„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ცალკეული ჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება და თანამშრომლებს ხელფასი აუცილებლად გაეზრდებათ.
მისი თქმით, ასევე დაგეგმილია შრომითი პირობების გაუმჯობესება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა.
"პანდემიის დროს, შარშან, პირველი დეკემბრიდან ყველა თანამშრომელს მინიმალური ხელფასი 125 ლარით მოვუმატეთ. ამის გარდა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება. მომავალი წლიდან თანამშრომლებს ისედაც ეზრდებოდათ ხელფასი და განიხილებოდა ეს საკითხი. მომავალი წლიდან აუცილებლად მოემატება ყველას ხელფასი. გარდა ამისა, უფასო დაზღვევა ექნება ყველა თანამშრომელს 1-ელი იანვრიდან“, - განაცხადა ფაჩულიამ.
როგორც მან აღნიშნა, გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელშეუხებლობაა და მათ ამ თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნებათ.
"იმის გამო, რომ მათ პრეტენზია წარმოადგინეს, ხელშეუხებლობას ითხოვენ. ამის გარანტია მივეცით ხელმძღვანელობამ. თქვენთანაც ვამბობ, აბსოლუტური ხელშეუხებლობა ექნება ყველა ადამიანს. მადლობაც გვინდა გადავუხადოთ, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს ქალაქს ალამაზებენ. მათ ამ სამსახურში წინააღმდეგობა არ შეექმნებათ“,- განაცხადა ფაჩულიამ.
მისი განმარტებით, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაო გრაფიკი არ მოსწონდათ, შეუძლიათ ხვალ დილიდან მუშაობა ძველი გრაფიკით გააგრძელონ.
„ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს თითოეულ თანაშრომელთან, თუ რატომ არ მოსწონთ ახალი გრაფიკი. პირველ რიგში, რასაც დავპირდით, ხვალ დილიდან მათ ძველი გრაფიკით მუშაობა შეუძლიათ ან დღესვე. ასევე ითხოვენ ფორმის შეცვლას, მიმდინარეობდა ტენდერი, თუმცა, სამწუხაროდ რიგი პრობლემების გამო დროში გაიწელა. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და ალბათ, დღე-დღეზე უკვე ხელშეკრულებას გავაფორმებთ. მაქსიმუმ 10 სექტემბრადე მათ ახალი ფორმები ექნებათ“,- განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები დღეიდან გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.
რომ გაუზრდიან არ გამოგვაპაროთ, იქნება ალბათ 18- 20 ლარი. შრომით პირობებში კი ბამბის დარიგებას გულისხმობენ ალბათ ცხვირში გასაკეთებლად.
კაციშვილი არ ამოწმებს ქუჩებს როგორ ასუფთავებენ მოშლილია მონიტორინგის სამსახური არტურ ლაისტის ქუჩაზე ასტორიასთან ერთი ქალი გამოჩნდება კვირაში ერთხელ ჯერ ნაგვის ურნებს დაუვლის მერე სიგარეტის წევას უნდება ერთს გაიქნევს ცოცხს და მორჩა მაგას რა ხელფასი უნდა მოუმატო პირადად მაგის უფროსსაც უნდა დააკლო რომ შიდა ქუჩებს ყურადღება არ ექცევა ან კალაძე რას აკეთებს მარტო ვაკის მერია ხოდა არჩევნებზე ვაკემ მისცეს ხმა იგივე სამგორის ქუჩაზე ისეთი ორმოებია მინიმუმ ხუთი წელიწადია დაბომბილი გეგონება რა გახდა ამ ორმოების ამოვსება მაინც რაც მერიას და გამგეობას გინებაა აქვთ მძღოლებისგან როგორ უძლებენ ამტანები არიან ეტყობათ.