მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯავახეთის ზეგანზე ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრებმა" - რა პროცესზე მიანიშნებს გახშირებული ბიძგები და როგორ პროგნოზს აკეთებენ სეისმოლოგები
"ჯავახეთის ზეგანზე ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრებმა" - რა პროცესზე მიანიშნებს გახშირებული ბიძგები და როგორ პროგნოზს აკეთებენ სეისმოლოგები

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ და­ბა­ლი კლა­სის, ძი­რი­თა­დად, 3-4 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის ბიძ­გე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. სე­ის­მო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მოხ­და­რი მი­წისძვრე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ჯა­ვა­ხე­თის ქედ­ზე მო­დის.

არის თუ არა და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი და რა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა - AMBEBI.GE ილი­ა­უ­ნის „დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ისნ­ტი­ტუ­ტის“ სე­ის­მო­ლოგს, მა­ნა­ნა ძმა­ნაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- შეგ­ვიძ­ლია თუ არა გა­დაჭ­რით იმის თქმა, რომ მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა?

- დიახ, ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თთვე­ლო­ში მი­წისძვრე­ბი გახ­შირ­და. ეს ძი­რი­თა­დად ხდე­ბა ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნის ხარ­ჯზე, სა­დაც ივ­ნი­სი-ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­მა­ტა მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. ხდე­ბა ხოლ­მე ასე პე­რი­ო­დუ­ლად. ხან ერთი რე­გი­ო­ნი აქ­ტი­ურ­დე­ბა, ხან - მე­ო­რე. აი, მა­გა­ლი­თად, ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ მხრივ, აქ­ტი­უ­რი რე­გი­ო­ნი იყო რაჭა. 1991 წელს და 2009 წელს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი მოხ­და, რომ­ლებ­საც შემ­დეგ მოჰ­ყვა საკ­მა­ოდ ბევ­რი მცი­რე მი­წისძვრა და თან­და­თან მი­ი­ლია.

- რომ­ლე­ბია სე­ის­მუ­რად ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი რე­გი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- რაჭა და ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ისი­ნი ენაც­ვლე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და მო­რი­გე­ო­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. ახლა ჯა­ვა­ხე­თია აქ­ტი­უ­რი.

- ეს გახ­ში­რე­ბუ­ლი მცი­რე მი­წისძვრე­ბი ხომ არ არის წინმსწრე­ბი, რა­ი­მე უფრო მას­შტა­ბუ­რი პრო­ცე­სის?

- არა, ნამ­დვი­ლად არ არის ასე! რაც ახლა ხდე­ბა, ამა­ზე ცუდი მო­ლო­დი­ნე­ბის და­შე­ნე­ბა, არას­წო­რი იქ­ნე­ბა. მით უფრო, როცა ამის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი არ გვაქვს. პი­რი­ქით, უფრო კე­თილ­სა­ი­მე­დო პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. უკე­თე­სიც კი არის, რად­გან 3-4 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრე­ბით ენერ­გია გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და გროვ­დე­ბა ერ­თი­ა­ნად. ზო­გა­დად, ჯერ დიდი მი­წისძვრა ხდე­ბა ხოლ­მე, და მას შემ­დეგ მოს­დევს მცი­რე კლა­სის მი­წისძვრე­ბის კას­კა­დი. მაგ­რამ ხაზ­გას­მით უნდა ვთქვათ, რომ სე­ის­მო­ლო­გი­ა­ში, რა­ი­მე მტკი­ცე ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქმა არ ხდე­ბა, რად­გან არ იძ­ლე­ვა ეს დარ­გი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. რა მოხ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ არა­ვინ იცის და ვე­რა­ვინ გათ­ვლის ამას. სა­ბო­ლო­ოდ რომ ვთქვათ, გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­წისძვრე­ბი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­შია და რა­ი­მე ცუდ სცე­ნარ­ზე არ მი­უ­თი­თებს.

- რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ხომ არ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლა სე­ის­მუ­რად?

- თბი­ლის­ში არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მხო­ლოდ ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზეა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რაც, რო­გორც გი­თხა­რით, პოსტ-ვულ­კა­ნუ­რი პრო­ცე­სით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ეს კერა თბი­ლის­თან კავ­შირ­ში არ არის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სასწაული
0

ბუნებაც ახსენებს მშობლიურ პარტიას,2012-ის დაპირებებიდან რამის შესრულებას----------------------------------------------------

ზურაბ
0

დედამიწა გვარწევს რომ დამშვიდდეთ, ამას თუ კაი ნანა მოაყოლა ე მაშინ უნდა გავასწროთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჯავახეთის ზეგანზე ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრებმა" - რა პროცესზე მიანიშნებს გახშირებული ბიძგები და როგორ პროგნოზს აკეთებენ სეისმოლოგები

"ჯავახეთის ზეგანზე ბოლო 2 თვეში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრებმა" - რა პროცესზე მიანიშნებს გახშირებული ბიძგები და როგორ პროგნოზს აკეთებენ სეისმოლოგები

ბოლო პერიოდში საქართველოში მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატა. საბედნიეროდ, მხოლოდ დაბალი კლასის, ძირითადად, 3-4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შეინიშნება. სეისმოლოგების განმარტებით, მოხდარი მიწისძვრების აბსოლუტური უმრავლესობა ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ქედზე მოდის.

არის თუ არა დამაფიქრებელი გახშირებული მიწისქვეშა ბიძგები და რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა არსებული სიტუაციის შეფასება - AMBEBI.GE ილიაუნის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ისნტიტუტის“ სეისმოლოგს, მანანა ძმანაშვილს ესაუბრა.

- შეგვიძლია თუ არა გადაჭრით იმის თქმა, რომ მიწისძვრების რაოდენობამ საქართველოში საგრძნობლად მოიმატა?

- დიახ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში საქართთველოში მიწისძვრები გახშირდა. ეს ძირითადად ხდება ჯავახეთის ზეგანის ხარჯზე, სადაც ივნისი-ივლისის პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა მიწისძვრების რაოდენობამ. ხდება ხოლმე ასე პერიოდულად. ხან ერთი რეგიონი აქტიურდება, ხან - მეორე. აი, მაგალითად, ადრე საქართველოში, ამ მხრივ, აქტიური რეგიონი იყო რაჭა. 1991 წელს და 2009 წელს საკმაოდ ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რომლებსაც შემდეგ მოჰყვა საკმაოდ ბევრი მცირე მიწისძვრა და თანდათან მიილია.

- რომლებია სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონები საქართველოში?

- რაჭა და ჯავახეთის ზეგანი. შეიძლება ითქვას, ისინი ენაცვლებიან ერთმანეთს და მორიგეობით აქტიურდებიან. ახლა ჯავახეთია აქტიური.

- ეს გახშირებული მცირე მიწისძვრები ხომ არ არის წინმსწრები, რაიმე უფრო მასშტაბური პროცესის?

- არა, ნამდვილად არ არის ასე! რაც ახლა ხდება, ამაზე ცუდი მოლოდინების დაშენება, არასწორი იქნება. მით უფრო, როცა ამის ობიექტური მიზეზი არ გვაქვს. პირიქით, უფრო კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა მიმდინარე პროცესები. უკეთესიც კი არის, რადგან 3-4 მაგნიტუდის მიწისძვრებით ენერგია გამოთავისუფლდება და გროვდება ერთიანად. ზოგადად, ჯერ დიდი მიწისძვრა ხდება ხოლმე, და მას შემდეგ მოსდევს მცირე კლასის მიწისძვრების კასკადი. მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ სეისმოლოგიაში, რაიმე მტკიცე ვარაუდის გამოთქმა არ ხდება, რადგან არ იძლევა ეს დარგი ამის საშუალებას. რა მოხდება სამომავლოდ არავინ იცის და ვერავინ გათვლის ამას. საბოლოოდ რომ ვთქვათ, გახშირებული მიწისძვრები კანონზომიერების ფარგლებშია და რაიმე ცუდ სცენარზე არ მიუთითებს.

- რაც შეეხება თბილისს, გასულ წლებთან შედარებით ხომ არ გააქტიურებულა სეისმურად?

- თბილისში არანაირი განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნება, მხოლოდ ჯავახეთის ზეგანზეა გააქტიურებული პროცესი, რაც, როგორც გითხარით, პოსტ-ვულკანური პროცესით არის განპირობებული. ეს კერა თბილისთან კავშირში არ არის.