ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანის წარმომადგენელი, ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
პირველ ეტაპზე გენოს მეტოქე ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები იყო, რომელთანაც დიდი უპირატესობა - 11:0 მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.
მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი ისევ დამაჯერებელი იყო და ეს ტაბლოზე ასახა, საბოლოოდ მეტოქეს 5:2 აჯობა.
ტურნირის ფინალური ეტაპი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება. ფინალში ქართველი მოჭიდავე აშშ-ის წარმომადგენელ, 21 წლის დენ გეიბლ სტივსონს დაუპირისპირდება.