან დაახლოებით 7-8 თვეში კი მოხდა ეს შემთხვევა, „გენს“ დიდი ზარალი მიადგა. დაზღვევის არქონის შემთვხევაში ეს კომპანია ფიანსურად ვერ გაუმკლავდებოდა იმ პრობლემებს და ბაზარზე ვერ გააგრძელებდა ოპერირებას. ჩვენ მიერ გადახდილი თანხა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

საერთოდ, კარგია, რომ ყოველწლიურად იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაინტერესება და უფრო მეტი კომპანია მიმართავს სადაზრვევო კომპანიებს ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით. ეს თუნდაც ამ მაგალითის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.

R