ავტორი:

"გული არ გაიტეხო, გენო! დიდი წარმატებები წინ გაქვს!" - დაჯილდოებისას ატირებული გენო პეტრიაშვილი, პრემიერის ემოციური მილოცვა და კადრები ტოკიოდან

"გული არ გაიტეხო, გენო! დიდი წარმატებები წინ გაქვს!" - დაჯილდოებისას ატირებული გენო პეტრიაშვილი, პრემიერის ემოციური მილოცვა და კადრები ტოკიოდან

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ვერცხლის პრიზიორია. ფინალში აშშ-ის წარმომადგენელთან, 21 წლის დენ გეიბლ სტივსონთან ბოლო ერთ წამში დამარცხა.

სრულიად სოციალური ქსელი განიხილავს ქართველი ფალავანის ამბავს და წერენ, რომ "გენოს ვერცხლი, ოქროს ტოლფასია". ემოციური იყო დაჯილდოების ცერემონია, რა დროსაც პეტრიაშვილმა თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრიაშვილს ოლიმპიური ვერცხლი მიულოცა.

"გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.