პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ რიგში თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან" - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას?
"პირველ რიგში თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან" - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას?

ასე­თი ტი­პის გზავ­ნი­ლე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან ქარ­თვე­ლებს ად­რეც მო­უს­მე­ნი­ათ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლომ ეს გან­ცხა­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად რომ აღიქ­ვას, რუ­სეთ­მა პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან, - ასე აფა­სებს აშშ-ს ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კელი დეგ­ნა­ნი რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის მზად არის იმ დო­ნე­ზე, რამ­დე­ნა­დაც ამის­თვის ქარ­თუ­ლი მხა­რეა მზად.

დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დი­ა­ლო­გი­სა და მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

"მათ უნდა წა­ი­ღონ უკან სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბა და გახ­სნან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დე­რეფ­ნებ­ზე ამ რე­გი­ო­ნებ­ში. დი­ა­ლო­გის­თვის და ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად არ­სე­ბობს მე­ქა­ნიზ­მი - ეს არის ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მა­ტი და ამ ფორ­მატ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბა ნა­ბი­ჯი ამ სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად თუ გა­და­საჭ­რე­ლად, ეს არის ის ძი­რი­თა­დი წი­ნა­პი­რო­ბა, რის გა­რე­შეც ასეთ სა­კი­თხებ­ზე ვერ მოხ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კელი დეგ­ნან­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრ ბი­კან­ტო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი თბი­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის მზად არის იმ დო­ნე­ზე, რამ­დე­ნა­დაც ამის­თვის ქარ­თუ­ლი მხა­რეა მზად.

„ჩვენ მზად ვართ აღ­ვად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის (იმ დო­ნე­ზე), რამ­დე­ნა­დაც ამის­თვის მზად არის ქარ­თუ­ლი მხა­რე, ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ გა­ი­მარ­ჯვებს საღი აზრი და ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და­ი­წყე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას მე­ზობ­ლებ­თან, ინ­ტე­რეს­თა ბა­ლან­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რუ­სეთს არას­დროს და­უს­ვამს ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­სა და ქარ­თველ ხალ­ხს შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრ ბი­კან­ტოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

გიორგის. შენ მართლა ვერ ხედავ განსხვავებას რუსეთის ჯარსა და ნატოს ჯარს შორის თუ, ჯერ პატარა ხარ. და გაზრდა გჭირდება,.. როგორ დავიჯერო მტერს და მოყვარეს ვერ ამჩნევ,. ერთმა წაგართვა და დროებით მიითვისა მეორე კი ამას არ ცნობს დავიჯერო ამის გაგებას დიდი ტვინი უნდაა.

asea es
0

ძალიან გთხოვთ მოყვარეს მტერთან ნუ აურევთ, არ გვეკადრება ქართველებს, არ უნდა იყოს ძნელი მივხვდეთ რომელი ქვეყნებია შენსკენ და რომელი ქვეყანაა მტერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"პირველ რიგში თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან" - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას?

"პირველ რიგში თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან" - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას?

ასეთი ტიპის გზავნილები რუსეთის მხრიდან ქართველებს ადრეც მოუსმენიათ, თუმცა საქართველომ ეს განცხადება სერიოზულად რომ აღიქვას, რუსეთმა პირველ რიგში უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, - ასე აფასებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

დეგნანის განცხადებით, დიალოგისა და მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო ფორმატით მოლაპარაკებების განხორციელება იქნება.

,,მათ უნდა წაიღონ უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გახსნან ხელმისაწვდომობა ჰუმანიტარულ დერეფნებზე ამ რეგიონებში. დიალოგისთვის და ასეთი საკითხების გადასაწყვეტად არსებობს მექანიზმი - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკებების განხორციელება იქნება ნაბიჯი ამ საკითხების მოსაგვარებლად თუ გადასაჭრელად, ეს არის ის ძირითადი წინაპირობა, რის გარეშეც ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვმა.