მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ" - ლუკა სირაძის ძმა ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდა
"ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ" - ლუკა სირაძის ძმა ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდა

15 წლის გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის, ლუკა სი­რა­ძის ოჯა­ხი საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას „გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბის“ ჩა­რე­ვას უკავ­ში­რებს.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ, ბექა სი­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უსა­მარ­თლო­ბაა და ის მხო­ლოდ კარ­გი ყო­ფაქ­ცე­ვის გამო ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

„მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ ჩო­ლო­ი­ა­ნი კარ­გი ყო­ფაქ­ცე­ვის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­ვარ­კვევთ, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ ყვე­ლა­ფერს და იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ. ამ ეტაპ­ზე ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არც მე მაქვს და არც ად­ვო­კატს. უდო-ს კო­მი­სია რო­დე­საც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­გორც ჩანს, არ აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მის კურ­სში ჩაგ­ვა­ყე­ნოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ალ­ბათ, მი­ი­ღეს მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის და მისი მფარ­ვე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ შე­მიძ­ლია. ის გა­მოც­დი­ლი კად­რია, დიდი ხა­ნია პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი თუნ­დაც პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰყავ­დეს ახ­ლობ­ლე­ბი, თუნ­დაც უდო-ს კო­მი­სი­ა­ში, რომ­ლე­ბიც ერთ-ორ სი­ტყვას შე­აშ­ვე­ლებ­დნენ. ისე არ მოხ­დე­ბო­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კარ­გი ყო­ფაქ­ცე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­დე­საც ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, საქ­მე ეხე­ბა 15 წლის ბავ­შვს, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა. თუ ჩა­რე­ვა არ მოხ­და ვინ­მე­სი, ასე მარ­ტი­ვად მას ვე­რა­ვინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ ჩათ­ვა­ლოს, რომ მას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნით ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, ეს უსა­მარ­თლო­ბაა. სხვა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცე­ო­დეს ცი­ხე­ში კარ­გად, მაგ­რამ მათ გა­რეთ არ უშ­ვე­ბენ. ჩო­ლო­ი­ან­მა ცი­ხე­ში მხო­ლოდ წე­ლი­წა­დი და რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა“, - გა­ნა­ცხა­და ბექა სი­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, 15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო­დან გუ­შინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჩო­ლო­ი­ა­ნის სა­კი­თხზე ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის („უდო“) კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 15 წლის ლუკა სი­რა­ძემ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ზარ­დის მი­მართ ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. 2020 წლის 7 სექ­ტემ­ბერს, და­კა­ვე­ბულ გა­მომ­ძი­ე­ბელს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა, პო­ლი­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მა გა­მოკ­ვე­თა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

აიიიიიიიიიიიიიიიიიი....... ნწ ნწ ნწ ნწ ნწწწწწ დამკაში გადის სისტემა...

ოლიკო
8

მესმის სირაძეების წუხილის, მაგრამ ჩოლოიანს არ გამოუწვევია ტრაგედია. ეს იყო ბოლო წვეთი, რადგან ლუკამ, ის წარწერა ჩოლოიანთან შეხვედრამდე გააკეთა. ანუ ზღვრამდე უკვე იყო მისული. კი, ჩოლოიანს არ აღმოაჩნდა გულისხმიერება, მაგრამ ის იძიებს გარემოებას და ბრალეობას შეტანილ საჩივართან დაკავშირებით და არაა ვალდებული მოპასუხის ცხოვრების მთელი პერიპეტიები გაითვალისწინოს. ამიტომაა საჭირო, დაკითხვა იწერებოდეს ვიდეოზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ" - ლუკა სირაძის ძმა ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდა

"ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ" - ლუკა სირაძის ძმა ვარაუდობს, რომ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდა

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახი საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას „გავლენიანი ნაცნობების“ ჩარევას უკავშირებს.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლობაა და ის მხოლოდ კარგი ყოფაქცევის გამო ვერ გათავისუფლდებოდა.

„მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის განცხადება მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ ჩოლოიანი კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. გავარკვევთ, რა სამართლებრივი პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არც მე მაქვს და არც ადვოკატს. უდო-ს კომისია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, არ აქვთ ვალდებულება საქმის კურსში ჩაგვაყენოს დაზარალებული მხარე. ეს გადაწყვეტილება ალბათ, მიიღეს მარიანა ჩოლოიანის ძველი მეგობრების და მისი მფარველების მეშვეობით. რა თქმა უნდა, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება არ შემიძლია. ის გამოცდილი კადრია, დიდი ხანია პოლიციაში მუშაობს და არ არის გამორიცხული თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავდეს ახლობლები, თუნდაც უდო-ს კომისიაში, რომლებიც ერთ-ორ სიტყვას შეაშველებდნენ. ისე არ მოხდებოდა მისი გათავისუფლება, კარგი ყოფაქცევის საფუძველზე, როდესაც ასეთი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, საქმე ეხება 15 წლის ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. თუ ჩარევა არ მოხდა ვინმესი, ასე მარტივად მას ვერავინ გაათავისუფლებდა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მას გათავისუფლება კანონით ეკუთვნოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა. სხვა ბევრი ადამიანი შეიძლება იქცეოდეს ციხეში კარგად, მაგრამ მათ გარეთ არ უშვებენ. ჩოლოიანმა ციხეში მხოლოდ წელიწადი და რამდენიმე თვე გაატარა“, - განაცხადა ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გუშინ გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.