პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას" - პრეზიდენტი
"ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას" - პრეზიდენტი

ჩვენ ყვე­ლა­ნი ვნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბას. მინ­და ეს დღე იყოს სწო­რედ იმ გმი­რე­ბის დღე, რო­მელ­თა თავ­და­დე­ბა იმე­დის­თვის თავ­და­დე­ბა იყო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აგ­ვის­ტოს ომი­დან 13 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მან მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პულ გმი­რებს პა­ტი­ვი მი­ა­გო და აღ­ნიშ­ნა, რომ 8 აგ­ვის­ტო არა გლო­ვის, არა­მედ იმე­დის დღე უნდა იყოს.

„დღე­ვან­დელ დღეს აქ ვართ მო­სუ­ლი, რომ პა­ტი­ვი ვცეთ იმ და­ღუ­პულ გმი­რებს, ვინც თავი დას­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის. ისი­ნი შე­დი­ან იმ ძა­ლი­ან დიდი ქარ­თვე­ლე­ბის რი­გებ­ში, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის და­ი­ღუპ­ნენ. არ ვფიქ­რობ, რომ დღეს გლო­ვის დღე უნდა იყოს, რო­გორც არ ვთვლი, რომ 9 აპ­რი­ლი გლო­ვის დღე უნდა იყოს, რად­გან ეს არის ჩვე­ნი მო­მავ­ლის, იმე­დის დღე, რო­მე­ლიც არას­დროს არ უნდა დავ­კარ­გოთ. მახ­სენ­დე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე, ძა­ლი­ან ბევ­რს რო­გორ გვჯე­რო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ­სე­ბობ­და და ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. დღე­საც იგი­ვეა, შე­იძ­ლე­ბა ვერ ვხე­დავ­დეთ ზუს­ტად კონ­კრე­ტულ გზას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხე­დავთ და­ზუს­ტე­ბით, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯე­რო­დეს და ეს დღე სწო­რედ ამ გზის და­ჯე­რე­ბის დღეა. ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ბევ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ გა­მოთ­ქვა თა­ვი­სი მხარ­და­ჭე­რა, რაც ასე­თი მტკი­ცე არ ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა დიდ­გო­რის გახ­სე­ნე­ბა, ესეც არის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯე­ბი­სა და და­მარ­ცხე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა, მაგ­რამ წინ მი­დის. ეს ქვე­ყა­ნა ამით არ დას­რულ­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბას. მინ­და ეს დღე იყოს სწო­რედ იმ გმი­რე­ბის დღე, რო­მელ­თა თავ­და­დე­ბა იმე­დის­თვის თავ­და­დე­ბა იყო“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პლანეტა
0

კარგი იქნება ნამდვილად 

ლელი
1

ნამდვილად,ქალბატონო პრეზიდენტო! რამოდენიმე საუკუნის წინ უკვე დაიწერა რომ საქართველო გაბრწყინდება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას" - პრეზიდენტი

"ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას" - პრეზიდენტი

ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 აგვისტო არა გლოვის, არამედ იმედის დღე უნდა იყოს.

„დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რომ პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ ძალიან დიდი ქართველების რიგებში, რომლებიც საქართელოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მახსენდება წლების მანძილზე, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა, შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ჩვენ რომ ამას დღეს ვერ ვხედავთ დაზუსტებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის, ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა. ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, რაც ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია, რომელიც გამარჯებისა და დამარცხებებისგან შედგება, მაგრამ წინ მიდის. ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება. ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას. მინდა ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იმედისთვის თავდადება იყო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.