მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ" - ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე
"ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ" - ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

"სა­სა­მარ­თლო არის პირ­და­პირ ლო­ი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ერთ ადა­მი­ან­ზე გა­და­ტე­ხეს ჯოხი, რომ საჩ­ვე­ნებ­ლად ჩა­ეს­ვათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ძა­ლი­ან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო", - ასე აფა­სებს "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი 15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სია არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ლუკა სი­რა­ძის ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ით და ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი სრულ­ყო­ფი­ლად არ იყო გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რაც კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო.

"ჩვენ ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე მოხ­და. ეს არის პირ­და­პი­რი წა­ქე­ზე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩვენ მი­მართ ჩა­ი­დი­ნონ და და­უს­ჯე­ლე­ბი დარ­ჩნენ. ამ საქ­მე­ში ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა ვნა­ხეთ, რო­მე­ლიც შე­ე­ხო ლუკა სი­რა­ძეს, სა­ხელ­მწი­ფომ ერ­თა­დერთ ადა­მი­ან­ზე გა­და­ტე­ხა ჯოხი და და­ა­კა­ვეს მხო­ლოდ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი, სხვა ნა­წილ­თან მი­მარ­თე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უბ­რა­ლოდ არა­ე­ფექ­ტუ­რი იყო. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნიც, რო­მე­ლიც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მას მი­უ­სა­ჯეს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რა­ზეც ვფიქ­რობ­დით, რომ არ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი და სა­თა­ნა­დო სას­ჯე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი იყო გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, თუმ­ცა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ადა­მი­ა­ნი.

კო­მი­სია არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ლუკა სი­რა­ძის ოჯა­ხის პო­ზი­ცი­ით, რაც ერ­თა­დერთ რა­ღა­ცა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ არ იყო სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი. ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ გვაქვს სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო. სა­სა­მარ­თლო არის პირ­და­პირ ლო­ი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, უბ­რა­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე გა­და­ტე­ხეს ჯოხი იმი­სათ­ვის, რომ საჩ­ვე­ნებ­ლად ჩა­ეს­ვათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ძა­ლი­ან მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს არის ძა­ლი­ან უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ქმე­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ლუკა სი­რა­ძის და მისი ოჯა­ხის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 15 წლის მო­ზარ­დის, ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჩო­ლო­ი­ა­ნის სა­კი­თხზე ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ("უდო“) კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

15 წლის ლუკა სი­რა­ძემ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ზარ­დის მი­მართ ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. 2020 წლის 7 სექ­ტემ­ბერს, და­კა­ვე­ბულ გა­მომ­ძი­ე­ბელს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა, პო­ლი­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მა გა­მოკ­ვე­თა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vaxo
1

ramdeni profesori gyvavs ....rame shegiqmnia cxovrebashi aqet rom gmodzavr

 

tngh
1

ეს ახალგაზრდა დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე დებს თავს... მისი უსაფუძვლო აღთქმების და ვარაუდების პატრონი კი, უფრო წინა საუკუნის 30-ანი წლების "ტროიკების" მოხალისე წევრების შთაბეჭდილებას ტოვებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ" - ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

"ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ" - ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე

"სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან, ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო", - ასე აფასებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას.

მისი განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით და ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული სრულყოფილად არ იყო გამოძიებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო.

"ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეზე მოხდა. ეს არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩვენ მიმართ ჩაიდინონ და დაუსჯელები დარჩნენ. ამ საქმეში ბევრი უსამართლობა ვნახეთ, რომელიც შეეხო ლუკა სირაძეს, სახელმწიფომ ერთადერთ ადამიანზე გადატეხა ჯოხი და დააკავეს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი, სხვა ნაწილთან მიმართებით გამოძიება უბრალოდ არაეფექტური იყო. ერთადერთი ადამიანიც, რომელიც იყო დაკავებული პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს. მას მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაზეც ვფიქრობდით, რომ არ იყო სამართლიანი და სათანადო სასჯელი. აღნიშნული განაჩენი იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვადამდე გათავისუფლებულიყო ეს ადამიანი.

კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით, რაც ერთადერთ რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომ არ იყო სრულყოფილად გამოძიებული ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო. სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან, უბრალოდ ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი იმისათვის, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება და ქმედება ხელისუფლების მხრიდან ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების ("უდო“) კომისიამ იმსჯელა. დაკავებული გამომძიებელი გუშინ გათავისუფლდა.

15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.