პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ" - რას ყვება გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვარ მოზარდ დებსა და წლევანდელ სტატისტიკაზე
"საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ" - რას ყვება გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვარ მოზარდ დებსა და წლევანდელ სტატისტიკაზე

რუ­ჯის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ლეღ­ვის ნა­ხარ­შით 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი და­იწ­ვა. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ 12 და 15 წლის დები ზუგ­დი­დი­დან დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

"ერთს სხე­უ­ლის 20%, ხოლო მე­ო­რეს 40% აქვს დამ­წვა­რი. საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი დამ­წვრო­ბე­ბი აქვთ. უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და ახლა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია", - ამ­ბობს ექი­მი.

გუგა ქა­ში­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს ლეღ­ვის ნა­ხარ­შით დაწ­ვის სულ ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მათ­გან ერთი რუ­ჯის მი­ღე­ბას­თან კავ­შირ­ში არ იყო.

"და­სა­ნა­ნია, რომ ისევ გვი­წევს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, არ გვე­გო­ნა, თუ წელს სა­ერ­თოდ და­იწ­ვე­ბო­და ვინ­მე ლეღ­ვის ნა­ხარ­შით. იმ­დენს ვსა­უბ­რობთ ამა­ზე. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა გვქონ­და ასე­თი: 70 წლის კა­ცის­თვის მე­ზო­ბელს ურ­ჩე­ვია, სახ­სრე­ბის­თვის არის კარ­გიო. რო­გორც იცით, ლეღ­ვის ნა­ხარ­შით რომ დამ­წვრო­ბა მი­ი­ღოს ადა­მი­ან­მა, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მზე­ზე იყოს. ის ისე­დაც წვავს კანს. მა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო", - გვი­თხრა ქა­ში­ბა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემი
0

ლეღვის ჩირის გაკეთება ასწავლონ, უფრო გაერთობიან

ლალუკა
0

ბებია მეჭეჭი რომ გამოგვივიდოდა, ზედ ლეღვის რძეს გვაწვეთებდა და ორ დღეში გვიქრებოდა. და სულ იტყოდა ლეღვის ხე ეშმაკისეულია და უფრთხილდითო. რა ვიცი მაშინ ვიცინოდით და მართალი ყოფილა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ" - რას ყვება გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვარ მოზარდ დებსა და წლევანდელ სტატისტიკაზე

"საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ" - რას ყვება გუგა ქაშიბაძე ლეღვის ნახარშით დამწვარ მოზარდ დებსა და წლევანდელ სტატისტიკაზე

რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარშით 2 არასრულწლოვანი დაიწვა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, კატასტროფის ბრიგადამ 12 და 15 წლის დები ზუგდიდიდან დღეს, გამთენიისას ჩამოიყვანა.

"ერთს სხეულის 20%, ხოლო მეორეს 40% აქვს დამწვარი. საკმაოდ მტკივნეული დამწვრობები აქვთ. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და ახლა მათი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ექიმი.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, წელს ლეღვის ნახარშით დაწვის სულ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი რუჯის მიღებასთან კავშირში არ იყო.

"დასანანია, რომ ისევ გვიწევს ამაზე საუბარი, არ გვეგონა, თუ წელს საერთოდ დაიწვებოდა ვინმე ლეღვის ნახარშით. იმდენს ვსაუბრობთ ამაზე. მეორე შემთხვევა გვქონდა ასეთი: 70 წლის კაცისთვის მეზობელს ურჩევია, სახსრებისთვის არის კარგიო. როგორც იცით, ლეღვის ნახარშით რომ დამწვრობა მიიღოს ადამიანმა, არ არის აუცილებელი მზეზე იყოს. ის ისედაც წვავს კანს. მანაც სერიოზული დამწვრობა მიიღო", - გვითხრა ქაშიბაძემ.