საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ თავი... ჩვენც გვყავს ოჯახები" - კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს
"აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ თავი... ჩვენც გვყავს ოჯახები" - კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

მომ­ღე­რალ ლელა წურ­წუ­მი­ას მე­უღ­ლე, პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მათ მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას ეხ­მი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ ხალ­ხმრა­ვალ კონ­ცერტს მოჰ­ყვა.

მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ამას ვწერ პირ­ვე­ლად და სა­ბო­ლო­ოდ. პირ­ვე­ლი პან­დე­მია რომ და­ი­წყო, სახ­ლში და­ჯე­ქი­თო და ვი­ჯე­ქით მორ­ჩი­ლად, ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე…..ზა­ფხუ­ლი იმუ­შა­ვე­თო ღია სივ­რცე­ებ­შიო და ერთ თვე­ში, ისევ ჩაგ­ვკე­ტეს და ისევ სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, (შო­უ­ბიზ­ნესს ვგუ­ლის­ხმობ). მორ­ჩი­ლად ვას­რუ­ლებ­დით ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას.

ეხლა ისევ გახ­სნეს, აღარ გა­ი­კე­თოთ პირ­ბა­დე და ღია სივ­რცე­ში იმუ­შა­ვე­თო, ოღონდ უნდა აიც­რათ, თუ არ გინ­დათ რო ჩაგ­კე­ტო­თო და გა­უფრ­თხილ­დეთ სხვის ჯამ­რთე­ლო­ბა­სო.

რაც მთა­ვა­რია, წა­ვე­დით მთე­ლი ოჯა­ხი, და ავი­ცე­რით, ავ­ცე­რი მთე­ლი ბენ­დი, იმი­ტომ რომ გვე­მუ­შა­ვა და დღეს ხელს იშ­ვერთ ზოგ­ზო­გი­ერ­თი ლე­ლას კონ­ცერ­ტზე, რომ ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე???

არ მიყ­ვარს სხვის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რა და მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა, რამ­დე­ნი ხალ­ხი სად და­დის და რამ­ხე­ლა შეკ­რე­ბებს ატა­რე­ბენ, რა ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სტა­დი­ონ­ზე, მი­ტინ­გებ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში. ტუ­რის­ტე­ბი, ყალ­ბი კო­ვიდ პას­პორ­ტე­ბით, უამ­რა­ვი. ბო­დი­ში, ეს მე უნდა და­ვა­რე­გუ­ლი­რო? და­ვი­წყო მეც ლან­ძღვა გი­ნე­ბა?

მო­დით, ყვე­ლამ თქვენ თავ­ზე აი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს თქვენ უსაფრ­თხო­ე­ბას….არ გინ­დათ აიც­რათ…. მარ­ტო კონ­ცერ­ტი ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა….თან კონ­ცერ­ტებ­ზე და ქორ­წი­ლებ­ში ია­როთ, მთავ­რო­ბის და­ფი­ნა­სე­ბულ კონ­ცერ­ტებს კარ­გად ეს­წრე­ბით უფა­სოდ და მერე კომ­პებს მი­უჯ­დეთ და გვა­გი­ნოთ, ესე არ გა­მო­ვა.

ვინ­მეს თუ გო­ნია რომ მე არ მე­ში­ნია, ძა­ლი­ან ცდე­ბით და ამი­ტომ ავი­ცე­რი. აი­ცე­რი­ი­ი­ით და თუ არ იც­რე­ბით, მა­შინ დაგ­ვა­ნე­ბეთ ჩვენ თავი…ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ა­აა ეს ბო­დი­ში, ჩვენც გვყავს ოჯა­ხე­ბი, და ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც თავ­ზე არა­ვის არ ვახ­ვევთ. თქვენ ხო მუ­შა­ობთ? და­დი­ხართ სამ­სა­ხუ­რებ­ში, იღებთ ხელ­ფა­სებს? შო­უ­ბიზ­ნე­სი არ ვართ სა­ხელ­მწი­ფო დო­ტა­ცი­ა­ზე. ყვე­ლას ჯამ­რთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ", - წერს კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლელა წურ­წუ­მი­ამ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, ვი­დე­ოს ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი კი თა­ვად მომ­ღე­რალ­მა და ასე­ვე, კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. კად­რე­ბი­დან ჩან­და, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან დის­ტან­ცი­ას არა­ვინ იცავ­და. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე კი აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ამა­ვე თე­მა­ზე: რა ხდე­ბო­და ბა­თუმ­ში, სა­დაც ლელა წურ­წუ­მი­ამ ხალ­ხმრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
3

გასაოცარი, და სახელმწიგო რატომ უნდა დაეხმაროს შოუ ბიზს ნეტა?

gogi
0

esenic myavnan ra?)))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ თავი... ჩვენც გვყავს ოჯახები" - კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

"აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ თავი... ჩვენც გვყავს ოჯახები" - კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება, რომელიც ბათუმში გამართულ ხალხმრავალ კონცერტს მოჰყვა.

მამულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ. პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…..ზაფხული იმუშავეთო ღია სივრცეებშიო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე, (შოუბიზნესს ვგულისხმობ). მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.

ეხლა ისევ გახსნეს, აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო, ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ რო ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯამრთელობასო.

რაც მთავარია, წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი, იმიტომ რომ გვემუშავა და დღეს ხელს იშვერთ ზოგზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე???

არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე, რეგიონებში, რესტორნებში. ტურისტები, ყალბი კოვიდ პასპორტებით, უამრავი. ბოდიში, ეს მე უნდა დავარეგულირო? დავიწყო მეც ლანძღვა გინება?

მოდით, ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას….არ გინდათ აიცრათ…. მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა….თან კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ, მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ, ესე არ გამოვა.

ვინმეს თუ გონია რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით და ამიტომ ავიცერი. აიცერიიიით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ ჩვენ თავი…ჩვენი პროფესიააა ეს ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები, და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ. თქვენ ხო მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს? შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე. ყველას ჯამრთელობას გისურვებთ", - წერს კახა მამულაშვილი.

ცნობისთვის, ლელა წურწუმიამ ბათუმის ბულვარში ხალხმრავალი კონცერტი გამართა, ვიდეოს ამსახველი კადრები კი თავად მომღერალმა და ასევე, კახა მამულაშვილმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში. კადრებიდან ჩანდა, რომ მაყურებლებიდან დისტანციას არავინ იცავდა. ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კი აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე: რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა