პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც უფრო კარგად გალანძღავენ ვიღაცას, მით მეტი "ლაიქი" ექნებათ", დაპირისპირება ტრენდული გახდა" - როგორ ხსნიან საზოგადოებაში მომატებულ აგრესიას სპეციალისტები და რაში ხედავენ გამოსავალს
"რაც უფრო კარგად გალანძღავენ ვიღაცას, მით მეტი "ლაიქი" ექნებათ", დაპირისპირება ტრენდული გახდა" - როგორ ხსნიან საზოგადოებაში მომატებულ აგრესიას სპეციალისტები და რაში ხედავენ გამოსავალს

აგ­რე­სია და აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო ყო­ველ­თვის, თუმ­ცა ბოლო დროს ის თით­ქოს უკვე ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე გვხვდე­ბა. აგ­რე­სია არის ყველ­გან - შინ, გა­რეთ, პო­ლი­ტი­კა­ში, ქუ­ჩა­ში, ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვას, და­ცინ­ვას, შე­უ­რა­ცხყო­ფას სი­ტყვი­ერ­სა თუ ფი­ზი­კურს, და­ფა­რუ­ლად, თუ და­უ­ფა­რა­ვად არ ერი­დე­ბი­ან. ერ­თიც არის, ისე­თი ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის პი­რის­პირ უწევს ყოფ­ნა, ალ­ბათ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, რომ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, და­საშ­ვებ­ზე მა­ღა­ლია. და მა­ინც, რა იწ­ვევს აგ­რე­სი­ას, რა­ტომ ლან­ძღა­ვენ და უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­გორ მოვ­თო­კოთ აგ­რე­სია, ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ ფსი­ქო­ლო­გი, კავ­კა­სი­ის გეშ­ტალტთე­რა­პი­ი­სა და ოჯა­ხუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი და ევ­რო­პუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი და „ჯე­პას“ უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი, პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ილი­ა­უ­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი კახა მაღ­რა­ძე მო­ვიწ­ვი­ეთ.

- დის­კუ­სია ასე­თი მა­გა­ლი­თით მინ­და, და­ვი­წყო - ცოტა ხნის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნის, რე­კორდსმე­ნის ლაშა ტა­ლა­ხა­ძის ფოტო გავ­რცელ­და, სა­დაც ის ხა­ტებ­თან ლო­ცუ­ლობ­და. ფო­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რის­კენ უბიძ­გა. ლაშა და­ცინ­ვის, თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და. არა­და, ადა­მი­ა­ნი პი­რად სივ­რცე­ში იყო და თა­ვის­თვის ლო­ცუ­ლობ­და. რო­გორ ფიქ­რობთ, რას­თან გვაქვს საქ­მე?

კახა მაღ­რა­ძე:

- ასეთ დროს დას­ცი­ნო და შუ­რა­ცხყო სხვა, არის თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის და დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. დიახ, როცა წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს ლან­ძღავ იმი­ტომ, რომ ის ლო­ცუ­ლობს, რომ ლოც­ვა, ხა­ტე­ბი სიბ­ნე­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ამით იმის ხაზ­გას­მა გინ­და, რომ თვი­თონ პროგ­რე­სუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, არა­რე­ლი­გი­უ­რი ხარ. ვი­ნა­ი­დან დღეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ოპო­ნენ­ტი ეკ­ლე­სი­ის გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ, ვი­ღა­ცის ეკ­ლე­სი­უ­რო­ბი­სად­მი მი­კუთ­ნე­ბის ასე­თი გა­მოვ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­ში სიბ­ნე­ლედ მი­იჩ­ნე­ვა. მე კი ასე ვი­ტყო­დი - ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დის ეკ­ლე­სი­ა­ში, ლო­ცუ­ლობს და ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლიც არის, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ეს არ აინ­ტე­რე­სებს... იმი­ტომ, რომ მას უკვე ასე­თი სტი­ლი აქვს - ხა­ვი­ლამ­დე და­პი­რის­პი­რე­ბა და პო­ლე­მი­კა! თუ გინ­და, რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის წევ­რად გა­ა­სა­ღო თავი, მა­შინ ვი­ღაც უნდა გა­აკ­რი­ტი­კო, დას­ცი­ნო და ამით რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფი­სად­მი მი­კუთ­ვნე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას მო­ახ­დენ. თუ იმ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი ტიპი ხარ, შე­საძ­ლოა, რა­ღაც დი­ვი­დენ­დე­ბიც მი­ი­ღო - სა­დღაც დაგ­პა­ტი­ჟონ, სამ­სა­ხურ­ში და­გა­საქ­მონ და ა.შ.

- ლაშა ტა­ლა­ხა­ძის იმა­ვე ფო­ტოს გან­ხილ­ვი­სას ასე­თი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე - „ამას თურ­მე „შტან­გას“ ხა­ტე­ბი აწე­ვი­ნებს“... არა­და, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის­თვის ღმერ­თს მად­ლო­ბას უხ­დის - რა არის აქ გა­საკ­ვი­რი და უც­ნა­უ­რი?

სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი:

- შე­იძ­ლე­ბა იმ „შტან­გას“ ის ხა­ტე­ბიც აწე­ვი­ნებს - თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ადა­მი­ანს რის რწმე­ნაც აქვს, ის აძ­ლევს ძა­ლას, შე­საძ­ლოა, ეს იყოს მისი დიდი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი... ადა­მი­ანს რწმე­ნის გამო დას­ცი­ნო, ძალ­ზე დიდი სულმდაბ­ლო­ბაა. რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თარ რწმე­ნას თავს არ გახ­ვევს, მი­სია და თა­ვის­თვის ლო­ცუ­ლობს, რას ერჩი? რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბაა. ვი­საც რო­მე­ლი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის სწამს, იმის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. თუმ­ცა ამ პოსტზე კო­მენ­ტა­რე­ბიც და ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ტუ­ა­ცი­უ­რია და ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ახლა ასე­თი ამ­ბე­ბი ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე უფრო ბევ­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ორად არის გა­ყო­ფი­ლი. ერთ მხა­რეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რობ­დნენ მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ზა­რა­ლეს და მხა­რე­დაც მოგ­ვევ­ლი­ნენ და მე­ო­რე - მხა­რეს თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი... ვი­ნა­ი­დან ესე­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ასე აგ­რე­სი­უ­ლად არი­ან გან­წყობ­ლი, ამის ფონ­ზე იმ სუ­რა­თის მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბიც ამ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ხა­სი­ათს ნათ­ლად გა­მო­ხა­ტავს. ამ და­პი­რის­პი­რე­ბას რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი თუ შევ­ხე­დავ, არც ერთი მხა­რე არ არის მარ­თა­ლი, ყვე­ლას თა­ვი­სი სუ­ბი­ექ­ტუ­რი სი­მარ­თლე და სუ­ბი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის გა­გე­ბა აქვს. ისეა სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი, რომ არც ერთ მხა­რეს არ უნდა ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა და ამის ფონ­ზე ამ ფო­ტოს გა­მო­ფე­ნაც - აგ­რე­სი­ის გა­საღ­ვი­ვებ­ლად პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, ვფიქ­რობ, რომ ასეთ დროს სა­ხელ­მწი­ფომ და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­მა თა­ვის თავ­ზე უნდა აი­ღოს ყვე­ლაფ­რის მო­წერსრი­გე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გვაქვს კონ­სტი­ტუ­ცია და ამ ყვე­ლა ბერ­კე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა. თუ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა უნდა, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც დაგ­ვი­ძა­ხოს. გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ვუ­წევთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს სა­კი­თხი მოგ­ვარ­დეს. დი­ა­ლოგ­ზე უნდა წა­ვიდ­ნენ და ყვე­ლამ რა­ღაც უნდა დათ­მოს.

- ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ამ­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ზო­გა­დად ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ აგ­რე­სი­უ­ლი ფონი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაზ­რდი­ლია და ამი­ტო­მაც იქ­მნე­ბა ეს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. არის თუ არა ასე და რა იწ­ვევს ამას?

სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი:

- ვი­ცით, რომ ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია, აგ­რე­სი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია. სა­ერ­თოდ კი, რო­დე­საც აგ­რე­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ყო­ველ­თვის ლა­პა­რა­კო­ბენ ბი­ო­ლო­გი­ურ-გე­ნე­ტი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტორ­ზე. გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი ოჯა­ხის მა­გა­ლი­თია, ანუ ძა­ლა­დობ­რივ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი შვი­ლი დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­ძა­ლა­დე შე­იძ­ლე­ბა იყოს. სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი - ეს აღ­ზრდაა ბაგა-ბაღ­ში, სკო­ლა­ში და ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია... მოკ­ლედ, ბევ­რი ფაქ­ტო­რია...

კახა მაღ­რა­ძე:

- აგ­რე­სი­ამ მო­ი­მა­ტა თუ არა, ამა­ზე ბო­ლომ­დე სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა გა­მი­ჭირ­დე­ბა, ამის­თვის რა­ღაც მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ გარ­კვე­უ­ლი დას­კვნა გა­ვა­კე­თო. სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე რაც უფრო გახ­სნი­ლია და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მეტი წყა­რო არ­სე­ბობს, მათ შო­რის, ინ­ტერ­ნე­ტი, ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, აგ­რე­სი­ის შემ­ცვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა, მისი გა­მოვ­ლი­ნე­ბა უფრო მე­ტია. ამას ხელს უწყობს ბოლო წლებ­ში ინ­ტენ­სი­ურ ფა­ზა­ში შე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ლა­იტ­მო­ტი­ვი მა­ინც ოპო­ნენ­ტის ლან­ძღვა, დამ­ცი­რე­ბა, მას­თან აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია. შემ­დეგ კი ამის გა­და­ტა­ნა ხდე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სა და მე­დი­ა­სივ­რცე­ში. ეს კი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ხელს უწყობს აგ­რე­სი­უ­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცი­ას და თვალ­ში­სა­ცე­მი ხდე­ბა სწო­რედ იმ პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე, რაც ჩვენს გარ­შე­მოა, სა­დაც რა­დი­კა­ლი­ზა­ცია სულ უფრო და უფრო მა­ტუ­ლობს. ვი­ნა­ი­დან ინ­ტერ­ნე­ტი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეა, ამ ყვე­ლაფ­რის ილუსტრა­ცია იქ ხდე­ბა. მოკ­ლედ, ვცხოვ­რობთ ასე და ამ ყვე­ლაფ­რის ასახ­ვას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვახ­დენთ. ამი­ტო­მა­ცაა, რომ იქაც იგი­ვე - ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, პო­ლე­მი­კაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი... ამ დროს ახა­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ან თუნ­დაც ინერ­ტუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ აგ­რე­სი­ულ პო­ლე­მი­კა­ში სულ უფრო ერ­თვე­ბი­ან, რად­გან ბრძო­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ტრენ­დუ­ლი გახ­და. ამ ბრძო­ლით რა­ღაც სა­კუ­თარ იდენ­ტო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ეს ბრძო­ლა არ არის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, ის აგ­რე­სი­ა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­დის.

- ე.ი. ამის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბაა...

- წა­ხა­ლი­სე­ბა დიდი ხა­ნია და­ი­წყო, ესეც ისევ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. უბ­რა­ლოდ, მათ გა­და­წყვი­ტეს, რაც პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჰქონ­დათ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გა­და­ე­ტა­ნათ და ოპე­ნენ­ტე­ბის­თვის იქაც მო­ე­გოთ. ამი­ტომ, მათი გათ­ვლე­ბით, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რაც უფრო კარ­გად შე­ა­გი­ნე­ბენ ვი­ღა­ცას, გა­ლან­ძღა­ვენ, ამას ბევ­რი ლა­ი­ქი და გა­ზი­ა­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა. ამით გა­მო­დის, რომ ინ­ტერ­ნე­ტომ­შიც მო­გე­ბუ­ლი არი­ან. ომს თა­ვის მო­თხოვ­ნე­ბი აქვს და ამ მო­თხოვ­ნებ­ში ეს აგ­რე­სი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც შე­დის. ამ ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბა, რომ ჩვენ­თან ზო­გა­დად სხვა კულ­ტუ­რუ­ლი ქცე­ვე­ბი არ­სე­ბობს, ანუ მცი­რე აგ­რე­სი­აც კი სო­ცი­ა­ლურ ნორ­მად არის მიჩ­ნე­უ­ლი, „თავი არ და­ა­ჩაგ­რი­ნო“ - ეს მიდ­გო­მაა. მაგ­რამ აგ­რე­სია ახლა ყვე­ლა ფრონტზე, ამ უაზ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ფონ­ზე მარ­თლაც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია.

- ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია მათ­ში, ვინც ბუ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლია, გა­მო­ხატ­ვაც არ უჭირს და იმათ­შიც, ვინც ინერ­ტუ­ლია, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ა­საა აყო­ლი­ლი, „კარ­გი ტიპი“ რომ გა­მოჩ­ნდეს...

- ეს მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის­თვის ალ­ბათ თვით­დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გან რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. ამი­ტომ ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც დაგ­რო­ვი­ლი აგ­რე­სია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნონ და შე­საძ­ლოა, ეს მათი რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი იყო, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა.

- რო­გორ უნდა და­იც­ვას თავი ამის­გან ადა­მი­ან­მა? რას ვე­ტყვით მათ, ვინც ვერ თო­კავს სა­კუ­თარ უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს და შემ­დეგ თუნ­დაც კუმ­პი­უ­ტე­რის კლა­ვი­ა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ცნობს...

სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი:

- თუ ადა­მი­ა­ნი თავს იმა­ში იჭერს, რომ აგ­რე­სი­ას ავ­ლენს ან მოს­წონს აგ­რე­სის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლისტს უნდა მი­მარ­თოს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ის­წავ­ლის ჯან­სა­ღად რო­გორ გა­მო­ხა­ტოს აგ­რე­სია, რომ არა­ვის ავ­ნოს - არც სა­კუ­თარ თავს და არც - სხვას. სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი ისე და­იც­ვას, რომ სხვი­სი არ უგუ­ლე­ბელ­ყოს. ამას გა­ნათ­ლე­ბა, ცოდ­ნა და მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე სწო­რი კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მიც, რად­გან ასეთ­მა ფი­ზი­კურ­მა ფაქ­ტო­რებ­მა, ანუ არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის სტილ­მა შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­ში აგ­რე­სია გა­ზარ­დოს. თუ პი­როვ­ნე­ბა მორ­წმუ­ნეა, ვურ­ჩევ, იკი­თხოს წმინ­დან­თა წე­რი­ლე­ბი, გარ­კვე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო წიგ­ნე­ბი, უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მა­გა­ლი­თად, შხა­პი მი­ი­ღოს, მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლი­თა თუ ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვით და­კავ­დეს... ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა - კომ­პი­უ­ტე­რის კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ტექ­სტი აკ­რი­ფოს და მერე წა­შა­ლოს, ქსელ­ში არ ატ­ვირ­თოს, არ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვიდ­ნენ. ასეთ დროს დათ­მო­ბა უფრო ად­ვი­ლია.

კახა მა­ღარ­ძე:

- ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ზედ­მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს და იქ არ­სე­ბულ ადა­მი­ან­თა მო­საზ­რე­ბებს, წარ­მო­ე­ბულ დის­კუ­სი­ას და ა.შ. სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მეტი რე­ა­ლის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა გვჭი­დე­ბა. ნაკ­ლე­ბად უნდა ავ­ყვეთ წა­მო­წყე­ბულ კა­მა­თებს და და­ვებს. როცა აგ­რე­სი­ულ ტი­პთან პო­ლე­მი­კა­ში შე­დი­ხარ, ის აგ­რე­სია მძაფ­რდე­ბა, რაც ცუ­დია. ამი­ტომ, როცა მი­ზან­მი­მარ­თულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას აწარ­მო­ებ, რე­კო­მენ­და­ცია ის არის, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აგ­რე­სი­ულ კო­მუ­ნუ­კა­ცი­ას მო­ვე­რი­დოთ, ვე­ცა­დოთ, ის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ დის­კუ­სი­ა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, ან სა­ერ­თოდ გა­ვე­რი­დოთ იმი­ტომ, რომ აგ­რე­სი­ულ ტიპს მშვი­დად რომ და­უ­წყო ლა­პა­რა­კი, შე­უძ­ლე­ბე­ლია, სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­იტ­რალ­დეს, არ არ­სე­ბობს მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­მა­თი მო­უ­გო! შე­იძ­ლე­ბა შენი არ­გუ­მენ­ტე­ბი უთხრა, მან კი დედა შე­გა­გი­ნოს და წა­ვი­დეს. რას იზამ? ამი­ტომ რე­კო­მენ­და­ცი­აა - კა­მა­თი ან არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ, ან პო­ლე­მი­კას სა­ერ­თოდ თავი ავა­რი­დოთ. აქ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც ჩანს და არც არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asea
0

შეაზიზღეთ ხალხს ერთმანეთი, დაახურდავეთ საზოგადოება პარტიებად, ისტებად, ისე აწბებდით იარლიყებს თუ ვინმეს აზრი არ მოგეწონებოდათ, რომ ხელი არ აგიკანკალდებოდათ. ვინც ამას აკრიტიკებდა იმათ დაცინოდით აზროვნებას უწუნებდით, მოკლედ ურემი თავზე დაგვემხო და ახლა ცდილობთ გამოსავლოს მოძებნას? 

......
0

ეს სოციალური ქსელების გამოა, ხალხი სახლში დაჯდა (კორონას გამოც) და 24/7 აკაკუნებს სოც.ქსელებში. ვირტუალურმა ურთიერთობამ შეცვალა უშუალო ურთიერთობა, პირში ლანძღვა და აგრესიის შეფრქვევა ცოტა ძნელია, სტატუსებში კი ბევრად მარტივი. ერთ 10-15 წელში ცოტა გადაივლის და დაწყნარდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რაც უფრო კარგად გალანძღავენ ვიღაცას, მით მეტი "ლაიქი" ექნებათ", დაპირისპირება ტრენდული გახდა" - როგორ ხსნიან საზოგადოებაში მომატებულ აგრესიას სპეციალისტები და რაში ხედავენ გამოსავალს

"რაც უფრო კარგად გალანძღავენ ვიღაცას, მით მეტი "ლაიქი" ექნებათ", დაპირისპირება ტრენდული გახდა" - როგორ ხსნიან საზოგადოებაში მომატებულ აგრესიას სპეციალისტები და რაში ხედავენ გამოსავალს

აგრესია და აგრესიული ქმედება ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო ყოველთვის, თუმცა ბოლო დროს ის თითქოს უკვე ყველა ნაბიჯზე გვხვდება. აგრესია არის ყველგან - შინ, გარეთ, პოლიტიკაში, ქუჩაში, ვირტუალურ სამყაროში. ადამიანები ერთმანეთის ლანძღვას, დაცინვას, შეურაცხყოფას სიტყვიერსა თუ ფიზიკურს, დაფარულად, თუ დაუფარავად არ ერიდებიან. ერთიც არის, ისეთი ქვეყნის საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც უამრავი პრობლემის პირისპირ უწევს ყოფნა, ალბათ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ უარყოფითი ემოციები, გაღიზიანება, დასაშვებზე მაღალია. და მაინც, რა იწვევს აგრესიას, რატომ ლანძღავენ და უპირისპირდებიან ადამიანები ერთმანეთს თუნდაც სოციალურ ქსელში, როგორ მოვთოკოთ აგრესია, ამ საკითხებზე სასაუბროდ ფსიქოლოგი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი და ევროპული აკრედიტაციის ფსიქოთერაპევტი სოფია ვერულაშვილი და „ჯეპას“ უფროსი კონსულტანტი, პიარის სპეციალისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი კახა მაღრაძე მოვიწვიეთ.

- დისკუსია ასეთი მაგალითით მინდა, დავიწყო - ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში წარმატებული სპორტსმენის, რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის ფოტო გავრცელდა, სადაც ის ხატებთან ლოცულობდა. ფოტომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აგრესიული კომენტარების დაწერისკენ უბიძგა. ლაშა დაცინვის, თავდასხმის ობიექტი გახდა. არადა, ადამიანი პირად სივრცეში იყო და თავისთვის ლოცულობდა. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?

კახა მაღრაძე:

- ასეთ დროს დასცინო და შურაცხყო სხვა, არის თავის წარმოჩენის და დამკვიდრების საშუალება. დიახ, როცა წარმატებულ ადამიანს ლანძღავ იმიტომ, რომ ის ლოცულობს, რომ ლოცვა, ხატები სიბნელის გამოხატულებაა, ამით იმის ხაზგასმა გინდა, რომ თვითონ პროგრესული, თანამედროვე, არარელიგიური ხარ. ვინაიდან დღეს ადამიანის უფლებების, თავისუფლების და დემოკრატიულობის ძირითადი ოპონენტი ეკლესიის გარკვეული წარმომადგენლები არიან, ამიტომ, ვიღაცის ეკლესიურობისადმი მიკუთნების ასეთი გამოვლენა ადამიანების ნაწილში სიბნელედ მიიჩნევა. მე კი ასე ვიტყოდი - ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, ლოცულობს და ძალიან პროგრესულიც არის, მაგრამ სოციალურ ქსელებს ეს არ აინტერესებს... იმიტომ, რომ მას უკვე ასეთი სტილი აქვს - ხავილამდე დაპირისპირება და პოლემიკა! თუ გინდა, რომელიმე ჯგუფის წევრად გაასაღო თავი, მაშინ ვიღაც უნდა გააკრიტიკო, დასცინო და ამით რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნების დემონსტრირებას მოახდენ. თუ იმ ჯგუფის წევრებისთვის მისაღები ტიპი ხარ, შესაძლოა, რაღაც დივიდენდებიც მიიღო - სადღაც დაგპატიჟონ, სამსახურში დაგასაქმონ და ა.შ.

- ლაშა ტალახაძის იმავე ფოტოს განხილვისას ასეთი კომენტარი წავიკითხე - „ამას თურმე „შტანგას“ ხატები აწევინებს“... არადა, ადამიანი საკუთარი წარმატებისთვის ღმერთს მადლობას უხდის - რა არის აქ გასაკვირი და უცნაური?

სოფია ვერულაშვილი:

- შეიძლება იმ „შტანგას“ ის ხატებიც აწევინებს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანს რის რწმენაც აქვს, ის აძლევს ძალას, შესაძლოა, ეს იყოს მისი დიდი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი... ადამიანს რწმენის გამო დასცინო, ძალზე დიდი სულმდაბლობაა. როდესაც პიროვნება საკუთარ რწმენას თავს არ გახვევს, მისია და თავისთვის ლოცულობს, რას ერჩი? რწმენის თავისუფლება თითოეული ადამიანის უფლებაა. ვისაც რომელი რელიგიური მრწამსის სწამს, იმის წარმომადგენელია. თუმცა ამ პოსტზე კომენტარებიც და ეს ყველაფერი სიტუაციურია და ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარეობს. ახლა ასეთი ამბები ბოლო მოვლენების ფონზე უფრო ბევრია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ორად არის გაყოფილი. ერთ მხარეს ქრისტიანული სარწმუნოების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურობდნენ მაშინ, როცა ადამიანები დააზარალეს და მხარედაც მოგვევლინენ და მეორე - მხარეს თავად დაზარალებულები... ვინაიდან ესენი ერთმანეთის მიმართ ასე აგრესიულად არიან განწყობლი, ამის ფონზე იმ სურათის მწვავე კომენტარებიც ამ კონფლიქტური სიტუაციის ხასიათს ნათლად გამოხატავს. ამ დაპირისპირებას როგორც სპეციალისტი თუ შევხედავ, არც ერთი მხარე არ არის მართალი, ყველას თავისი სუბიექტური სიმართლე და სუბიექტური რეალობის გაგება აქვს. ისეა სიტუაცია დაძაბული, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ერთმანეთის მოსმენა და ამის ფონზე ამ ფოტოს გამოფენაც - აგრესიის გასაღვივებლად პატარა ნაპერწკალი აღმოჩნდა. როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ასეთ დროს სახელმწიფომ და სახელმწიფო სამსახურებმა თავის თავზე უნდა აიღოს ყველაფრის მოწერსრიგების პასუხისმგებლობა, გვაქვს კონსტიტუცია და ამ ყველა ბერკეტის საშუალებით უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა. თუ სახელმწიფოს დახმარება უნდა, სპეციალისტებსაც დაგვიძახოს. გარკვეულ რეკომენდაციებს გავუწევთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს. დიალოგზე უნდა წავიდნენ და ყველამ რაღაც უნდა დათმოს.

- ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ზოგადად ბევრი აღნიშნავს, რომ აგრესიული ფონი საზოგადოებაში გაზრდილია და ამიტომაც იქმნება ეს კონფლიქტური სიტუაციები. არის თუ არა ასე და რა იწვევს ამას?

სოფია ვერულაშვილი:

- ვიცით, რომ ღარიბ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, აგრესიის მაჩვენებელი მაღალია. საერთოდ კი, როდესაც აგრესიაზე საუბრობენ, ყოველთვის ლაპარაკობენ ბიოლოგიურ-გენეტიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორზე. გენეტიკური ფაქტორი ოჯახის მაგალითია, ანუ ძალადობრივ ოჯახში აღზრდილი შვილი დიდი ალბათობით, მოძალადე შეიძლება იყოს. სოციალური გავლენები და ფსიქოლოგიური - ეს აღზრდაა ბაგა-ბაღში, სკოლაში და ამ დროს მნიშვნელოვანია როგორი ურთიერთობებია... მოკლედ, ბევრი ფაქტორია...

კახა მაღრაძე:

- აგრესიამ მოიმატა თუ არა, ამაზე ბოლომდე სწორი პასუხის გაცემა გამიჭირდება, ამისთვის რაღაც მონაცემები უნდა არსებობდეს, რომ გარკვეული დასკვნა გავაკეთო. საინფორმაციო სივრცე რაც უფრო გახსნილია და ინფორმაციის გავრცელების მეტი წყარო არსებობს, მათ შორის, ინტერნეტი, ქართული სოციალური ქსელები, აგრესიის შემცველი კომუნიკაციის მოცულობა, მისი გამოვლინება უფრო მეტია. ამას ხელს უწყობს ბოლო წლებში ინტენსიურ ფაზაში შესული პოლიტიკური ბრძოლა, რომლის ძირითადი ლაიტმოტივი მაინც ოპონენტის ლანძღვა, დამცირება, მასთან აგრესიული ტონით კომუნიკაციაა. ეს არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც ძალიან პოლარიზებული და დაპირისპირებულია. შემდეგ კი ამის გადატანა ხდება ინტერნეტსა და მედიასივრცეში. ეს კი ვირტუალურ სივრცეში ხელს უწყობს აგრესიული, შეურაცხმყოფელი კომუნიკაციის ინტენსიფიკაციას და თვალშისაცემი ხდება სწორედ იმ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების ფონზე, რაც ჩვენს გარშემოა, სადაც რადიკალიზაცია სულ უფრო და უფრო მატულობს. ვინაიდან ინტერნეტი რეალური ცხოვრების ალტერნატიული საინფორმაციო სივრცეა, ამ ყველაფრის ილუსტრაცია იქ ხდება. მოკლედ, ვცხოვრობთ ასე და ამ ყველაფრის ასახვას ინტერნეტსივრცეში ვახდენთ. ამიტომაცაა, რომ იქაც იგივე - ერთმანეთის ლანძღვა, შეურაცხყოფა, პოლემიკაა გაჩაღებული... ამ დროს ახალი ინტერნეტმომხმარებლები, ან თუნდაც ინერტული მომხმარებლები ამ აგრესიულ პოლემიკაში სულ უფრო ერთვებიან, რადგან ბრძოლა სოციალურ ქსელებში ტრენდული გახდა. ამ ბრძოლით რაღაც საკუთარ იდენტობას გამოხატავენ, მაგრამ ეს ბრძოლა არ არის არგუმენტირებული, ის აგრესიასა და შეურაცხყოფაზე გადის.

- ე.ი. ამის წამახალისებელი ფაქტორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაა...

- წახალისება დიდი ხანია დაიწყო, ესეც ისევ პოლიტიკური ჯგუფების დამსახურებაა. უბრალოდ, მათ გადაწყვიტეს, რაც პოლიტიკურ პროცესში ჰქონდათ, სოციალურ ქსელებშიც გადაეტანათ და ოპენენტებისთვის იქაც მოეგოთ. ამიტომ, მათი გათვლებით, ინტერნეტმომხმარებლები რაც უფრო კარგად შეაგინებენ ვიღაცას, გალანძღავენ, ამას ბევრი ლაიქი და გაზიარება მოჰყვება. ამით გამოდის, რომ ინტერნეტომშიც მოგებული არიან. ომს თავის მოთხოვნები აქვს და ამ მოთხოვნებში ეს აგრესიული კომუნიკაციაც შედის. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩვენთან ზოგადად სხვა კულტურული ქცევები არსებობს, ანუ მცირე აგრესიაც კი სოციალურ ნორმად არის მიჩნეული, „თავი არ დააჩაგრინო“ - ეს მიდგომაა. მაგრამ აგრესია ახლა ყველა ფრონტზე, ამ უაზრო პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე მართლაც გაძლიერებულია.

- ანუ ეს ყველაფერი წახალისებულია მათში, ვინც ბუნებით აგრესიულია, გამოხატვაც არ უჭირს და იმათშიც, ვინც ინერტულია, მაგრამ სიტუაციასაა აყოლილი, „კარგი ტიპი“ რომ გამოჩნდეს...

- ეს მეორე კატეგორიისთვის ალბათ თვითდამკვიდრების საშუალებაა, რადგან რეალურ ცხოვრებაში ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ ვირტუალურ სივრცეში უფრო აქტიურები არიან. შესაბამისად, ცდილობენ, რაღაც დაგროვილი აგრესია სოციალურ ქსელებში გამოავლინონ და შესაძლოა, ეს მათი რეალიზების საშუალებაც კი იყო, ანუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე შურისძიება.

- როგორ უნდა დაიცვას თავი ამისგან ადამიანმა? რას ვეტყვით მათ, ვინც ვერ თოკავს საკუთარ უარყოფით ემოციებს და შემდეგ თუნდაც კუმპიუტერის კლავიატურის საშუალებით საზოგადოებას თავის ემოციურ მდგომარეობას ამცნობს...

სოფია ვერულაშვილი:

- თუ ადამიანი თავს იმაში იჭერს, რომ აგრესიას ავლენს ან მოსწონს აგრესის გამოვლინება, უნდა გააცნობიეროს, რომ სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართოს, რომელთან ერთადაც ისწავლის ჯანსაღად როგორ გამოხატოს აგრესია, რომ არავის ავნოს - არც საკუთარ თავს და არც - სხვას. საკუთარი მოთხოვნილებები და უფლებები ისე დაიცვას, რომ სხვისი არ უგულებელყოს. ამას განათლება, ცოდნა და მუშაობა სჭირდება... წარმოიდგინეთ, რომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც, მნიშვნელოვანია ასევე სწორი კვებისა და ძილის რეჟიმიც, რადგან ასეთმა ფიზიკურმა ფაქტორებმა, ანუ არასწორი ცხოვრების სტილმა შესაძლოა ადამიანში აგრესია გაზარდოს. თუ პიროვნება მორწმუნეა, ვურჩევ, იკითხოს წმინდანთა წერილები, გარკვეული სასულიერო წიგნები, უამრავი საშუალებაა, მაგალითად, შხაპი მიიღოს, მცენარეების მოვლითა თუ ცხოველებზე ზრუნვით დაკავდეს... ამ მეთოდის გამოყენებაც შეიძლება - კომპიუტერის კლავიატურაზე აგრესიული ტექსტი აკრიფოს და მერე წაშალოს, ქსელში არ ატვირთოს, არ გაასაჯაროოს. ადამიანები ერთმანეთის მდგომარეობაში მაქსიმალურად უნდა შევიდნენ. ასეთ დროს დათმობა უფრო ადვილია.

კახა მაღარძე:

- ხანდახან მგონია, რომ ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ სოციალურ ქსელებს და იქ არსებულ ადამიანთა მოსაზრებებს, წარმოებულ დისკუსიას და ა.შ. სიტუაციების მეტი რეალისტური შეფასება გვჭიდება. ნაკლებად უნდა ავყვეთ წამოწყებულ კამათებს და დავებს. როცა აგრესიულ ტიპთან პოლემიკაში შედიხარ, ის აგრესია მძაფრდება, რაც ცუდია. ამიტომ, როცა მიზანმიმართულ კომუნიკაციას აწარმოებ, რეკომენდაცია ის არის, რომ შეძლებისდაგვარად აგრესიულ კომუნუკაციას მოვერიდოთ, ვეცადოთ, ის არგუმენტირებულ დისკუსიაში გადავიყვანოთ, ან საერთოდ გავერიდოთ იმიტომ, რომ აგრესიულ ტიპს მშვიდად რომ დაუწყო ლაპარაკი, შეუძლებელია, სიტუაცია განეიტრალდეს, არ არსებობს მას სოციალურ ქსელში კამათი მოუგო! შეიძლება შენი არგუმენტები უთხრა, მან კი დედა შეგაგინოს და წავიდეს. რას იზამ? ამიტომ რეკომენდაციაა - კამათი ან არგუმენტირებულ რეჟიმში გადავიტანოთ, ან პოლემიკას საერთოდ თავი ავარიდოთ. აქ სხვა გამოსავალი არც ჩანს და არც არსებობს.