ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, მიხაელ ბალაკის 18 წლის ვაჟი ავარიაში დაიღუპა. ემილიო ავარიაში თავისივე მოტოციკლით მოყვა. შემთხვევა პორტუგალიაში, 5 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე მოხდა.
როგორც პორტუგალიური მედია წერს, ემილიო ბალაკი მოტოციკლით თავისსავე სახლთან ახლოს მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები. დამატებით დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, მიქაელ ბალაკის ცხოვრებაში პანდემიის პერიოდი ურთულესი აღმოჩნდა, გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ბალაკს პანდემიის დროს კარანტინის პირობებში მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ექიმებმა მას ზურგის ტვინთან სიმსივნური წამონაზარდი აღმოუჩინეს.
43 წლის ბალაკს ჰანოვერის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მას გამონაზარდი ამოაჭრეს. ბალაკი რეაბილიტაციის პერიოდს ლისაბონში გადიოდა, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ბალაკი გერმანული ფეხბურთის ლეგენდად მიიჩნევა. ის გერმანიის ჩემპიონატის 4-გზის გამარჯვებულია, ასევე არის ინგლისის თასის სამგზის მფლობელი, ერთხელ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ასევე ერთხელ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ბალაკი ჩემპიონთა ლიგის ორგზის ვერცხლის პრიზიორია. რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს, ბალაკი სამჯერ გახდა გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთხელ უეფას წლის საუკეთესო ნახევარმცველი, 2004 წელს კი ის ფიფამ ას საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანა.
ის თავდაპირველად თამაშობდა „ჰემნიცში“, საიდანაც „კაიზერსლაუტერნში“ გადავიდა, შემდეგ იყო "ბაიერნი" და "ჩელსი"
ბალაკი 2008 წლის დაქორწინდა სიმონე ლაბმეზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა.