მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო..." - რას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე
"ეს დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო..." - რას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე

სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით დგას სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ მხარ­დამ­ჭერ საქ­მე­ში.

„13 წლის წინ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭ­რა, რა­მაც და­სა­ბა­მი მის­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ხან­გრძლივ კონ­ფლიქტს. ეს ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­ას­თან პუ­ტი­ნის ომის და­სა­წყი­სი იყო. ჩვენ არ და­ვი­ვი­წყებთ რუ­სე­თის შეჭ­რას და ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით ვდგა­ვართ მათი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ მხარ­დამ­ჭერ საქ­მე­ში“, - წერს სე­ნა­ტო­რი „ტვი­ტერ­ზე“.

შვე­დე­თი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხა­რეს, იპო­ვონ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გზე­ბი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებ­ში, - ამის შე­სა­ხებ შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ეუთო-ს მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ენ ლინ­დემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

"დღეს 13 წელი გა­ვი­და რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ომი­დან. შვე­დე­თი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მხა­რეს, იპო­ვონ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გზე­ბი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ებ­ში", - წერს ლინ­დე “ტვი­ტერ­ზე“.

13 წლის წინ რუ­სეთ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ძალა ევ­რო­პა­ში, - ამის შე­სა­ხებ კი ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კაია კა­ლას­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ე­რის თქმით, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დღემ­დე ირ­ღვე­ვა და უნდა გაგ­რძელ­დეს ზე­წო­ლა.

"მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზი­დან გა­დახ­ვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დღემ­დე ირ­ღვე­ვა რუ­სე­თის მიერ. ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ზე­წო­ლა, არა­სო­დეს და­ვი­ვი­წყოთ და არ ვა­ღი­ა­როთ ეს ოკუ­პა­ცია", - წერს პრე­მი­ე­რი "ტვი­ტერ­ზე".

აგ­ვის­ტოს ომის მე-13 წლის­თავს "ტვი­ტერ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სეთ­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი მა­იკლ მა­კ­ფო­ლი.

"პუ­ტი­ნი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს იმის ცოდ­ნით, რომ მსოფ­ლი­ოს დიდ­მა ნა­წილ­მა და­ი­ვი­წყა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია. იგი იმა­ვეს იმე­დოვ­ნებს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - წერს ყო­ფი­ლი ელჩი.

აგ­ვის­ტოს 5-დღი­ა­ნი ომი­დან 13 წელი გა­ვი­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 170 მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა. დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ 2 232-ს შე­ად­გენს, მათ შო­რის, 1045 პირი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცი­ა­სა და მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას, რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებს უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო წვრთნებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რად ამაგ­რებს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მავ­თულხლარ­თე­ბით და სხვა­დას­ხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბით, აგ­რძე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბის პრაქ­ტი­კას, ზღუ­დავს კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას.

გიო
3

ღმერთმა დალოცოს ამერიკა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ეს დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო..." - რას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე

"ეს დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო..." - რას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე

სენატორი ჯინ შაჰინი 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი პარტნიორების გვერდით დგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ საქმეში.

„13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც დასაბამი მისცა საქართველოსთან ხანგრძლივ კონფლიქტს. ეს ასევე დემოკრატიასთან პუტინის ომის დასაწყისი იყო. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას და ქართველი პარტნიორების გვერდით ვდგავართ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერ საქმეში“, - წერს სენატორი „ტვიტერზე“.

შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ენ ლინდემ სოციალურ ქსელში დაწერა.

"დღეს 13 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან. შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ყველა მხარეს, იპოვონ კონსტრუქციული გზები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში", - წერს ლინდე “ტვიტერზე“.

13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, - ამის შესახებ კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ესტონეთის პრემიერის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა და უნდა გაგრძელდეს ზეწოლა.

"მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია", - წერს პრემიერი "ტვიტერზე".

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავს "ტვიტერზე" ეხმაურება რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი.

"პუტინი დიდ სიამოვნებას იღებს იმის ცოდნით, რომ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა დაივიწყა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. იგი იმავეს იმედოვნებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით", - წერს ყოფილი ელჩი.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.