თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელია. ფინალში ქართველი სპორტსმენი აშშ-ის წარმომადგენელთან, 21 წლის დენ გეიბლ სტივსონთან დამარცხდა.
ცნობისთვის, გუშინ, პირველ ეტაპზე გენოს მეტოქე ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები იყო, რომელთანაც დიდი უპირატესობა - 11:0 მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.
მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი ისევ დამაჯერებელი იყო და ეს ტაბლოზე ასახა, საბოლოოდ, მეტოქეს 5:2 აჯობა.