კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა წასვლა, თითქოს სისხლი გამეყინა" - მესის ცრემლები და ემოციური დამშვიდობება - რატომ გაუშვეს ლეგენდა, რომელმაც ფეხბურთში ეპოქა შექმნა
"არ მინდა წასვლა, თითქოს სისხლი გამეყინა" - მესის ცრემლები და ემოციური დამშვიდობება - რატომ გაუშვეს ლეგენდა, რომელმაც ფეხბურთში ეპოქა შექმნა

წლე­ბია, რაც ლეო მესი და "ბარ­სე­ლო­ნა" ბევ­რის­თვის სი­ნო­ნი­მე­ბად აღიქ­მე­ბა და ალ­ბათ, ძნე­ლად თუ წარ­მო­ედ­გი­ნა ვინ­მეს არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ეს­პა­ნუ­რი კლუ­ბი უერ­თმა­ნე­თოდ. თუმ­ცა ეს დღე დად­გა - უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ბარ­სას და მე­სის გზე­ბი გა­ი­ყო.

მან კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში შექ­მნა ეპო­ქა და "ბარ­სე­ლო­ნა" ახალ სა­ფე­ხურ­ზე, დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე აიყ­ვა­ნა. ალ­ბათ, რთუ­ლია იპო­ვოთ მე­სის გარ­და სხვა ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც ერთი კლუ­ბის­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქო­ნო­და.

  • რა­ტომ წა­ვი­და ლი­ო­ნელ მესი?

"ბარ­სე­ლო­ნა­ში" მე­სის გაშ­ვე­ბა ფი­ნან­სურ დაბ­რკო­ლე­ბებს და­უ­კავ­ში­რეს. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლუ­ბი და ფეხ­ბურ­თე­ლი შე­თან­ხმდნენ და მათ მკა­ფიო გან­ზრახ­ვა აქვთ, ხელი მო­ა­წე­რონ ახალ კონ­ტრაქტს, დღეს ეს ვერ მოხ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გამო", - ნათ­ქვა­მია "ბარ­სე­ლო­ნას" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ბარ­სე­ლო­ნა" მე­სის მად­ლო­ბას უხ­დის და აღ­ნიშ­ნავს, რომ მხა­რე­ე­ბი ნა­ნო­ბენ, რათა ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და კლუ­ბის სურ­ვი­ლე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

  • მე­სის ცრემ­ლე­ბი

მას შემ­დეგ, რაც კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ მესი მი­დის, ფეხ­ბურ­თელ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. მისი სი­ტყვე­ბი ემო­ცი­ით იყო სავ­სე და ლე­გენ­დამ ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა ვერ შეძ­ლო.

  • "უდა­ვოდ, ეს ჩემი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტია. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მქო­ნია რთუ­ლი დრო, ბევ­რი მარ­ცხი გან­მიც­დია, მაგ­რამ შემ­დეგ, შე­მეძ­ლო ვარ­ჯიშს დავ­ბრუ­ნე­ბო­დი და შური მე­ძია. ახლა მე ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი, ჩემი კა­რი­ე­რა ამ კლუბ­ში დას­რულ­და, ასე რომ, ეს არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­მენ­ტი. თით­ქოს სის­ხლი გა­მე­ყი­ნა. ახლა თავს ცუ­დად ვგრძნობ და როცა სახ­ლში მი­ვალ, კი­დევ უფრო ცუ­დად ვიქ­ნე­ბი. ამ კლუბ­ში ჩემი ის­ტო­რია დას­რულ­და და ახლა ახა­ლი ის­ტო­რია იწყე­ბა. მე არ მინ­და კლუ­ბის და­ტო­ვე­ბა, იმი­ტომ, რომ ეს არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და ეს არის მო­მენ­ტი, რო­მელ­საც არ მო­ვე­ლო­დი. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ლა­პორ­ტა ხელ­ფა­სის 30%-ით შემ­ცი­რე­ბას მთხოვ­და და მე არ დავ­თან­ხმდი, ყალ­ბია. ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. მე შევ­თა­ვა­ზე, რომ 50%-ით შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ მათ­გან პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია “, - თქვა მე­სიმ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.
  • პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი "ბარ­სე­ლო­ნა­ში"

მე­სი­სა და "ბარ­სე­ლო­ნას" ჯა­დოს­ნუ­რი ის­ტო­რია 21 წლის წინ და­ი­წყო. კლუ­ბის სკა­უ­ტებ­მა მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტა­ლან­ტი შე­ამ­ჩნი­ეს. მო­მა­ვალ ვარ­სკვლავს ბავ­შვო­ბა­ში ზრდის ჰორ­მო­ნის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, კა­ტა­ლო­ნი­უ­რი კლუ­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა კი მის ოჯახს არ­გენ­ტი­ნი­დან ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­დას­ვლა და ბი­ჭუ­ნას მკურ­ნა­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

2005 წელს ბარ­სე­ლო­ნას რი­გებ­ში მე­სის დე­ბი­უ­ტი შედ­გა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, "და­ნარ­ჩე­ნი ის­ტო­რი­აა.“

"მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი", "არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი", "პა­ტა­რა ჯა­დო­ქა­რი", "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი" - ეს იმ ეპი­თე­ტე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლი­თაც მე­სის თა­ვი­სი მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ამ­კობს ხოლ­მე.

არ­გენ­ტი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა "ბარ­სე­ლო­ნას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 778 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, 672 გოლი გა­ი­ტა­ნა და 305 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა შე­ას­რუ­ლა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მან კა­ტა­ლო­ნი­ურ კლუბს 24 საკ­ლუ­ბო ტურ­ნი­რი მო­ა­გე­ბი­ნა, მათ შო­რის, 4-ჯერ ჩემ­პი­ონ­თა ლიგა. მე­სის ან­გა­რიშ­ზეა 6 ოქ­როს ბუცი და 6 ოქ­როს ბურ­თი.

მუდ­მი­ვი შე­და­რე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს­თან - ეს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ამ ორი­ვე ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რას ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევს, დღეს კი, როცა უკვე ახ­ლოვ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ორი­ვე მათ­გა­ნი ფეხ­ბურ­თის თა­მაშს თავს და­ა­ნე­ბებს, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ორი სა­ფეხ­ბურ­თო გე­ნი­ო­სის ეპო­ქა­ში მო­უ­წი­ათ ცხოვ­რე­ბა.

და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მელ ფეხ­ბურ­თელს გულ­შე­მატ­კივ­რობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ან რო­მე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის ქო­მა­გი ხართ, დღეს ძნე­ლად იპო­ვით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მე­სის დი­დე­ბუ­ლი თა­მა­ში არ ხიბ­ლავს და მის გან­სა­კუთ­რე­ბულ ტა­ლანტს არ აღი­ა­რებს.

  • ბარ­სე­ლო­ნას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ლე­გენ­დას ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან

მე­სის "ბარ­სე­ლო­ნა­დან" წას­ვლა მას­ზე ფა­ნა­ტი­კუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქო­მა­გის­თვის ნამ­დვი­ლი გლო­ვის მი­ზე­ზია. ადა­მი­ა­ნე­ბი "ბარ­სე­ლო­ნას" სტა­დი­ონ­თან, "ნოუ კამ­პთან" მი­დი­ან და ხმა­მაღ­ლა ტი­რი­ან ამ ამ­ბის გამო.

ისი­ნი კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ და ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს.

ლე­გენ­დებს ასე არ ექ­ცე­ვი­ან.

მე­გო­ნა, მესი კა­რი­ე­რას აქ და­ას­რუ­ლებ­და და მას გრან­დი­ო­ზულ გა­ცი­ლე­ბას მო­ვუ­წყობ­დით. ის, რაც ხდე­ბა, სირ­ცხვი­ლია.

უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ბარ­სე­ლო­ნა მე­სის გა­რე­შე, არ ვიცი, რო­გორ შევ­ძლებ ჩემი საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის თა­მა­შის ყუ­რე­ბას - ამ­ბო­ბენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

  • "კლუ­ბი კონ­კრე­ტულ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“

გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ფა­ნე­ბის­თვის ბარ­სე­ლო­ნას პრე­ზი­დენ­ტის, ხუან ლა­პორ­ტას სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც მან ორი დღის წინ მე­სის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას თქვა. ლა­პორ­ტას თქმით, კლუბ­ზე მაღ­ლა არა­ვინ დგას.

"ბარ­სე­ლო­ნა" მო­თა­მა­შე­ებ­ზე, მწვრთნე­ლებ­სა და დი­რექ­ტო­რებ­ზე მაღ­ლა დგას. ვერ მი­ვი­ღებ­დი ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც კლუბს და­ან­გრევ­და.

ლეოს დარ­ჩე­ნა სურ­და, ამ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს რამ­დე­ნი­მე თვე ვა­წარ­მო­ებ­დით. ფეხ­ბურ­თელს სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჰქონ­და, ჩვენ პრობ­ლე­მას ვერ ვაგ­ვა­რებ­დით და პრო­ცე­სი ოდეს­მე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო", - თქვა ლა­პორ­ტამ.

  • სად მი­დის მესი?

ჯერ­ჯე­რო­ბით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ლეო მე­სის შემ­დეგ გა­ჩე­რე­ბად პა­რი­ზულ კლუბს, "პარ სენ-ჟერ­მენს" მი­იჩ­ნე­ვენ. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ფეხ­ბურ­თელ­სა და კლუბს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკვე ყო­ვე­ლი­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც და­დას­ტურ­დე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

რას იზამ ცხოვრებაა ასეთი. ამ განცდასაც მოიცავს, ხოლო თავად მოიმკა ის, რა დამოკიდებულება შექმნა. გასცდა წითელ ხაზებს და ვერც გაიგო, რომ ასე მოხდებოდა. ცხოვრება მითოსია, აიტანს, მაგრამ უკვე სხვა იქნება, ის თამრო არა. აიტანს ამას ბარსელონაც და ბაიერნიც, თუმცა ეფემბერგს მაშინ მეტი ეკუთვნოდა, ცენტრში მესიზე ნაკლებს კი არ აკეთებდა ბაიერში.

ჰე და ჰე
8

რა გატირებს ძმაო, ჩამოდი აგერ ბათუმში, ზღვა მანდაცაა, კაი გუნდიც გვყავს. კაი აჭარულს გაჭმევთ, კაი ხინკალს, კაი ღვინოს დაყოლებ და დარდიც გაქრება. 

ავტორი:

"არ მინდა წასვლა, თითქოს სისხლი გამეყინა" - მესის ცრემლები და ემოციური დამშვიდობება - რატომ გაუშვეს ლეგენდა, რომელმაც ფეხბურთში ეპოქა შექმნა

"არ მინდა წასვლა, თითქოს სისხლი გამეყინა" - მესის ცრემლები და ემოციური დამშვიდობება - რატომ გაუშვეს ლეგენდა, რომელმაც ფეხბურთში ეპოქა შექმნა

წლებია, რაც ლეო მესი და "ბარსელონა" ბევრისთვის სინონიმებად აღიქმება და ალბათ, ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს არგენტინელი ფეხბურთელი და ესპანური კლუბი უერთმანეთოდ. თუმცა ეს დღე დადგა - უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბარსას და მესის გზები გაიყო.

მან კლუბის ისტორიაში შექმნა ეპოქა და "ბარსელონა" ახალ საფეხურზე, დიდების მწვერვალზე აიყვანა. ალბათ, რთულია იპოვოთ მესის გარდა სხვა ფეხბურთელი, რომელსაც ერთი კლუბისთვის ასეთი მნიშვნელობა ჰქონოდა.

  • რატომ წავიდა ლიონელ მესი?

"ბარსელონაში" მესის გაშვება ფინანსურ დაბრკოლებებს დაუკავშირეს. "მიუხედავად იმისა, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ და მათ მკაფიო განზრახვა აქვთ, ხელი მოაწერონ ახალ კონტრაქტს, დღეს ეს ვერ მოხდება ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო", - ნათქვამია "ბარსელონას" განცხადებაში.

"ბარსელონა" მესის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მხარეები ნანობენ, რათა ფეხბურთელისა და კლუბის სურვილები საბოლოოდ ვერ განხორციელდება.

  • მესის ცრემლები

მას შემდეგ, რაც კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მესი მიდის, ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა. მისი სიტყვები ემოციით იყო სავსე და ლეგენდამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

  • "უდავოდ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული მომენტია. ძალიან ბევრჯერ მქონია რთული დრო, ბევრი მარცხი განმიცდია, მაგრამ შემდეგ, შემეძლო ვარჯიშს დავბრუნებოდი და შური მეძია. ახლა მე ვერ დავბრუნდები, ჩემი კარიერა ამ კლუბში დასრულდა, ასე რომ, ეს არის ყველაზე რთული მომენტი. თითქოს სისხლი გამეყინა. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და როცა სახლში მივალ, კიდევ უფრო ცუდად ვიქნები. ამ კლუბში ჩემი ისტორია დასრულდა და ახლა ახალი ისტორია იწყება. მე არ მინდა კლუბის დატოვება, იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, რომელიც მიყვარს და ეს არის მომენტი, რომელსაც არ მოველოდი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაპორტა ხელფასის 30%-ით შემცირებას მთხოვდა და მე არ დავთანხმდი, ყალბია. ასეთი რამ არ ყოფილა. მე შევთავაზე, რომ 50%-ით შეემცირებინათ, მაგრამ მათგან პასუხი არ მიმიღია “, - თქვა მესიმ პრესკონფერენციაზე.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Greatest Applause<br>Of<br>All<br>Time <a href="https://t.co/YoJt8nkTZc">pic.twitter.com/YoJt8nkTZc</a></p>&mdash; FC Barcelona (@FCBarcelona) <a href="https://twitter.com/FCBarcelona/status/1424318142063460354?ref_src=twsrc%5Etfw">August 8, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • პირველი ნაბიჯები "ბარსელონაში"

მესისა და "ბარსელონას" ჯადოსნური ისტორია 21 წლის წინ დაიწყო. კლუბის სკაუტებმა მისი განსაკუთრებული ტალანტი შეამჩნიეს. მომავალ ვარსკვლავს ბავშვობაში ზრდის ჰორმონის პრობლემები ჰქონდა, კატალონიური კლუბის მესვეურებმა კი მის ოჯახს არგენტინიდან ბარსელონაში გადასვლა და ბიჭუნას მკურნალობა შესთავაზეს.

2005 წელს ბარსელონას რიგებში მესის დებიუტი შედგა და როგორც ამბობენ, "დანარჩენი ისტორიაა.“

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი", "არაამქვეყნიური", "პატარა ჯადოქარი", "უცხოპლანეტელი" - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მესის თავისი მილიონობით გულშემატკივარი ამკობს ხოლმე.

არგენტინელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 778 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ დროის განმავლობაში მან კატალონიურ კლუბს 24 საკლუბო ტურნირი მოაგებინა, მათ შორის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. მესის ანგარიშზეა 6 ოქროს ბუცი და 6 ოქროს ბურთი.

მუდმივი შედარება და დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუსთან - ეს ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ამ ორივე ფეხბურთელის კარიერას ლაიტმოტივად გასდევს, დღეს კი, როცა უკვე ახლოვდება ის პერიოდი, როდესაც ორივე მათგანი ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს, გულშემატკივრები თანხმდებიან, რომ ორი საფეხბურთო გენიოსის ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება.

და არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფეხბურთელს გულშემატკივრობთ ინდივიდუალურად, ან რომელი საფეხბურთო კლუბის ქომაგი ხართ, დღეს ძნელად იპოვით ადამიანს, რომელსაც მესის დიდებული თამაში არ ხიბლავს და მის განსაკუთრებულ ტალანტს არ აღიარებს.

  • ბარსელონას გულშემატკივრები ლეგენდას ემშვიდობებიან

მესის "ბარსელონადან" წასვლა მასზე ფანატიკურად შეყვარებული ქომაგისთვის ნამდვილი გლოვის მიზეზია. ადამიანები "ბარსელონას" სტადიონთან, "ნოუ კამპთან" მიდიან და ხმამაღლა ტირიან ამ ამბის გამო.

ისინი კლუბის ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებენ და ლეგენდარული ფეხბურთელის დაუფასებლობაში სდებენ ბრალს.

ლეგენდებს ასე არ ექცევიან.

მეგონა, მესი კარიერას აქ დაასრულებდა და მას გრანდიოზულ გაცილებას მოვუწყობდით. ის, რაც ხდება, სირცხვილია.

უბრალოდ წარმოუდგენელია ბარსელონა მესის გარეშე, არ ვიცი, როგორ შევძლებ ჩემი საყვარელი გუნდის თამაშის ყურებას - ამბობენ გულშემატკივრები.

  • "კლუბი კონკრეტულ ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანია“

განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ფანებისთვის ბარსელონას პრეზიდენტის, ხუან ლაპორტას სიტყვები, რომელიც მან ორი დღის წინ მესის შესახებ საუბრისას თქვა. ლაპორტას თქმით, კლუბზე მაღლა არავინ დგას.

"ბარსელონა" მოთამაშეებზე, მწვრთნელებსა და დირექტორებზე მაღლა დგას. ვერ მივიღებდი ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კლუბს დაანგრევდა.

ლეოს დარჩენა სურდა, ამ რთულ მდგომარეობაში მყოფები მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე ვაწარმოებდით. ფეხბურთელს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, ჩვენ პრობლემას ვერ ვაგვარებდით და პროცესი ოდესმე უნდა დასრულებულიყო", - თქვა ლაპორტამ.

  • სად მიდის მესი?

ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, თუმცა ლეო მესის შემდეგ გაჩერებად პარიზულ კლუბს, "პარ სენ-ჟერმენს" მიიჩნევენ. მედიაში წერენ, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე დღეში უკვე ყოველივე ოფიციალურადაც დადასტურდება.