პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი" - კახა კუჭავა
"ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი" - კახა კუჭავა

ოკუ­პა­ცია არის დრო­ე­ბი­თი და ამას მალე და­ვას­რუ­ლებთ - რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და რუ­სე­თის აგ­რე­სია აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კახა კუ­ჭა­ვამ მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კუ­ჭა­ვამ აღ­ნიშ­ნა, 8 აგ­ვის­ტო არის დღე, რო­დე­საც გმი­რებს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ და დღე­ვან­დე­ლი დღე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მძი­მე დღე არის.

"13 წლის წინ და­ი­წყო სამ­ხედ­რო აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ამის შემ­დეგ ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. რთუ­ლი სა­ნა­ხა­ვია, რო­დე­საც მოვ­დი­ვართ სა­საფ­ლა­ო­ზე და ჩვე­ნი გმი­რე­ბის ოჯა­ხებს ვხე­დავთ, მათ შვი­ლებს, მე­უღ­ლე­ებს, მშობ­ლებს და რთუ­ლია გა­ი­ზი­ა­რო რო­გორც თვი­თონ იზი­ა­რე­ბენ ამ წუ­ხილს. თუმ­ცა ფაქ­ტი ერ­თია - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გმი­რე­ბი და სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვეს სა­ხე­ლი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. ოკუ­პა­ცია არის დრო­ე­ბი­თი და ამას ყვე­ლა ხვდე­ბა და ამას მალე და­ვას­რუ­ლებთ.

შევ­თან­ხმდეთ ერთ რა­მე­ზე, 7 აგ­ვის­ტო, 8 აგ­ვის­ტო, ომი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო და ეს და­ი­წყო რუ­სეთ­მა. კარ­გად მახ­სოვს 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ყო­ველ წელს ხდე­ბო­და 8 აგ­ვის­ტოს ამის აღ­ნიშ­ვნა, მათ შო­რის ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან და გა­საკ­ვი­რია რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ 6-ზე ან 7-ზე ან ზო­გა­დად რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამას. 8 აგ­ვის­ტო არის დღე, რო­დე­საც მივ­დი­ვართ და პა­ტივს მი­ვა­გებთ გმი­რებს. ომი და­ი­წყო ადრე, ეს და­ი­წყო რუ­სეთ­მა. რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და რუ­სე­თის აგ­რე­სია აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე და ამას ებ­რძვის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო. ეს რე­ა­ლო­ბაა, რომ­ლის წი­ნა­შეც ვართ და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რებს", - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

კახა კუ­ჭა­ვამ ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, რა კეთ­დე­ბა ომში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. რო­გორც კუ­ჭა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს, რათა აღ­ნიშ­ნულ ოჯა­ხებს მე­ტად და­ეხ­მა­რონ.

„შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტრო და არა მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი მთავ­რო­ბა ზრუ­ნავს იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მხარ­ში და­ვუდ­გეთ ამ ოჯა­ხებს. არა­ერ­თი პროგ­რა­მა მოგ­ვის­მე­ნია. რა თქმა უნდა, არ ჩა­მოვ­თვლი, ეს არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც უნდა ვიტ­რა­ბა­ხოთ. ყვე­ლა მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი უნდა ვი­ყოთ, რომ მეტი გა­ვა­კე­თოთ ამ ოჯა­ხე­ბის­თვის. ბევ­რი პროგ­რა­მაა და ნამ­დვი­ლად არ ხდე­ბა და არც მოხ­დე­ბა არა­ვის და­ვი­წყე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

და დასჭექა კომკავშირულად.

!!!
0

სად გყავდათ აქამდის, ეგრეეე რაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი" - კახა კუჭავა

"ოკუპაცია არის დროებითი და მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი" - კახა კუჭავა

ოკუპაცია არის დროებითი და ამას მალე დავასრულებთ - რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, 8 აგვისტო არის დღე, როდესაც გმირებს პატივს მიაგებენ და დღევანდელი დღე მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღე არის.

"13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. რთული სანახავია, როდესაც მოვდივართ სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს და რთულია გაიზიარო როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს. თუმცა ფაქტი ერთია - ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ოკუპაცია არის დროებითი და ამას ყველა ხვდება და ამას მალე დავასრულებთ.

შევთანხმდეთ ერთ რამეზე, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, ომი გაცილებით ადრე დაიწყო და ეს დაიწყო რუსეთმა. კარგად მახსოვს 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ყოველ წელს ხდებოდა 8 აგვისტოს ამის აღნიშვნა, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხრიდან და გასაკვირია რატომ საუბრობენ 6-ზე ან 7-ზე ან ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამას. 8 აგვისტო არის დღე, როდესაც მივდივართ და პატივს მივაგებთ გმირებს. ომი დაიწყო ადრე, ეს დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დასრულდება ძალიან მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს რეალობაა, რომლის წინაშეც ვართ და ჩვენი მომავალი თაობა გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებს", - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავამ ასევე უპასუხა კითხვას, რა კეთდება ომში დაღუპული ჯარისკაცების ახლობლების დასახმარებლად. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ყველა მოწადინებული უნდა იყოს, რათა აღნიშნულ ოჯახებს მეტად დაეხმარონ.

„შესაბამისი სამინისტრო და არა მხოლოდ სამინისტრო მთელი მთავრობა ზრუნავს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ ამ ოჯახებს. არაერთი პროგრამა მოგვისმენია. რა თქმა უნდა, არ ჩამოვთვლი, ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიტრაბახოთ. ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ, რომ მეტი გავაკეთოთ ამ ოჯახებისთვის. ბევრი პროგრამაა და ნამდვილად არ ხდება და არც მოხდება არავის დავიწყება“, - განაცხადა კუჭავამ.