საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ა.მ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.მ.-მ, დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ლ.ნ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ა.მ.-ს 2021 წლის 7 აგვისტოს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ა.მ.-ს 2021 წლის 8 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება” - ნათქვამია პროკურატურის ინფორამციაში.