მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება" - ჯო ბაიდენის განცხადება და დავით ზალკალიანის გამოხმაურება
"ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება" - ჯო ბაიდენის განცხადება და დავით ზალკალიანის გამოხმაურება

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წინსვლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა შემ­დგო­მი რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ჯო ბა­ი­დე­ნის მი­სა­ლოც წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ­ფა­ში­ნი­ანს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­სა და ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უგ­ზავ­ნა.

„შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­ხა­რუ­ლია სო­მე­ხის სამ­ხედ­რო პა­ტიმ­რე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას და­ეხ­მა­როს და ჩვენ კვლა­ვაც მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ტყვის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბის­კენ. ჩვენ იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი პროგ­რე­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ დის­კუ­სი­ებ­თან ერ­თად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბა­ი­დე­ნის წე­რილ­ში.

აქვე სა­უ­ბა­რია, რომ ის აც­ნო­ბი­ე­რებს უსაფრ­თხო­ე­ბის იმ რთულ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნა.

„შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის მხა­რე­ებს ეუთო-ს მინ­სკის ჯგუ­ფის ეგი­დით ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და­ეხ­მა­როს. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­ერ­თონ არ­სე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბა­ი­დე­ნის მი­მარ­თვა­ში.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა. მან მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით გა­მო­ხა­ტა მზა­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ მო­მა­ვალ­შიც შე­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი რე­გი­ონ­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის.

"ეს არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის და ფუნ­ქცი­ის აღი­ა­რე­ბა, ასე­ვე იმ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­მავ­ლო პრო­ცე­სის აღი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩარ­თუ­ლო­ბით, რა თქმა უნ­და­ეს არის ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი რო­ლის აღი­ა­რე­ბაც და ჩვენ მო­მა­ვალ­შიც მზად ვართ, რომ ეს ფუნ­ქცია ავი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე, რე­გი­ონ­ში იყოს ლი­დე­რი სა­ხელ­წმი­ფო და მშვი­დო­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი სა­ხელ­წმი­ფო, რათა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბის პო­ზი­ცია, რომ თბი­ლის გახ­დეს პლატ­ფორ­მა ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან, აზერ­ბა­ი­ჯან­თან და სომ­ხეთ­თან დი­ა­ლო­გის შემ­დგო­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით იმის­თვის, რომ ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი შემ­დგომ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რა­შიც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რო­გორც აშშ, ისე სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, გარ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა, რე­გი­ონ­ში არ არ­სე­ბობს და ამა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რის უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის , სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­დი , რომ ჩვენც მო­მა­ვალ­ში ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Fastangel
9

ჯო შენ უნდა გვიშველო თორე ბიძო პუტინის მონაა და რამე ქენი ბიჭო აყალბებენ არჩევნებს და ვერ ვცვლით სამართლიანად გვიშველე ჯოო

5555
6

 ზალკანიანი მაგრად აოცნებებულა🤣🤣🤣🤣🤣🤣..... ღმერთო შენ უშველე ამერიკას 🇺🇸

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება" - ჯო ბაიდენის განცხადება და დავით ზალკალიანის გამოხმაურება

"ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება" - ჯო ბაიდენის განცხადება და დავით ზალკალიანის გამოხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მხარდაჭერით აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების და სამშობლოში დაბრუნების მიმართულებით წინსვლა მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ჯო ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

„შეერთებული შტატები მოხარულია სომეხის სამხედრო პატიმრების აზერბაიჯანიდან გათავისუფლების ძალისხმევას დაეხმაროს და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნებისკენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ამ მიმართულებით ჩვენი პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ დისკუსიებთან ერთად“, - აღნიშნულია ბაიდენის წერილში.

აქვე საუბარია, რომ ის აცნობიერებს უსაფრთხოების იმ რთულ გამოწვევებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად წარმოიქმნა.

„შეერთებული შტატები მზად არის მხარეებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი გზით პრობლემის გადაწყვეტისთვის მოლაპარაკებებში დაეხმაროს. ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში“, - აღნიშნულია ბაიდენის მიმართვაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. მან მთავრობის სახელით გამოხატა მზაობა, საქართველომ მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის.

"ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, რა თქმა უნდაეს არის ასევე საქართველოს რეგიონალური როლის აღიარებაც და ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელწმიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელწმიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავარობის პოზიცია, რომ თბილის გახდეს პლატფორმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით იმისთვის, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული როგორც აშშ, ისე საქართველო და ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი. სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა, რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორის უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის , საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი , რომ ჩვენც მომავალში ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.