საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებს შეეწირა" - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეტალები
"მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებს შეეწირა" - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეტალები

„ჩემ­თვის არა­ფერს ვი­თხოვ, ჩემი და ჩემი დის სურ­ვი­ლია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კას მი­ე­ნი­ჭოს შე­სა­ბა­მი­სი იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი და ჩემი მშობ­ლე­ბის და­ნა­ტო­ვა­რი ერის სუ­ლი­ე­რი სა­გან­ძუ­რი ქვე­ყა­ნას მოხ­მარ­დეს. მა­ინც ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიბ­ლი­ო­თე­კის ბე­დით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად დას­რულ­დე­ბა და მა­მია ხა­რა­ზის და­ნა­ტო­ვა­რი კუ­თხი­სა და ხალ­ხის სარ­გებ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, იქ რამ­ხე­ლა შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი, რა სიმ­წრი­თაა ყვე­ლა­ფე­რი ნა­კო­წი­წე­ბი და უნდა გა­ნი­ავ­დეს? ეროვ­ნუ­ლი სუ­ლი­ე­რი სა­გან­ძუ­რი რომ არ გაქ­რეს, მე უნდა ვიბ­რძო­დე ამის­თვის, თუ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ? მამა 59 წლის იყო, როცა გული გა­უს­კდა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ამ წიგ­ნებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კას შე­ე­წი­რა და ასე­თი კა­ცის და­ნა­ტო­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კას შვი­ლე­ბი ასე რომ მო­ექ­ცე­ვი­ან, რა უნდა ვთქვა?“ - გვე­უბ­ნე­ბა ღვაწლ­მო­სი­ლი ბიბ­ლი­ო­ფი­ლის მა­მია ხა­რა­ზის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­თე­ლა ხა­რა­ზი, რო­მე­ლიც იმ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს, რაც რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა და რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას უქ­მნის საფრ­თხეს.

  • ვინ იყო მა­მია ხა­რა­ზი?

მა­მია ხა­რა­ზი (1936-1997წწ.) - სა­ქარ­თვე­ლოს ბიბ­ლი­ო­ფილ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ზღვარ­გა­რე­თის მწიგ­ნო­ბარ­თა მრა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სის წევ­რი. მა­მია ხა­რა­ზის სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე­ობს, შე­ტა­ნი­ლია მსოფ­ლიო ბიბ­ლი­ო­თე­კა­თა კა­ტა­ლოგ­ში და მას­ში 50 000-მდე წიგ­ნია და­ცუ­ლი. მა­მია ხა­რა­ზი სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობ­და წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში და მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა.

მა­მას ხსოვ­ნის უკ­ვდავ­ყო­ფა მხო­ლოდ ამ ბიბ­ლი­ო­თე­კით შე­იძ­ლე­ბა

ნა­თე­ლა ხა­რა­ზი:

„მა­მია ხა­რა­ზის ბიბ­ლი­ო­თე­კა უნი­კა­ლუ­რია და მისი ანა­ლო­გი ქვე­ყა­ნა­ში (არც ფარ­გლებს გა­რეთ) არ არის. მამა ხში­რად აწყობ­და გა­მო­ფე­ნებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ის ესე­ნი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა „რა­დუ­ნი­ცას“ აქ­ტი­უ­რი წევ­რიც იყო, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობ­და. ესე­ნი­ნის სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი იყო სულ 29 წიგ­ნი და მას ჰქონ­და 26. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მე და დედა ვუვ­ლი­დით და ვაგ­რძლებ­დით კულ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს ვა­წყობ­დით. ოტია იო­სე­ლი­ა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რი იყო და ხში­რად სტუმ­რობ­და ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას მწერ­ლებ­თან ერ­თად. სამი წლის წინ, დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­წყდა.

ჩემი მშობ­ლე­ბი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას, წიგ­ნი­ე­რე­ბას და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნის იდეა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რო­გორც მამა ამ­ბობ­და, მას არ და­უ­წყია ეს საქ­მე, სამი თა­ო­ბა აგ­რო­ვებ­და ამ წიგ­ნებს. მისი ბა­ბუა ეროვ­ნუ­ლი გმი­რი იყო და მისი და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა მა­მამ ითა­ვა. ჩემი მშობ­ლე­ბის ლო­მის წი­ლია ამ უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის აქამ­დე მო­ტა­ნა­ში. დედა პო­ლო­ნე­ლი იყო, პე­და­გო­გი, ლო­მო­ნო­სო­ვი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­მას­თვის ამ საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში ისე­თი ცენ­ტრის შექ­მნა, რო­მე­ლიც წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის უნი­კა­ლურ ქმნი­ლე­ბებს ზი­ა­რე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის ბევ­რია ავ­ტორ­თა სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ნი­მუ­შე­ბი - მარი ბრო­სეს „სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის“ ორ­ტო­მე­უ­ლი, პუშ­კი­ნის, გუ­მი­ლი­ო­ვის, ესე­ნი­ნის, ანა ახ­მა­ტო­ვას - ე.წ. ვერ­ცხლის სა­უ­კუ­ნის ცნო­ბილ შე­მოქ­მედ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არის ისე­თი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა), ვახ­ტანგ VI-ს სტამ­ბა­ში 1713 წელს და­ბეჭ­დი­ლი „კურ­თხე­ვა­ნი“, რო­მა­ნო­ვე­ბის სა­მე­ფო გვა­რის მი­მო­წე­რე­ბი და ბევ­რი სხვა...

სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის 1994 წლის 16 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით, მა­მას ქო­ბუ­ლეთ­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის 112-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის თავ­ზე, მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფარ­თი და­უ­კა­ნონ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა-წიგნ­სა­ცა­ვის მო­სა­წყო­ბად. ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­ლო­ნურ სტილ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი სა­ღა­მოა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ბიბ­ლი­ო­თე­კას უამ­რა­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი, თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი ჰყავ­და - იმარ­თე­ბო­და შეხ­ვედ­რე­ბი ცნო­ბილ მწერ­ლებ­თან, ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­შა­კებ­თან და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან.

1996 წელს მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში მას ას­ლან აბა­ში­ძეს­თან ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მა­მას გული გა­უს­კდა და სულ ახალ­გაზ­რდა და­მე­ღუ­პა, მა­მას სი­ცო­ცხლე წიგ­ნებს შე­ე­წი­რა. მისი ხსოვ­ნის უკ­ვდავ­ყო­ფა მხო­ლოდ ამ ბიბ­ლი­ო­თე­კით შე­იძ­ლე­ბა, მეტი არაფ­რით, ვი­ნა­ი­დან ის ვერც აკა­დე­მი­კო­სი გახ­და, ვერც მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მას გა­და­სა­რე­ვი ნაშ­რო­მე­ბი აქვს, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი კაცი იყო... მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მე და დე­დამ გა­ვაგ­რძე­ლეთ ბიბ­ლი­ო­თე­კის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ღა­მო­ე­ბი... ჩვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა ირი­ნე­უს­მა, რო­მე­ლიც 1997 წელს გვეწ­ვია, 2005 წელს კი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე. მა­მია ხა­რა­ზის ბიბ­ლი­ო­თე­კა ათე­უ­ლი წლის მან­ძილ­ზე ატა­რებ­და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის წო­დე­ბას, რო­მელ­საც თა­ვი­სი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და რო­გორც აჭა­რის, ისე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­დღი­ურ სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მრა­ვალ­გზის მცდე­ლო­ბი­სა, არ იქნა და ბიბ­ლი­ო­თე­კას იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი არ მი­ე­ნი­ჭა, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ყო­ველ­თვის უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და ჩემს თხოვ­ნას. მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრე­ბი ყვე­ლა ნამ­ყო­ფია ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, იქე­დან გა­დი­ოდ­ნენ და იხუ­რე­ბო­და თემა. ჩვენ ჩვენს საქ­მეს მა­ინც ვა­კე­თებ­დით...

ხუთი მემ­კვიდ­რე ვართ და რაც დედა გარ­და­იც­ვა­ლა, მას შემ­დეგ, ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა, რაც ხელს უშ­ლის კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის შექ­მნის შე­სა­ხებ ჩემი მშობ­ლე­ბის ოც­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ყვე­ლა შვილ­მა ვი­ცო­დით, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კას თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, ის მა­მის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად იყო და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი უნდა ჰქო­ნო­და. ყვე­ლა­ნი ამა­ზე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი­დან ორნი დავ­რჩით, ვი­საც ამ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გვინ­და. ძმა მყავს მოს­კოვ­ში, რო­მე­ლიც ეტყო­ბა, აქე­დან წა­ღე­ბულ წიგ­ნებს ჩუ­მად ყი­დის და შე­მო­სა­ვალს პა­ტა­რა ძმას და დას უნა­წი­ლებს. არც ერთ ძმას სამ­სა­ხუ­რი არ აქვს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთი ძმის შვი­ლე­ბი ამე­რი­კა­ში სწავ­ლო­ბენ, მე­ო­რე ძმამ კი ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო აა­შე­ნა ქო­ბუ­ლეთ­ში.

რო­გორც ჩანს, მათ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვეს და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ აღ­მოჩ­ნდა ჩა­დე­ბუ­ლი და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი პა­ტა­რა ძმის სა­ხელ­ზე. მივ­მარ­თე ად­ვო­კატს და და­ვა­ყა­და­ღეთ ბიბ­ლი­ო­თე­კა, ამის შემ­დეგ და­ვი­წყე წიგ­ნე­ბის აღ­წე­რა და, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა და­კარ­გუ­ლი (გვაქვს ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ჩანს და­კარ­გუ­ლი წიგ­ნე­ბის სა­ცავ­ში არ­სე­ბო­ბა).

პრო­კუ­რა­ტუ­რას მივ­მარ­თე და მოხ­და საკ­ვირ­ვე­ლე­ბა - 2 აგ­ვის­ტოს შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა და ამის შემ­დეგ, 28 აგ­ვის­ტოს მოქ­მე­დი პრო­კუ­რო­რე­ბი ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სხე­დან და მა­რი­ა­მო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ, ქე­ი­ფო­ბენ, თან ფო­ტო­ებს სოცქსელ­ში ათავ­სე­ბენ. მამა ამის უფ­ლე­ბას ვის მის­ცემ­და?.. ახლა მი­თხა­რით, სა­მარ­თალს სად ვნა­ხავ? სა­აღ­სრუ­ლებ­ლო ბი­უ­როს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, მის ხელ­მძღვა­ნელს, კა­ხი­აშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რე, 10 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­მო­მა­ყო­ლა და მი­ვე­დით ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ძმამ პო­ლი­ცია და­მა­ყე­ნა თავ­ზე, რა­ღაც გან­რი­დე­ბა შე­თი­თხნა და ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­მიყ­ვა­ნეს. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში დარ­ჩა ჩემი და, შვი­ლი და მე­უღ­ლე. ჩემ­მა ძმამ ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელს მათ­თან ერ­თად უთხრა, 5000 უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი გა­და­მა­ლუ­ლი მაქვს ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან და სა­ნამ თქვენ აღ­წე­რას და­ამ­თავ­რებთ, მათ უკან მო­ვი­ტა­ნო. ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რი წიგ­ნია გა­და­მა­ლუ­ლი და ელო­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის ჩა­წყნა­რე­ბას, რომ სა­ზღვარს გა­რეთ გა­ვი­დეს. ეს და­ნა­შა­უ­ლია, უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნე­ბის გა­ტა­ნა სა­ზღვარ­ზე კონ­ტრა­ბან­დის გზით, არა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არც კერ­ძო პირს შე­უძ­ლია, თუ გინ­და, მემ­კვიდ­რე იყა­ვი, ის შენ არ გე­კუთ­ვნის, ის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უნდა იყოს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ეს კა­ნო­ნი­თაა აკ­რძა­ლუ­ლი. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხო­ვე, ეს საქ­მე კონ­ტროლ­ზე აეყ­ვა­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. ამა­სო­ბა­ში ამ საქ­მემ 4 პრო­კუ­რო­რი გა­მო­იც­ვა­ლა. ჩემს ძმას ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით, არც სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს მას­წრე­ბენ, საქ­მე იწე­ლე­ბა და ამა­სო­ბა­ში ბევ­რი სი­ყალ­ბეა ჩა­დე­ნი­ლი. ჩემი ძმა თავ­დებ­შია გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და აძ­ლე­ვენ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, მე­ზობ­ლებ­ში ირ­ბი­ნოს და საქ­მე ჩა­ა­წყოს. ვფიქ­რობ, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის ვიწ­რო მერ­კან­ტი­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ამ სა­გან­ძუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დღემ­დე არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იმით, რა წიგ­ნე­ბია გა­ყი­დუ­ლი და რა - გა­სა­ყი­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლი, ვფიქ­რობ, ისი­ნი ამ თაღ­ლი­თებ­თან ერ­თად ით­ბო­ბენ ხელს, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

თეა წუ­ლუ­კი­ანს მივ­წე­რე წე­რი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნი და ვთხო­ვე, ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით დაგ­ვეც­ვა და გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კა-წიგნ­სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თუ­რი გზით ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ით­ვი­სა და გა­ი­ფორ­მა ჩემ­მა ძმამ - გი­ორ­გი ხა­რაზ­მა და ეს ფარ­თო­ბი, რო­გორც სხვე­ნი, ისე ჩადო ბან­კში დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ. სამ­წუ­ხა­როდ, ის მარ­ტო არ არის და მას მე­ო­რე ძმაც ეხ­მა­რე­ბა. ძმას პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი, მაგ­რამ არა ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან და წიგ­ნებ­თან, არა­მედ ფარ­თთან და­კავ­ში­რე­ბით. ამა­სო­ბა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან ბევ­რი წიგ­ნი გაქ­რა. მარ­თა­ლია, მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა-წიგნ­სა­ცა­ვი და­ყა­და­ღე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ აჭა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­უ­გე­ბა­რი პო­ზი­ცი­ის გამო, შე­დე­გი არა და არ დად­გა. არა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ გა­ირ­კვეს გამ­ქრა­ლი წიგ­ნე­ბის ბედი.

ჩემ­თვის არა­ფერს ვი­თხოვ, ჩემი და ჩემი დის სურ­ვი­ლია, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კას მი­ე­ნი­ჭოს შე­სა­ბა­მი­სი იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი და ჩემი მშობ­ლე­ბის და­ნა­ტო­ვა­რი ერის სუ­ლი­ე­რი სა­გან­ძუ­რი ქვე­ყა­ნას მოხ­მარ­დეს. მა­ინც ვი­ტო­ვებ იმედს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიბ­ლი­ო­თე­კის ბე­დით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად დას­რულ­დე­ბა და მა­მია ხა­რა­ზის და­ნა­ტო­ვა­რი კუ­თხი­სა და ხალ­ხის სარ­გებ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. მეტი რა ვთქვა, მე მარ­თლა არა­ფე­რი მინ­და ჩემ­თვის. მე ვერ შევ­დი­ვარ მა­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და იქ პრო­კუ­რო­რე­ბი ქე­ი­ფო­ბენ?!

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, იქ რა შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი. ესაა სა­მარ­თა­ლი? დღეს იქ არა­ნა­ი­რი სა­ღა­მო აღარ ტარ­დე­ბა, სხე­დან და ქე­ი­ფო­ბენ. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მშობ­ლე­ბიც არი­ან ნამ­ყო­ფი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძეს პუშ­კი­ნი აქვს ნა­თარ­გმნი და დე­დას აჩუ­ქა, ისიც ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა. დე­დას პუშ­კი­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, პო­ე­ტის სი­ცო­ცხლე­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი 12 წიგ­ნი გვქონ­და და დღეს არც ერთი აღა­რაა ად­გილ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, როცა საქ­მეს ჩა­ფარ­ცხა­ვენ, მათ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ფა­სად გა­ი­ტა­ნენ სა­ზღვრებს გა­რეთ. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­საც მივ­წე­რე, ჩა­ვა­ბა­რე გან­ცხა­დე­ბა, „ოც­ნე­ბი­დან“ ჯერ არა­ფე­რი ის­მის. ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა, რო­მე­ლიც ჩემი ძმის მე­გო­ბა­რია, პი­რა­დად მი­თხრა, გი­ორ­გის ყო­ველ­თვის და­ვეხ­მა­რე­ბიო. ეს რომ მა­მის სა­ხელს და ამ­ხე­ლა სა­გან­ძურს არ ეხე­ბო­დეს, ნამ­დვი­ლად არ მა­ინ­ტე­რე­სებს არა­ფე­რი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა სიმ­წრი­თაა ყვე­ლა­ფე­რი ნა­კო­წი­წე­ბი და უნდა გა­ნი­ავ­დეს? ეროვ­ნუ­ლი სუ­ლი­ე­რი სა­გან­ძუ­რი რომ არ გაქ­რეს, მე უნდა ვიბ­რძო­დე ამის­თვის, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? მამა 59 წლის იყო, როცა გული გა­უს­კდა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ამ წიგ­ნებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კას შე­ე­წი­რა და ასე­თი კა­ცის და­ნა­ტო­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კას შვი­ლე­ბი ასე რომ მო­ექ­ცე­ვი­ან, რა უნდა ვთქვა? ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რო­მე­ლი­მე შვი­ლი ამას რომ გა­ბე­დავ­და... პრო­კუ­რა­ტუ­რა თუ მო­ინ­დო­მებს, 5 წუთ­ში იპო­ვის ამ წიგ­ნებს და ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გი­ლას და­დებს, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რა­ღაც შე­თან­ხმე­ბა, თუ გა­რი­გე­ბაა მათ შო­რის. და­მეხ­მა­რეთ, გთხოვთ!“

AMBEBI.GE კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მა­მია ხა­რა­ზის ბიბ­ლი­ო­თე­კა-წიგნ­სა­ცა­ვის იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ მემ­კვიდ­რის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ გვი­თხრა, რომ „კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ იცის ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მემ­კვიდ­რე­ებს შო­რის დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც არ­თუ­ლებს მა­მია ხა­რა­ზის ბიბ­ლი­ო­თე­კის აყ­ვა­ნას სა­ხელ­მწი­ფოს მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ“.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თორნიკე
0

დაუდეგით გვერდში და გადაარჩინეთ ბიბლიოთეკა და ყოველი წიგნი, ყველამ ვისაც შეგიძლიათ და გეხებათ ეს საკითხი.

მიშა
1

არ არის დემოკრატიის თამაში საჭირო, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაამთავროს. ის ბიუროკრატები და პროკურორები რომლებიც აჭიანურებენ საკითხის გადაწყვეტას უნდა დაითხოვონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებს შეეწირა" - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეტალები

"მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებს შეეწირა" - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეტალები

„ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ჩემი და ჩემი დის სურვილია, რომ ბიბლიოთეკას მიენიჭოს შესაბამისი იურიდიული სტატუსი და ჩემი მშობლების დანატოვარი ერის სულიერი საგანძური ქვეყანას მოხმარდეს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება და პროკურატურა ბიბლიოთეკის ბედით დაინტერესდება, საქმის გამოძიება ობიექტურად დასრულდება და მამია ხარაზის დანატოვარი კუთხისა და ხალხის სარგებლობაში დარჩება. ვერ წარმოიდგენთ, იქ რამხელა შრომაა ჩადებული, რა სიმწრითაა ყველაფერი ნაკოწიწები და უნდა განიავდეს? ეროვნული სულიერი საგანძური რომ არ გაქრეს, მე უნდა ვიბრძოდე ამისთვის, თუ - ხელისუფლებამ? მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებსა და ბიბლიოთეკას შეეწირა და ასეთი კაცის დანატოვარ ბიბლიოთეკას შვილები ასე რომ მოექცევიან, რა უნდა ვთქვა?“ - გვეუბნება ღვაწლმოსილი ბიბლიოფილის მამია ხარაზის ქალიშვილი ნათელა ხარაზი, რომელიც იმ დავის დეტალებზე საუბრობს, რაც რამდენიმე წელია გრძელდება და რომელიც უნიკალური ბიბლიოთეკის ყოფნა-არყოფნას უქმნის საფრთხეს.

  • ვინ იყო მამია ხარაზი?

მამია ხარაზი (1936-1997წწ.) - საქართველოს ბიბლიოფილთა საბჭოს თავმჯდომარე, საზღვარგარეთის მწიგნობართა მრავალი საზოგადოების წევრი, წიგნის მოყვარულთა მსოფლიო კონგრესის წევრი. მამია ხარაზის საოჯახო ბიბლიოთეკა, რომელიც ქობულეთში მდებარეობს, შეტანილია მსოფლიო ბიბლიოთეკათა კატალოგში და მასში 50 000-მდე წიგნია დაცული. მამია ხარაზი სისტემატურად აწყობდა წიგნების გამოფენებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება.

მამას ხსოვნის უკვდავყოფა მხოლოდ ამ ბიბლიოთეკით შეიძლება

ნათელა ხარაზი:

„მამია ხარაზის ბიბლიოთეკა უნიკალურია და მისი ანალოგი ქვეყანაში (არც ფარგლებს გარეთ) არ არის. მამა ხშირად აწყობდა გამოფენებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ესენინის საზოგადოება „რადუნიცას“ აქტიური წევრიც იყო, რითაც ძალიან ამაყობდა. ესენინის სიცოცხლეში გამოცემული იყო სულ 29 წიგნი და მას ჰქონდა 26. მამის გარდაცვალების შემდეგ, მე და დედა ვუვლიდით და ვაგრძლებდით კულტურულ საქმიანობას, ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ საღამოებს ვაწყობდით. ოტია იოსელიანი ჩემი მეგობარი იყო და ხშირად სტუმრობდა ჩვენს ბიბლიოთეკას მწერლებთან ერთად. სამი წლის წინ, დედას გარდაცვალების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა.

ჩემი მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლებას, წიგნიერებას და სწორედ ამან განაპირობა საოჯახო ბიბლიოთეკის შექმნის იდეა-განხორციელება. როგორც მამა ამბობდა, მას არ დაუწყია ეს საქმე, სამი თაობა აგროვებდა ამ წიგნებს. მისი ბაბუა ეროვნული გმირი იყო და მისი დაწყებული საქმის გაგრძელება მამამ ითავა. ჩემი მშობლების ლომის წილია ამ უნიკალური ბიბლიოთეკის აქამდე მოტანაში. დედა პოლონელი იყო, პედაგოგი, ლომონოსოვი ჰქონდა დამთავრებული. მამასთვის ამ საქმიანობის საბოლოო მიზანი იყო საქართველოში, კერძოდ, ქობულეთში ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც წიგნით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემდა მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ ქმნილებებს ზიარებოდნენ. მათ შორის ბევრია ავტორთა სიცოცხლეში გამოცემული ნიმუშები - მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ ორტომეული, პუშკინის, გუმილიოვის, ესენინის, ანა ახმატოვას - ე.წ. ვერცხლის საუკუნის ცნობილ შემოქმედთა ნამუშევრები. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში არის ისეთი უნიკალური გამოცემები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“ (პირველი გამოცემა), ვახტანგ VI-ს სტამბაში 1713 წელს დაბეჭდილი „კურთხევანი“, რომანოვების სამეფო გვარის მიმოწერები და ბევრი სხვა...

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის დადგენილებით, მამას ქობულეთში, დავით აღმაშენებლის 112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის თავზე, მთელს ტერიტორიაზე ფართი დაუკანონდა ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის მოსაწყობად. ბიბლიოთეკა სალონურ სტილშია გაკეთებული, სადაც წლების განმავლობაში უამრავი საღამოა ჩატარებული, ბიბლიოთეკას უამრავი ოფიციალური, თუ არაოფიციალური სტუმარი ჰყავდა - იმართებოდა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, ხელოვნების მუშაკებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.

1996 წელს მამა გარდაიცვალა. ზუსტად იმ პერიოდში მას ასლან აბაშიძესთან ჰქონდა დაპირისპირება, რის შედეგადაც მამას გული გაუსკდა და სულ ახალგაზრდა დამეღუპა, მამას სიცოცხლე წიგნებს შეეწირა. მისი ხსოვნის უკვდავყოფა მხოლოდ ამ ბიბლიოთეკით შეიძლება, მეტი არაფრით, ვინაიდან ის ვერც აკადემიკოსი გახდა, ვერც მწერალთა კავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მამას გადასარევი ნაშრომები აქვს, ძალიან თავმდაბალი კაცი იყო... მამას გარდაცვალების შემდეგ, მე და დედამ გავაგრძელეთ ბიბლიოთეკის აქტიური ცხოვრება, შეხვედრები, საღამოები... ჩვენი ბიბლიოთეკისადმი ინტერესი გამოხატა მსოფლიო პატრიარქმა ირინეუსმა, რომელიც 1997 წელს გვეწვია, 2005 წელს კი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მამია ხარაზის ბიბლიოთეკა ათეული წლის მანძილზე ატარებდა კულტურული ცენტრის წოდებას, რომელსაც თავისი წვლილი შეჰქონდა როგორც აჭარის, ისე მთელი საქართველოს ყოველდღიურ სულიერ ცხოვრებაში. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, არ იქნა და ბიბლიოთეკას იურიდიული სტატუსი არ მიენიჭა, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ყოველთვის უგულებელყოფდა ჩემს თხოვნას. მაშინდელი მაღალჩინოსნები და კულტურის მინისტრები ყველა ნამყოფია ბიბლიოთეკაში, იქედან გადიოდნენ და იხურებოდა თემა. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებდით...

ხუთი მემკვიდრე ვართ და რაც დედა გარდაიცვალა, მას შემდეგ, ჩვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ხელს უშლის კულტურული ცენტრის შექმნის შესახებ ჩემი მშობლების ოცნების რეალიზაციას. ყველა შვილმა ვიცოდით, რომ ბიბლიოთეკას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ის მამის სახელის უკვდავსაყოფად იყო და ყველა შემთხვევაში, იურიდიული სტატუსი უნდა ჰქონოდა. ყველანი ამაზე ვიყავით შეთანხმებული, ხუთი დედმამიშვილიდან ორნი დავრჩით, ვისაც ამ ძვირადღირებული და უნიკალური წიგნების შენარჩუნება გვინდა. ძმა მყავს მოსკოვში, რომელიც ეტყობა, აქედან წაღებულ წიგნებს ჩუმად ყიდის და შემოსავალს პატარა ძმას და დას უნაწილებს. არც ერთ ძმას სამსახური არ აქვს და მიუხედავად ამისა, ერთი ძმის შვილები ამერიკაში სწავლობენ, მეორე ძმამ კი ხუთსართულიანი სასტუმრო ააშენა ქობულეთში.

როგორც ჩანს, მათ თაღლითური სქემა შეიმუშავეს და ერთ მშვენიერ დღეს ეს ბიბლიოთეკა „საქართველოს ბანკში“ აღმოჩნდა ჩადებული და ერთპიროვნულად გაფორმებული პატარა ძმის სახელზე. მივმართე ადვოკატს და დავაყადაღეთ ბიბლიოთეკა, ამის შემდეგ დავიწყე წიგნების აღწერა და, სამწუხაროდ, ბევრი აღმოჩნდა დაკარგული (გვაქვს ადრე გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს დაკარგული წიგნების საცავში არსებობა).

პროკურატურას მივმართე და მოხდა საკვირველება - 2 აგვისტოს შევიტანე განცხადება და ამის შემდეგ, 28 აგვისტოს მოქმედი პროკურორები ჩვენს ბიბლიოთეკაში სხედან და მარიამობას აღნიშნავენ, ქეიფობენ, თან ფოტოებს სოცქსელში ათავსებენ. მამა ამის უფლებას ვის მისცემდა?.. ახლა მითხარით, სამართალს სად ვნახავ? სააღსრულებლო ბიუროს ვთხოვე დახმარება, მის ხელმძღვანელს, კახიაშვილს გავესაუბრე, 10 თანამშრომელი გამომაყოლა და მივედით ბიბლიოთეკაში. პირველივე დღეს, ძმამ პოლიცია დამაყენა თავზე, რაღაც განრიდება შეთითხნა და ბიბლიოთეკიდან გამიყვანეს. ბიბლიოთეკაში დარჩა ჩემი და, შვილი და მეუღლე. ჩემმა ძმამ ბიუროს ხელმძღვანელს მათთან ერთად უთხრა, 5000 უნიკალური წიგნი გადამალული მაქვს ბიბლიოთეკიდან და სანამ თქვენ აღწერას დაამთავრებთ, მათ უკან მოვიტანო. ვიცი, ძალიან ბევრი წიგნია გადამალული და ელოდება სიტუაციის ჩაწყნარებას, რომ საზღვარს გარეთ გავიდეს. ეს დანაშაულია, უნიკალური წიგნების გატანა საზღვარზე კონტრაბანდის გზით, არანაირად არ შეიძლება, ეს არც კერძო პირს შეუძლია, თუ გინდა, მემკვიდრე იყავი, ის შენ არ გეკუთვნის, ის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს. ყველამ ვიცით, რომ ეს კანონითაა აკრძალული. სამი წლის განმავლობაში ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი, პროკურატურას ვთხოვე, ეს საქმე კონტროლზე აეყვანა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამასობაში ამ საქმემ 4 პროკურორი გამოიცვალა. ჩემს ძმას ბრალი აქვს წაყენებული თაღლითობის მუხლით, არც სასამართლო პროცესს მასწრებენ, საქმე იწელება და ამასობაში ბევრი სიყალბეა ჩადენილი. ჩემი ძმა თავდებშია გამოშვებული და აძლევენ იმის საშუალებას, მეზობლებში ირბინოს და საქმე ჩააწყოს. ვფიქრობ, ამ თანამდებობის პირებისთვის ვიწრო მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ საგანძურის შენარჩუნება. დღემდე არავინ დაინტერესებულა იმით, რა წიგნებია გაყიდული და რა - გასაყიდად გამზადებული, ვფიქრობ, ისინი ამ თაღლითებთან ერთად ითბობენ ხელს, ამაში დარწმუნებული ვარ.

თეა წულუკიანს მივწერე წერილი, ყველაფერი ავუხსენი და ვთხოვე, ბიბლიოთეკისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებით დაგვეცვა და გადაგვერჩინა ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, რომელიც თაღლითური გზით ერთპიროვნულად მიითვისა და გაიფორმა ჩემმა ძმამ - გიორგი ხარაზმა და ეს ფართობი, როგორც სხვენი, ისე ჩადო ბანკში დიდი თანხის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, ის მარტო არ არის და მას მეორე ძმაც ეხმარება. ძმას პროკურატურამ წაუყენა ბრალი, მაგრამ არა ბიბლიოთეკასთან და წიგნებთან, არამედ ფართთან დაკავშირებით. ამასობაში, ბიბლიოთეკიდან ბევრი წიგნი გაქრა. მართალია, მივაღწიეთ იმას, რომ ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი დაყადაღებულიყო, მაგრამ აჭარის პროკურატურის გაუგებარი პოზიციის გამო, შედეგი არა და არ დადგა. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაირკვეს გამქრალი წიგნების ბედი.

ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ჩემი და ჩემი დის სურვილია, რომ ბიბლიოთეკას მიენიჭოს შესაბამისი იურიდიული სტატუსი და ჩემი მშობლების დანატოვარი ერის სულიერი საგანძური ქვეყანას მოხმარდეს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება და პროკურატურა ბიბლიოთეკის ბედით დაინტერესდება, საქმის გამოძიება ობიექტურად დასრულდება და მამია ხარაზის დანატოვარი კუთხისა და ხალხის სარგებლობაში დარჩება. მეტი რა ვთქვა, მე მართლა არაფერი მინდა ჩემთვის. მე ვერ შევდივარ მამის ბიბლიოთეკაში და იქ პროკურორები ქეიფობენ?!

ვერ წარმოიდგენთ, იქ რა შრომაა ჩადებული. ესაა სამართალი? დღეს იქ არანაირი საღამო აღარ ტარდება, სხედან და ქეიფობენ. ირაკლი კობახიძის მშობლებიც არიან ნამყოფი ბიბლიოთეკაში, გიორგი კობახიძეს პუშკინი აქვს ნათარგმნი და დედას აჩუქა, ისიც ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება. დედას პუშკინი ძალიან უყვარდა, პოეტის სიცოცხლეში გამოშვებული 12 წიგნი გვქონდა და დღეს არც ერთი აღარაა ადგილზე. დარწმუნებული ვარ, როცა საქმეს ჩაფარცხავენ, მათ საკმაოდ სოლიდურ ფასად გაიტანენ საზღვრებს გარეთ. ირაკლი კობახიძესაც მივწერე, ჩავაბარე განცხადება, „ოცნებიდან“ ჯერ არაფერი ისმის. ერთმა პროკურორმა, რომელიც ჩემი ძმის მეგობარია, პირადად მითხრა, გიორგის ყოველთვის დავეხმარებიო. ეს რომ მამის სახელს და ამხელა საგანძურს არ ეხებოდეს, ნამდვილად არ მაინტერესებს არაფერი. ვერ წარმოიდგენთ, რა სიმწრითაა ყველაფერი ნაკოწიწები და უნდა განიავდეს? ეროვნული სულიერი საგანძური რომ არ გაქრეს, მე უნდა ვიბრძოდე ამისთვის, თუ ხელისუფლება? მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებსა და ბიბლიოთეკას შეეწირა და ასეთი კაცის დანატოვარ ბიბლიოთეკას შვილები ასე რომ მოექცევიან, რა უნდა ვთქვა? ვერ წარმომედგინა, რომელიმე შვილი ამას რომ გაბედავდა... პროკურატურა თუ მოინდომებს, 5 წუთში იპოვის ამ წიგნებს და ყველაფერს თავის ადგილას დადებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაღაც შეთანხმება, თუ გარიგებაა მათ შორის. დამეხმარეთ, გთხოვთ!“

AMBEBI.GE კულტურის, სპორტისა ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც მამია ხარაზის ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ მემკვიდრის მოთხოვნის საპასუხოდ გვითხრა, რომ „კულტურის სამინისტრომ იცის ამ პრობლემის შესახებ. ჩვენთვის ცნობილია, რომ მემკვიდრეებს შორის დავა მიმდინარეობს, რაც ართულებს მამია ხარაზის ბიბლიოთეკის აყვანას სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ“.