ავტორი:

"ლევანის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ოჯახმა ვერ მიიღო სხვაგან გადაყვანის გადაწყვეტილება. ადგილზეა ჩვენი ექიმი” - რას წერს პრეზიდენტი მაისაშვილზე?

"ლევანის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ოჯახმა ვერ მიიღო სხვაგან გადაყვანის გადაწყვეტილება. ადგილზეა ჩვენი ექიმი” - რას წერს პრეზიდენტი მაისაშვილზე?

ამ დრომდე მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის მდგომარეობა, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

მაისაშვილის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, მკურნალობის პროცესში ქართველი ექიმიც არის ჩართული.

"საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის - ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში - Milpark hospitals .

ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ.

ვუსურვოთ გამოჯანმრთელება" - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისვის, ლევან მაისაშვილს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა. სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შემდგომ გუნდში გამოვლინდა რამდენიმე კოვიდშემთხვევა, მათ შორის დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელიც.