ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოს იმ მილიონობით ადამიანს შორისაა, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ კიდევ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ის პანდემიის დასრულების ერთადერთ გზად მიიჩნევა.
ჯენიფერ ენისტონმა კი InStyle-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. როგორ მსახიობი ამბობს, გადაწყვიტა, შეეწყვიტა კონტაქტი ყველა ახლობელთან და მეგობართან, რომლებიც აცრილები არ არიან და ასევე მათთანაც, ვინც არ ამბობს, ვაქცინირებულია თუ არა.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან კი 181 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 15.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 36.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.