ავტორი:

"ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ 6 თვის განმავლობაში 93%-ით ეფექტურია, თუმცა "ბუსტერ დოზა" საჭირო იქნება" - "მოდერნა"

"ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ 6 თვის განმავლობაში 93%-ით ეფექტურია, თუმცა "ბუსტერ დოზა" საჭირო იქნება" - "მოდერნა"

კომპანია “მოდერნას“ განცხადებით, მათი ვაქცინა, ორი დოზის მიღების შემდეგ, ვირუსის წინააღმდეგ 6 თვის განმავლობაში 93%-ით ეფექტურია.

”ჩვენმა კოვიდ-19-ის ვაქცინამ ექვსი თვის განმავლობაში მყარი, 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ „დელტა“ ვარიანტი არის მნიშვნელოვანი ახალი საფრთხე, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა „მოდერნას“ აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა.

თუმცა, კომპანიის განმარტებით, ზამთრის სეზონის წინ ე.წ. „ბუსტერ დოზა“ იქნება საჭირო, ვინაიდან ანტისხეულების დონე, სავარაუდოდ, შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში „მოდერნას“ ვაქცინა ზრდასრულებში გადაუდებელი გამოყენებისთვის გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს და ამჟამად მას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის 50-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ.