პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა - ემოციური კადრები აეროპორტოდან, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ
ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა - ემოციური კადრები აეროპორტოდან, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ

ქარ­თველ ოლიმ­პი­ე­ლებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს.

„მად­ლო­ბა ლაშა“- ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ ისი­ნი ქარ­თველ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძის თქმით, ბედ­ნი­ე­რია, რომ მე­ო­რედ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლი. მან გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ასე­თი დახ­ვედ­რი­სათ­ვის. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე უკვე მე­ო­რედ ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მე­და­ლი, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო არის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ძა­ლი­ან დიდი პე­რი­ო­დი ვემ­ზა­დე­ბო­დით ამის გამო და დაგ­ვი­ფას­და თი­თო­ე­ულ ჩვენ­თა­განს. მად­ლო­ბა კი­დევ და კი­დევ ჩვენს ბი­ჭებს, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს და მო­ი­პო­ვეს მედ­ლე­ბი და ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, გა­ი­ხა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ.

ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე +109 კგ. წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. 27 წლის ქარ­თვე­ლის­თვის ეს რი­გით მე­ო­რე ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როა.

ტა­ლა­ხა­ძემ 3 მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - ატაც­ში მან 223 კი­ლოგ­რა­მი ას­წია, რაც ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დია. აკ­ვრა­ში ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა 265 კი­ლოგ­რა­მი დაძ­ლია და ამ კუ­თხი­თაც ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ამას­თან, მან ორ­ჭიდ­ში 488 კი­ლოგ­რა­მი და­აგ­რო­ვა, რი­თაც თა­ვი­სი­ვე მსოფ­ლიო რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

მიმ­დი­ნა­რე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ტა­ლა­ხა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებს მე-2 ოქრო მო­უ­ტა­ნა. სა­ერ­თო გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის ეს არის მე-7 მე­და­ლი (2 ოქრო, 4 ვერ­ცხლი 1 ბრინ­ჯაო).

შე­გახ­სე­ნებთ, ტა­ლა­ხა­ძე 5-გზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, 4-გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და უკვე 2-გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
0

უმრავლოს ღმერთმა საქართველოს თქვენისთანა ვაჟკაცები,მადლობა დედას სასახელო ვაჟკაცის აღზრდისთვის იმრავლეთ,იხარეთ.მრავალჟამიერ.

ასეა
3

მოცლილი უსაქმური ფანები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა - ემოციური კადრები აეროპორტოდან, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ

ლაშა ტალახაძე სამშობლოში დაბრუნდა - ემოციური კადრები აეროპორტოდან, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ

ქართველ ოლიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

„მადლობა ლაშა“- ამ შეძახილებით დახვდნენ ისინი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს.

ლაშა ტალახაძის თქმით, ბედნიერია, რომ მეორედ შეინარჩუნა ოლიმპიური ოქროს მედალი. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნე უკვე მეორედ ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულო არის. მოგეხსენებათ ძალიან დიდი პერიოდი ვემზადებოდით ამის გამო და დაგვიფასდა თითოეულ ჩვენთაგანს. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს მედლები და ჩვენს გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა.

ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).

შეგახსენებთ, ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.