სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში" - რას წერს ნიკოლოზ გამყრელიძე
"აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში" - რას წერს ნიკოლოზ გამყრელიძე

სს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვაჟი, ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე ბოლო პე­რი­ო­დის ეპიდ­ვი­თა­რე­ბას აფა­სებს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"4216 ახა­ლი შემ­თხვე­ვა დღეს და 38 გარ­დაც­ვლი­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე. ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა 41 249, სა­ი­და­ნაც 6 426 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს ჰოს­პიტ­ლებ­ში. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯა­მურ აქ­ტი­ურ შემ­თხვე­ვებ­თან 15.5%. რომ გვეს­მო­დეს, ამა­ზე ქვე­მოთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის და­წე­ვა აქ­ტი­ურ შემ­თხვე­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის (ინ­ფი­ცი­რე­ბის ეს ტემ­პი თუ გაგ­რძელ­და) უნდა მოხ­დეს ახა­ლი სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ­ლის დიდი რე­სურ­სიც ქვე­ყა­ნას უბ­რა­ლოდ აღარ აქვს ფი­ზი­კუ­რად. ამით იმის თქმა მინ­და, რომ დღეს სის­ტე­მა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად მუ­შა­ობს იმ კრი­ტი­კულ ზღვარ­თან ახ­ლოს, რომ­ლის იქით უბ­რა­ლოდ ვე­ღარ შეძ­ლებს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. რაც არ უნდა მაგ­რად მო­ვემ­ზა­დოთ, უბ­რა­ლოდ ამ რა­ო­დე­ნო­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა ვერ ეყო­ფა. (ამ წუ­თის­თვის ყვე­ლა ჩვე­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი კო­ვიდ სა­წო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­უ­ლი!)

ამას ემა­ტე­ბა ძა­ლი­ან დიდი ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­და­ძაბ­ვა ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, რო­მე­ლიც 18 თვეა უკვე ამ ომ­შია გა­ნუ­წყვეტ­ლივ... გა­ფიქ­რე­ბაც კი მზა­რავს, მაგ ზღვარ­თან რომ მი­ვი­დეთ, რა მოხ­დე­ბა… სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ვა და­ი­წყონ იმის მი­ხედ­ვით, ვი­საც მეტი შან­სი ექ­ნე­ბა გა­დარ­ჩე­ნის (ალ­ბათ ხვდე­ბით, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვინ­მეს მო­ნა­ყოლს და ჭო­რად მოს­მე­ნილს არ გიყ­ვე­ბით, ჩვე­ნი ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებს დღეს ყვე­ლა­ზე მეტი კო­ვიდ სა­წო­ლის, ისე­ვე რო­გორც იმუ­ნი­ზა­ცი­ის ბრი­გა­დე­ბის მი­წო­დე­ბას ქვეყ­ნის­თვის).

აგ­ვის­ტოს თვე­ში, უკვე ფაქ­ტია, რომ სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ზე მეტ ადა­მი­ანს დავ­კარ­გავთ ქვე­ყა­ნა კო­ვი­დის გამო, ვიდ­რე 13 წლის წინ რუსი ოკუ­პან­ტის აგ­რე­სი­ის დროს დავ­კარ­გეთ ომში... რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად რომ შევ­ხე­დოთ მდგო­მა­რე­ო­ბას და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რე­ა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი, რაც გვაქვს (ნე­ბის­მი­ე­რი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ქმე­დი­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­ბა­ლი ალ­ბა­თო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის, ჩა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის ფონ­ზე), გა­მო­სა­ვა­ლი გვაქვს იმა­ში, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი (კარ­გია დღეს რომ 23 000 ადა­მი­ა­ნი აიც­რა, თუმ­ცა არა­საკ­მა­რი­სი, ორ­ჯერ მეტი გვინ­და და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ მო­ვინ­დო­მებთ, ვაქ­ცი­ნაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია, გამ­ტა­რი­ა­ნო­ბაც იზ­რდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მარ­ტო ჩვე­ნი ჯგუ­ფის კომ­პა­ნი­ე­ბი აგ­ვის­ტო­ში გა­ვა­ორ­მა­გებთ დღე­ვან­დელ მო­ცუ­ლო­ბებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბრი­გა­დე­ბის) და შე­ვეშ­ვათ დიდ ქორ­წი­ლებს და შეკ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ­ში ბევ­რი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ებ­ში ითარ­გმნე­ბა...

ეს არის, ჩემი აზ­რით, რაც შეგ­ვიძ­ლია ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩვე­ნი­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ვა­კე­თოთ, თუ გვინ­და რომ და­ვამ­თავ­როთ ეს მძი­მე ეტა­პი! (პირ­ბა­დის კე­თე­ბა­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბი) უკაც­რა­ვად გრძე­ლი პოს­ტის­თვის, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არაა სა­ხუ­მა­რო. სკეპ­ტი­კო­სე­ბი, იქ­ნე­ბი­ან ეს სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­მიძ­ლია "ექ­სკურ­სი­ა­ზე" დავ­პა­ტი­ჟო რო­მე­ლი­მე ჩვენს კო­ვიდ ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში...

დი­დე­ბა 2008 წლის რუ­სეთ­თან ომში და­ღუ­პულ ჩვენ გმი­რებს! გაძ­ლე­ბა ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს!"

ცნო­ბის­თვის, Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 27 969 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 15 318 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 12 651 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 344 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 447 913-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 7 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 8.62% ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 9.64%. ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 30 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 6 084 პირი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

ჰაერს რომ გვიბინძურებთ, მაგას რამდენი ემსხვერპლა? ავარიებს? თამბაქოს და აზარტულ თამაშებს? ალკოჰოლს? უჭმელობას?

((
2

იმაზე მეტი უკვე დავკარგეთ, ნიკა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში" - რას წერს ნიკოლოზ გამყრელიძე

"აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში" - რას წერს ნიკოლოზ გამყრელიძე

სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოლო პერიოდის ეპიდვითარებას აფასებს და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"4216 ახალი შემთხვევა დღეს და 38 გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 41 249, საიდანაც 6 426 ადამიანი მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ჯამურ აქტიურ შემთხვევებთან 15.5%. რომ გვესმოდეს, ამაზე ქვემოთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაწევა აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევებისთვის (ინფიცირების ეს ტემპი თუ გაგრძელდა) უნდა მოხდეს ახალი საწოლების მობილიზება, რომლის დიდი რესურსიც ქვეყანას უბრალოდ აღარ აქვს ფიზიკურად. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს სისტემა ინფრასტრუქტურულად მუშაობს იმ კრიტიკულ ზღვართან ახლოს, რომლის იქით უბრალოდ ვეღარ შეძლებს მომსახურების გაწევას ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაც არ უნდა მაგრად მოვემზადოთ, უბრალოდ ამ რაოდენობას ინფიცირებულების სისტემა ვერ ეყოფა. (ამ წუთისთვის ყველა ჩვენი ინტენსიური კოვიდ საწოლი დაკავებულია მათ შორის პედიატრიული!)

ამას ემატება ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა ჩვენი სამედიცინო პერსონალის, რომელიც 18 თვეა უკვე ამ ომშია განუწყვეტლივ... გაფიქრებაც კი მზარავს, მაგ ზღვართან რომ მივიდეთ, რა მოხდება… სამწუხაროდ ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით, ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის (ალბათ ხვდებით, რომ ამ ყველაფერს ვინმეს მონაყოლს და ჭორად მოსმენილს არ გიყვებით, ჩვენი ჯგუფი ახორციელებს დღეს ყველაზე მეტი კოვიდ საწოლის, ისევე როგორც იმუნიზაციის ბრიგადების მიწოდებას ქვეყნისთვის).

აგვისტოს თვეში, უკვე ფაქტია, რომ სამწუხაროდ, იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში... რაციონალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას და გავითვალისწინოთ რეალური კონტექსტი, რაც გვაქვს (ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების ქმედითი განხორციელების დაბალი ალბათობა, ეკონომიკური გამოწვევების, ზაფხულის სეზონის, ჩამოწერილი ჯარიმების ფონზე), გამოსავალი გვაქვს იმაში, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი (კარგია დღეს რომ 23 000 ადამიანი აიცრა, თუმცა არასაკმარისი, ორჯერ მეტი გვინდა და ეს შესაძლებელია თუ მოვინდომებთ, ვაქცინაც ხელმისაწვდომია, გამტარიანობაც იზრდება ქვეყანაში, მარტო ჩვენი ჯგუფის კომპანიები აგვისტოში გავაორმაგებთ დღევანდელ მოცულობებს ვაქცინაციის ბრიგადების) და შევეშვათ დიდ ქორწილებს და შეკრებებს, რომლებიც შემდეგში ბევრი ოჯახის ტრაგედიებში ითარგმნება...

ეს არის, ჩემი აზრით, რაც შეგვიძლია ჩვენ მოქალაქეებმა ჩვენივე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ დავამთავროთ ეს მძიმე ეტაპი! (პირბადის კეთებაზე აღარ შევჩერდები) უკაცრავად გრძელი პოსტისთვის, მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად არაა სახუმარო. სკეპტიკოსები, იქნებიან ეს საერო თუ სასულიერო პირები შემიძლია "ექსკურსიაზე" დავპატიჟო რომელიმე ჩვენს კოვიდ ინტენსიურ განყოფილებაში...

დიდება 2008 წლის რუსეთთან ომში დაღუპულ ჩვენ გმირებს! გაძლება ჩვენს სამედიცინო პერსონალს!"

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 969 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 318 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 651 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 447 913-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი ემსხვერპლა.