სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა
"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია კა­ტას­ტრო­ფის ზღვარ­ზეა, ბა­თუმ­ში ცხოვ­რე­ბა დუღს. Ambebi.ge-ზე არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­ნა­პი­რო­ე­ბი და რო­გორც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არ იცა­ვენ ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში 3 344 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. გუ­შინ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­წოლ­ფონ­დი ქვე­ყა­ნა­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლია და 7 000-მდე სა­წო­ლი­დან 6400 და­კა­ვე­ბუ­ლია. მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბა­თუმ­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვი­დე­ო­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა სა­გან­გა­შოა.

გუ­შინ სა­ღა­მოს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მომ­ღე­რალ­მა ლელა წურ­წუ­მი­ამ სოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. სა­ღა­მოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და რო­გორც კონ­ცერ­ტი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან დის­ტან­ცი­ას არა­ვინ იცავ­და. მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მიმ­დი­ნა­რე ლა­ივს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

კად­რი ლელა წურ­წუ­მი­ას კონ­ცერ­ტის ლა­ი­ვი­დან

ვი­დე­ოს ბმუ­ლი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, რომ­ლე­ბიც წერ­დნენ:

"ამ კონ­ცერ­ტე­ბი­დან რომ ჩა­მოხ­ვალთ და იწუ­წუ­ნებთ ნი­ღაბ­ზე, ად­გი­ლებ­ზე კლი­ნი­კა­ში, უმუ­შევ­რო­ბა­ზე, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე, თითს გა­იშ­ვერთ სხვის­კენ კარ­გად გა­იხ­სე­ნეთ ეს ქცე­ვა! სირ­ცხვი­ლია, სირ­ცხვი­ლია, ლელა წურ­წუ­მია, ყვე­ლა ექიმ­თან, ყვე­ლა ექთან­თან და სტუ­დენ­ტთან, ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო და­მა­ტე­ბით უნდა ამო­ი­ხუ­თოს სკა­ფან­დრში! ნული პა­ტი­ვის­ცე­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, იმის სიმ­ტკი­ცე არ გა­გაჩ­ნი­ათ, რომ უბ­რა­ლოდ აკ­რძა­ლოთ!“

"კონ­ცერ­ტი სრუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით... ვაი ჩვენს პატ­რონს. ამ­დე­ნი უტვი­ნო­ბის ყუ­რე­ბა აღარ შე­მიძ­ლია. გა­მახ­სე­ნეთ დღეს რა დღეა? გა­მახ­სე­ნეთ რამ­დე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლია ბოლო კვი­რა­ში, ამათ­გან არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­თხო­ვოს ჩვენს ხარ­ჯზე სა­წოლ­ფონ­დი და უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბა. ხო, 14-შიც და­ა­ა­ნონ­სა იგი­ვე...“

"პან­დე­მია დას­რულ­და. გი­ხა­რო­დენ!!! სექ­ტემ­ბრი­დან კვლავ ვერ წავ­ლენ ბავ­შვე­ბი ბა­ღებ­სა და სკო­ლებ­ში. კვლავ ჩა­ვი­კე­ტე­ბით. კვლავ დის­ტან­ცი­უ­რად მოგ­ვი­წევს მუ­შა­ო­ბა და ვიტ­რი­ა­ლებთ ასე წრე­ზე. ზოგი ასე აფი­ში­რე­ბუ­ლად გუ­ლა­ობს, ზოგი თა­ვის­თვის “ჩუ­მად” სახ­ლებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში და ჩემ­ნა­ი­რი “დე­ბი­ლე­ბი” კვლავ ნიღ­ბე­ბით და­დი­ან ქუ­ჩა­შიც კი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­სა და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­და­ნე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის კო­ლაფსზე არა­ფერს დავ­წერ, ისე­დაც ყვე­ლა სქ­რო­ლავთ ნი­უ­სებს…“

"კო­მენ­ტა­რებ­შიც და­ვუ­წე­რე, მაგ­რამ ლელა წურ­წუ­მი­ას ისე­დაც გა­და­ე­ცით, რომ ომის და­წყე­ბის უმ­ძი­მეს თა­რიღს ასეთ ტაშ­ფან­დურს არ ამ­თხვე­ვენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის ამ­ბა­ვია. კო­ვიდ­ზე, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფეხ­ზე და­კი­დე­ბა­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ. მერე გა­მოვ­ლენ და "არ­ტიშ­ტებს უმ­ჯი­მე­სი პე­რი­ო­დი გვაქ­ვსო" იტყვი­ან...“

კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს გუ­შინ­დელ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­პე­რი ლექს სენი.

"მე­გობ­რე­ბო! ჩვე­ნო მსმე­ნე­ლე­ბო და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო! არ აყ­ვეთ და არ უს­მი­ნოთ აქ მრა­ვალ ენის ქა­ვი­ლით შე­პყრო­ბილ მავ­ნებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ ში­შის გან­ცდას თურ­მე კო­ვი­დი კონ­ცერ­ტე­ბი­დან აქ­ტი­ურ­დე­ბა,არა სიც­რუ­ეა! ჩვე­ნი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რი აიც­რა სწო­რედ იმი­ტომ რომ თქვენ შე­გიქ­მნათ უსაფრ­ხო გა­რე­მო!

ასე­ვე მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას აი­ცე­რით მო­ვი­შო­როთ ეს ტან­ჯვა და გა­ვა­ტა­როთ ზა­ფხუ­ლის ეს დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე დღე შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რად! წინ ფან­ტას­ტი­უ­რი კონ­ცერ­ტე­ბი გე­ლო­დე­ბათ!!! მად­ლობ და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!!!“ - წერს რე­პე­რი და კო­მენ­ტა­რებ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სი უკვე გა­და­ტა­ნი­ლი აქვს.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა ალერ­გო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვიც.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბას - "ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი აზრი რე­ე­ბი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ამ გა­გა­ნია პან­დე­მი­ის დრო­სო?!“ ვი­საც გა­და­წყე­ტი­ლი აქვს კონ­ცერ­ტი, ქორ­წი­ლი, გი­ტა­რა და ცხე­ლი ტაში არ ინერ­ვი­უ­ლოთ, აქაც არის "და­დე­ბი­თი“ მო­მენ­ტი. რო­დის დას­რულ­დე­ბა ეხლა პან­დე­მია პირ­ბა­დით და დის­ტან­ცი­ით, რაც მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­ი­ტანს ინ­ფექ­ცი­ას მალე შე­ვალთ მშვიდ ფა­ზა­ში. ვი­საც არ გინ­დათ გახ­დეთ ამ სტა­ტის­ტი­კის ნა­წი­ლი აი­ცე­რით! ესაა ჩემი კო­მენ­ტა­რი!“ - წერს ექი­მი.

ლელა წურ­წუ­მი­ას მე­უღ­ლემ და პრო­დი­უ­სერ­მა კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღეს კი­დევ ერთი, ამ­ჯე­რად ჯგუფ "ნონ სტო­პის“ კონ­ცერ­ტი და­ა­ა­ნონ­სა.

ნა­ხეთ ლელა წურ­წუ­მი­ას კონ­ცერ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
0

რაო ლელა,ფულმა გადაწონა ყველაფერი?!

Tsiko
0

ფუფ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

მაშინ, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კატასტროფის ზღვარზეა, ბათუმში ცხოვრება დუღს. Ambebi.ge-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ როგორ არის გადატვირთული სანაპიროები და როგორც დამსვენებლები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები არ იცავენ ქვეყანაში ამ ეტაპზე დაწესებულ შეზღუდვებს.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში 3 344 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საწოლფონდი ქვეყანაში გადატვირთულია და 7 000-მდე საწოლიდან 6400 დაკავებულია. მინისტრის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ბათუმში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

მისი შეფასებით, ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება საგანგაშოა.

გუშინ საღამოს ბათუმის ბულვარში მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოლო კონცერტი გამართა. საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო და როგორც კონცერტიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მაყურებლებიდან დისტანციას არავინ იცავდა. მომღერლის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ლაივს სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

კადრი ლელა წურწუმიას კონცერტის ლაივიდან

ვიდეოს ბმული უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერდნენ:

"ამ კონცერტებიდან რომ ჩამოხვალთ და იწუწუნებთ ნიღაბზე, ადგილებზე კლინიკაში, უმუშევრობაზე, სიკვდილიანობაზე, თითს გაიშვერთ სხვისკენ კარგად გაიხსენეთ ეს ქცევა! სირცხვილია, სირცხვილია, ლელა წურწუმია, ყველა ექიმთან, ყველა ექთანთან და სტუდენტთან, ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში! ნული პატივისცემა ორგანიზატორებს. საქართველოს მთავრობა ძალიან მწყდება გული, იმის სიმტკიცე არ გაგაჩნიათ, რომ უბრალოდ აკრძალოთ!“

"კონცერტი სრული რეგულაციების დაცვით... ვაი ჩვენს პატრონს. ამდენი უტვინობის ყურება აღარ შემიძლია. გამახსენეთ დღეს რა დღეა? გამახსენეთ რამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილია ბოლო კვირაში, ამათგან არავის აქვს უფლება დაინფიცირების შემთხვევაში მოითხოვოს ჩვენს ხარჯზე საწოლფონდი და უფასო მკურნალობა. ხო, 14-შიც დააანონსა იგივე...“

"პანდემია დასრულდა. გიხაროდენ!!! სექტემბრიდან კვლავ ვერ წავლენ ბავშვები ბაღებსა და სკოლებში. კვლავ ჩავიკეტებით. კვლავ დისტანციურად მოგვიწევს მუშაობა და ვიტრიალებთ ასე წრეზე. ზოგი ასე აფიშირებულად გულაობს, ზოგი თავისთვის “ჩუმად” სახლებსა და რესტორნებში და ჩემნაირი “დებილები” კვლავ ნიღბებით დადიან ქუჩაშიც კი გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რაოდანებასა და ჯანდაცვის კოლაფსზე არაფერს დავწერ, ისედაც ყველა სქროლავთ ნიუსებს…“

"კომენტარებშიც დავუწერე, მაგრამ ლელა წურწუმიას ისედაც გადაეცით, რომ ომის დაწყების უმძიმეს თარიღს ასეთ ტაშფანდურს არ ამთხვევენ. ელემენტარული პატივისცემის ამბავია. კოვიდზე, რეგულაციების ფეხზე დაკიდებასა და უპასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ. მერე გამოვლენ და "არტიშტებს უმჯიმესი პერიოდი გვაქვსო" იტყვიან...“

კრიტიკულ კომენტარებს გუშინდელ კონცერტთან დაკავშირების, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რეპერი ლექს სენი.

"მეგობრებო! ჩვენო მსმენელებო და გულშემატკივრებო! არ აყვეთ და არ უსმინოთ აქ მრავალ ენის ქავილით შეპყრობილ მავნებლებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ შიშის განცდას თურმე კოვიდი კონცერტებიდან აქტიურდება,არა სიცრუეა! ჩვენი გუნდის ყველა წევრი აიცრა სწორედ იმიტომ რომ თქვენ შეგიქმნათ უსაფრხო გარემო!

ასევე მოგიწოდებთ ყველას აიცერით მოვიშოროთ ეს ტანჯვა და გავატაროთ ზაფხულის ეს დარჩენილი რამდენიმე დღე შედარებით ნორმალურად! წინ ფანტასტიური კონცერტები გელოდებათ!!! მადლობ და წარმატებებს გისურვებთ!!!“ - წერს რეპერი და კომენტარებში აღნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც.

"ბევრი ადამიანი მწერს პირად შეტყობინებას - "ბატონი ბიძინა, გამოხატეთ თქვენი აზრი რეები ხდება ქვეყანაში ამ გაგანია პანდემიის დროსო?!“ ვისაც გადაწყეტილი აქვს კონცერტი, ქორწილი, გიტარა და ცხელი ტაში არ ინერვიულოთ, აქაც არის "დადებითი“ მომენტი. როდის დასრულდება ეხლა პანდემია პირბადით და დისტანციით, რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას მალე შევალთ მშვიდ ფაზაში. ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი აიცერით! ესაა ჩემი კომენტარი!“ - წერს ექიმი.

ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს კიდევ ერთი, ამჯერად ჯგუფ "ნონ სტოპის“ კონცერტი დააანონსა.

ნახეთ ლელა წურწუმიას კონცერტის ამსახველი ვიდეო: