მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ
როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ფიქ­რია ში­ომღდვ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც იძ­ლე­ვა რჩე­ვებს, თუ რო­გორ უნდა ვძლი­ოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბულ სი­სუს­ტე­სა და უღო­ნო­ბას.

მე­დი­კო­სი შე­სა­ბა­მის დი­ე­ტა­საც გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

"დღეს რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა მკი­თხა, თუ რო­გორ სძლი­ოს კო­ვი­დის შემ­დგომ ძლი­ერ სი­სუს­ტეს და უღო­ნო­ბას, რო­მე­ლიც აქვს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ვი­ცით რომ, ნე­ბის­მი­ერ ვირუ­სულ თუ ბაქ­ტე­რი­ულ ინ­ფექ­ცი­ას ებ­რძვის ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა. ჩავ­თვა­ლოთ რომ T ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის სა­ხით ჯა­რის­კა­ცე­ბი გვყავს ორ­გა­ნიზ­მში, რომ­ლე­ბიც იღ­ლე­ბი­ან ძლი­ე­რი ბრძო­ლის შე­დე­გად.

რა სჭირ­დე­ბა დაღ­ლილ ჯა­რის­კაცს?

ჯან­სა­ღი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვე­ბა

კარ­გი დას­ვე­ნე­ბა, გა­მო­ძი­ნე­ბა

კარ­გი გან­წყო­ბა

რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა საკ­ვებს, დარ­წმუნ­დით, რომ მას­ში არის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით და შე­მად­გენ­ლო­ბით ნუტ­რი­ენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი - იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე და სუს­ტია მათი ნაკ­ლე­ბო­ბი­სა ან დის­ბა­ლან­სის დროს.

სა­სურ­ვე­ლია, საკ­ვე­ბი არა მხო­ლოდ ეპი­დე­მი­ე­ბის დროს, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც იყოს სრულ­ყო­ფი­ლი, შე­ი­ცავ­დეს ცი­ლე­ბი­სა და სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წყა­როს, ისეთს რო­გო­რი­ცაა

  • ხორ­ცი (უპი­რა­ტე­სად თეთ­რი ხორ­ცი)
  • თევ­ზი,
  • ქათ­მის კვერ­ცხი,
  • რძის პრო­დუქ­ტე­ბი (რძე, ხაჭო, ნა­დუ­ღი, კე­ფი­რი, ყვე­ლი...)
  • ბოსტნე­უ­ლი, (სა­ტა­ცუ­რი, სტა­ფი­ლო, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, ბრო­კო­ლი, მწვა­ნე ლო­ბიო, მარ­ცვა­ლი ლო­ბიო, მწვა­ნე წი­წა­კა, პო­მი­დო­რი, ჭარხლის ფო­თო­ლი, ის­პა­ნა­ხი, წი­თე­ლი ფხა­ლი, ხახ­ვი, ნი­ო­რი, თალ­გა­მი, კიტ­რი...)
  • ხილი( სე­ზო­ნუ­რი),
  • ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პური,
  • ბრინ­ჯი, ოსპი, ფეტვი და
  • მარ­გე­ბე­ლი ცხი­მე­ბი -ნი­გო­ზი, ნუში, თხი­ლი, ზე­ი­თუ­ნის ზეთი, და ა.შ.

ცნო­ბი­ლია, რომ ხორ­ცი რკი­ნის, თუ­თი­ის და B ჯგუ­ფის, პირ­ველ რიგ­ში B1, B2, B12, PP ვი­ტა­მი­ნე­ბის და სა­სარ­გებ­ლო ცი­ლე­ბის წყა­როა, რაც ესა­ჭი­რო­ე­ბა ორ­გა­ნიზმს ჰორ­მო­ნე­ბის სინ­თე­ზის­თვის, აგ­რეთ­ვე ქსო­ვი­ლებ­სა და იმუ­ნუ­რი ცი­ლე­ბის - ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვა­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის, ვირუ­სე­ბი­სა და უჯრედ­გა­რე­შე პა­რა­ზი­ტე­ბის­გან.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია რომ, თევ­ზი, მა­გა­ლი­თად, ორა­გუ­ლი, ქა­შა­ყი, ტუნა, სკუმბრია, სარ­დი­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ ომე­გა -3 მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა­თა წარ­მო­ე­ბის­თვის, რაც სა­სარ­გებ­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე.

ხოლო, მა­გა­ლი­თად, ქათ­მის კვერ­ცხი მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით A, E, D, K, B და ბეტა-კა­რო­ტი­ნით. ასე­ვე შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ნე­რა­ლებს, რკი­ნას, მაგ­ნი­უმს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს, ისე­ვე თუ­თი­ას, რო­მე­ლიც ზრდის ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას, აფერ­ხებს ვირუ­სე­ბის გამ­რავ­ლე­ბას და ამ­ცი­რებს ინ­ფექ­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას, გა­აჩ­ნია ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბე­ბი.

კვერ­ცხი (არა­უ­მე­ტეს 2 ცალი დღე­ში), ისე­ვე რო­გორც ქათ­მის ხორ­ცი, ასე­ვე მდი­და­რია სე­ლე­ნით, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა ძლი­ე­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტის - ფერ­მენ­ტის გლუ­ტა­თი­ონ პე­რო­ქ­სი­და­ზის შექ­მნა, რო­მე­ლიც იცავს ერით­რო­ცი­ტებს და უჯრე­დულ მემ­ბრა­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის მავ­ნე მოქ­მე­დე­ბის­გან.

ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ასე­ვე ფა­სე­უ­ლია პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ააქ­ტი­უ­რე­ბენ ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვის სის­ტე­მას.

რძე მჟა­ვა პრო­დუქ­ტი სა­სარ­გებ­ლოა თა­ვი­სი ცი­ლე­ბი­თა და ნახ­შირ­წყლე­ბით, მდი­და­რია კალ­ცი­უ­მით, კა­ლი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით, რკი­ნით, ფოს­ფო­რით, D, A, აგერ­თვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით, ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი­თა და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ტო­რუ­ლი ეფექ­ტით.

გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პო­პუ­ლა­რულ ხალ­ხუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ნივ­რი­სა და ხახ­ვის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და­ვი­წყოთ. ნი­ო­რი და ხახ­ვი შე­ი­ცა­ვენ ფი­ტო­ცი­დებს - მცე­ნა­რე­ე­ბის მიერ წარ­მოქ­მნილ ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც კლა­ვენ ან აფერ­ხე­ბენ ბაქ­ტე­რი­ე­ბის, მიკ­როს­კო­პუ­ლი სო­კო­ე­ბის ზრდას და გან­ვი­თა­რე­ბას. ისი­ნი ასე­ვე წარ­მო­ად­გე­ნენ სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და სე­ლე­ნის წყა­როს. ხოლო სე­ლე­ნი, რო­გორც უკვე იცით, მო­ნა­წი­ლე­ობს იმუ­ნუ­რი კომ­პლექ­სე­ბის სინ­თე­ზის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის წარ­მოქ­მნა­ში და აუ­ცი­ლე­ბე­ლია პოს­ტინ­ფექ­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის.

ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ორ­გა­ნიზ­მის ჰიდ­რა­ტა­ცი­ას, თუ რა­ი­მე სა­მე­დი­ცი­ნო აკ­რძალ­ვა არ აქვს ადა­მი­ანს, (ქრო­ნი­კუ­ლი თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, გუ­ლის შე­გუ­ბე­ბი­თი უკ­მა­რი­სო­ბა, ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა...) სა­სურ­ვე­ლია ლიტ­რი­დან ორ ლიტ­რამ­დე სი­თხე მი­ი­ღოს დღის მან­ძილ­ზე.

და დას­კვნის სა­ხით - რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ დღე­ში არ უნდა მი­ვირ­თვათ. კვე­ბი­თი დის­ციპ­ლი­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბი­სას, არა­მედ სა­ერ­თოდ. ვე­ცა­დოთ, რომ კვე­ბა იყოს დღე­ში 4-5 ჯე­რა­დი, სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბის, ცი­ლე­ბის და ცხი­მე­ბის­გან შემ­დგა­რი პრო­დუქ­ტე­ბით" - წერს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

ჯანსაღ კვებას საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს?

რეალისტი
3

ვითომ რა თქვა ახალი ან ისეთი, რაც არ ვიცოდით. გაზეპირებული გვაქვს ყველას: ჯანსაღი მრავალფეროვანი კვება, ფიზიკური აქტივობა, 8 სთ.ძილი, წყალი 2 ლ. არა სტრესი ნერვიულიბა და ხარ კაჟივით ჯანმრთელი. ხო და რად უნდა ამას ექიმი.

ავტორი:

როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ

როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ

ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღდვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა ვძლიოთ კორონავირუსის შემდეგ დატოვებულ სისუსტესა და უღონობას.

მედიკოსი შესაბამის დიეტასაც გვიზიარებს, რომელიც იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

"დღეს რამდენიმე პაციენტმა მკითხა, თუ როგორ სძლიოს კოვიდის შემდგომ ძლიერ სისუსტეს და უღონობას, რომელიც აქვს მოწესრიგებული ლაბორატორიული ანალიზების მიუხედავად.

ვიცით რომ, ნებისმიერ ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციას ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა. ჩავთვალოთ რომ T ლიმფოციტების სახით ჯარისკაცები გვყავს ორგანიზმში, რომლებიც იღლებიან ძლიერი ბრძოლის შედეგად.

რა სჭირდება დაღლილ ჯარისკაცს?

ჯანსაღი, მრავალფეროვანი კვება

კარგი დასვენება, გამოძინება

კარგი განწყობა

როდესაც საქმე ეხება საკვებს, დარწმუნდით, რომ მასში არის საკმარისი რაოდენობით და შემადგენლობით ნუტრიენტები, ვიტამინები და მიკროელემენტები - იმუნური სისტემა ძალიან მგრძნობიარე და სუსტია მათი ნაკლებობისა ან დისბალანსის დროს.

სასურველია, საკვები არა მხოლოდ ეპიდემიების დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყოს სრულყოფილი, შეიცავდეს ცილებისა და სასარგებლო ნივთიერებების წყაროს, ისეთს როგორიცაა

  • ხორცი (უპირატესად თეთრი ხორცი)
  • თევზი,
  • ქათმის კვერცხი,
  • რძის პროდუქტები (რძე, ხაჭო, ნადუღი, კეფირი, ყველი...)
  • ბოსტნეული, (სატაცური, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, მწვანე ლობიო, მარცვალი ლობიო, მწვანე წიწაკა, პომიდორი, ჭარხლის ფოთოლი, ისპანახი, წითელი ფხალი, ხახვი, ნიორი, თალგამი, კიტრი...)
  • ხილი( სეზონური),
  • ცეხვილი ფქვილით მომზადებული პური,
  • ბრინჯი, ოსპი, ფეტვი და
  • მარგებელი ცხიმები -ნიგოზი, ნუში, თხილი, ზეითუნის ზეთი, და ა.შ.

ცნობილია, რომ ხორცი რკინის, თუთიის და B ჯგუფის, პირველ რიგში B1, B2, B12, PP ვიტამინების და სასარგებლო ცილების წყაროა, რაც ესაჭიროება ორგანიზმს ჰორმონების სინთეზისთვის, აგრეთვე ქსოვილებსა და იმუნური ცილების - ანტისხეულების შესაქმნელად, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის დაცვაში ბაქტერიების, ვირუსებისა და უჯრედგარეშე პარაზიტებისგან.

ასევე ცნობილია რომ, თევზი, მაგალითად, ორაგული, ქაშაყი, ტუნა, სკუმბრია, სარდინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ომეგა -3 მჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო მასალას ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებათა წარმოებისთვის, რაც სასარგებლო გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

ხოლო, მაგალითად, ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებით A, E, D, K, B და ბეტა-კაროტინით. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ისევე თუთიას, რომელიც ზრდის ლიმფოციტების წარმოებას, აფერხებს ვირუსების გამრავლებას და ამცირებს ინფექციის ხანგრძლივობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

კვერცხი (არაუმეტეს 2 ცალი დღეში), ისევე როგორც ქათმის ხორცი, ასევე მდიდარია სელენით, რომლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ძლიერი ანტიოქსიდანტის - ფერმენტის გლუტათიონ პეროქსიდაზის შექმნა, რომელიც იცავს ერითროციტებს და უჯრედულ მემბრანებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებისგან.

ვირუსული დაავადებების დროს, ასევე ფასეულია პრობიოტიკების შემცველობის მქონე ფერმენტირებული რძის პროდუქტები, რომლებიც ააქტიურებენ ორგანიზმის თავდაცვის სისტემას.

რძე მჟავა პროდუქტი სასარგებლოა თავისი ცილებითა და ნახშირწყლებით, მდიდარია კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორით, D, A, აგერთვე B ჯგუფის ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მიკროორგანიზმებით, რომლებიც გამოირჩევიან იმუნოსტიმულატორული ეფექტით.

გავითვალისწინოთ პოპულარულ ხალხური საშუალებებიც და კერძების მომზადებისას ნივრისა და ხახვის აქტიური გამოყენება დავიწყოთ. ნიორი და ხახვი შეიცავენ ფიტოციდებს - მცენარეების მიერ წარმოქმნილ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კლავენ ან აფერხებენ ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოების ზრდას და განვითარებას. ისინი ასევე წარმოადგენენ სასარგებლო მინერალებისა და სელენის წყაროს. ხოლო სელენი, როგორც უკვე იცით, მონაწილეობს იმუნური კომპლექსების სინთეზის რეგულირებაში, ანტისხეულების წარმოქმნაში და აუცილებელია პოსტინფექციური იმუნიტეტის ფორმირებისათვის.

ყურადღება მივაქციოთ ორგანიზმის ჰიდრატაციას, თუ რაიმე სამედიცინო აკრძალვა არ აქვს ადამიანს, (ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადება...) სასურველია ლიტრიდან ორ ლიტრამდე სითხე მიიღოს დღის მანძილზე.

და დასკვნის სახით - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ დღეში არ უნდა მივირთვათ. კვებითი დისციპლინა აუცილებელია არამხოლოდ იმუნური სისტემის მოწესრიგების მცდელობისას, არამედ საერთოდ. ვეცადოთ, რომ კვება იყოს დღეში 4-5 ჯერადი, სწორად გადანაწილებული ნახშირწყლების, ცილების და ცხიმებისგან შემდგარი პროდუქტებით" - წერს ენდოკრინოლოგი.