პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის სჭირდება" - როგორ ეხმიანება რუსული მედია პუტინისადმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას
"მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის სჭირდება" - როგორ ეხმიანება რუსული მედია პუტინისადმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას

რუ­სულ­მა მა­ს­მე­დი­ამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ მი­მარ­თვას პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სად­მი, რო­მე­ლიც ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას ეხე­ბა. რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ რუსი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის კო­მენ­ტა­რებს - რამ გა­მო­იწ­ვია "ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის“ მი­მარ­თვა რუ­სე­თის ლი­დე­რი­სად­მი და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მო­მავ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა.

რო­გორც რუ­სე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­ცე­მა "ლენ­ტა" იუ­წყე­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დი­მიტ­რი ჟუ­რავ­ლი­ო­ვის აზ­რით, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ უკ­რა­ი­ნუ­ლი "ოპო­ზი­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის“ მსგავ­სად მოქ­მე­დებს - ორი­ვე პარ­ტი­ას ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დახ­მა­რე­ბით თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა უნ­დათ.

"ქარ­თვე­ლებს რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა სურთ, რად­გა­ნაც მათი ქვე­ყა­ნა, რუ­სე­ბის გარ­და, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, არა­ვის ჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფე­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რი არ აქვს, ღვი­ნის გარ­და. ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლად გა­მოკ­ვე­ბა­შიც კი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ“, - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

"კაც­მა რომ თქვას, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ საკ­მა­ოდ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ვი­და, როცა გა­და­წყვი­ტა, რომ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა სხვა სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა; მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ თუ ისი­ნი [კრემ­ლი­დან] რა­ღაც და­დე­ბით გა­მო­ძა­ხილს მი­ი­ღე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ ბიზ­ნეს­მენს მი­მარ­თონ რუ­სეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის აწყო­ბის მიზ­ნით. მათ ასე­ვე აქვთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში დახ­მა­რე­ბის იმე­დიც. ისე გა­მო­დის, რომ "პატ­რი­ო­ტებს“ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­უ­ლი არ­ხის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა სურთ“, - ასეთ დას­კვნას აკე­თებს დი­მიტ­რი ჟუ­რავ­ლი­ო­ვი.

დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ვლა­დი­მერ ჟა­რი­ხი­ნი "ლენ­ტას“ კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს: "მე­ეჭ­ვე­ბა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სით“ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა: ეს პარ­ტია პა­ტა­რა მარ­გი­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. მათ მი­მართ ჩემი სიმ­პა­თი­ი­სა და მათი გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არა მგო­ნია, რომ "ქარ­თველ­მა პატ­რი­ო­ტებ­მა“ თა­ვი­ანთ მი­მარ­თვა­ზე კრემ­ლის­გან პა­სუ­ხი მი­ი­ღონ“.

მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ("მგიმო“) კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლის, ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვის თქმით, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­მარ­თვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი არ ნიშ­ნავს იმას, რომ უახ­ლო­ეს ხან­ში ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იც­ვლე­ბა: "სა­ქარ­თვე­ლო ისევ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­შია ჩა­ძი­რუ­ლი, რა­საც და­სას­რუ­ლი არ აქვს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც ერ­თმა­ნეთს რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თმა­ნეთს "გა­მარ­ჯო­ბით“ კი არ ესალ­მე­ბი­ან, არა­მედ "კრემ­ლის აგენ­ტის“ ძა­ხი­ლით“.

რო­გორც ნი­კო­ლაი სი­ლა­ე­ვი აღ­ნიშ­ნავს, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გი­სათ­ვის ჯერ მზად არ არი­ან:

"მათ კარ­გად ეს­მით, რომ რო­გორც კი ისი­ნი დი­ა­ლოგ­ზე ალა­პა­რაკ­დე­ბი­ან და რა­ღაც შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ ფაქტს თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და და­ი­წყე­ბენ ყვი­რილს - "შე­ხე­დეთ კრემ­ლის აგენ­ტებს“, - ამ­ბობს რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
6

სამხედრო ნეიტრალიტეტი გაამთლიანებს და განავითარებს სრულიად საქართველოს!!!

მახოხიე
0

რუსების აზრი ვის აინტერესებს?!... მთავარია, ხუხა რას ფიქრობს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის სჭირდება" - როგორ ეხმიანება რუსული მედია პუტინისადმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას

"მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის სჭირდება" - როგორ ეხმიანება რუსული მედია პუტინისადმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას

რუსულმა მასმედიამ ყურადღება მიაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის აღდგენას ეხება. რუსული გამოცემები აქვეყნებენ რუსი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების კომენტარებს - რამ გამოიწვია "ქართველი პატრიოტების“ მიმართვა რუსეთის ლიდერისადმი და რამდენად შესაძლებელია სამომავლოდ საქართველო-რუსეთის კავშირების აღდგენა.

როგორც რუსეთის საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა "ლენტა" იუწყება, რეგიონული პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟურავლიოვის აზრით, "პატრიოტთა ალიანსი“ უკრაინული "ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ მსგავსად მოქმედებს - ორივე პარტიას ვლადიმერ პუტინის დახმარებით თავიანთი ქვეყნების რუსეთთან კავშირების აღდგენა უნდათ.

"ქართველებს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა სურთ, რადგანაც მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის ჭირდება. საქართველოს არაფერი ექსკლუზიური არ აქვს, ღვინის გარდა. ქართველებს საკუთარი თავის სრულად გამოკვებაშიც კი პრობლემები აქვთ“, - ამბობს ექსპერტი.

"კაცმა რომ თქვას, "პატრიოტთა ალიანსი“ საკმაოდ რაციონალურად გამოვიდა, როცა გადაწყვიტა, რომ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციების რეალიზება სხვა სახელმწიფოს დახმარებით შეიძლება; მათ ჩათვალეს, რომ თუ ისინი [კრემლიდან] რაღაც დადებით გამოძახილს მიიღებენ, შეუძლიათ ყოველ ბიზნესმენს მიმართონ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების აწყობის მიზნით. მათ ასევე აქვთ საარჩევნო კამპანიაში დახმარების იმედიც. ისე გამოდის, რომ "პატრიოტებს“ რუსეთთან ურთიერთობის გარკვეული არხის მონოპოლიზება სურთ“, - ასეთ დასკვნას აკეთებს დიმიტრი ჟურავლიოვი.

დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ვლადიმერ ჟარიხინი "ლენტას“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს: "მეეჭვება, რომ რუსეთის პრეზიდენტი "პატრიოტთა ალიანსით“ დაინტერესდება: ეს პარტია პატარა მარგინალურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მათ მიმართ ჩემი სიმპათიისა და მათი გულწრფელი სურვილის მიუხედავად, არა მგონია, რომ "ქართველმა პატრიოტებმა“ თავიანთ მიმართვაზე კრემლისგან პასუხი მიიღონ“.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ("მგიმო“) კავკასიის პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ნიკოლაი სილაევის თქმით, ქართული ოპოზიციის მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანში ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიცვლება: "საქართველო ისევ პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული, რასაც დასასრული არ აქვს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. საქართველოში ერთმანეთს "გამარჯობით“ კი არ ესალმებიან, არამედ "კრემლის აგენტის“ ძახილით“.

როგორც ნიკოლაი სილაევი აღნიშნავს, ქართველი პოლიტიკოსები რუსეთთან დიალოგისათვის ჯერ მზად არ არიან:

"მათ კარგად ესმით, რომ როგორც კი ისინი დიალოგზე ალაპარაკდებიან და რაღაც შეხვედრას გამართავენ, პოლიტიკური ოპონენტები ამ ფაქტს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ და დაიწყებენ ყვირილს - "შეხედეთ კრემლის აგენტებს“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი.

ავტორი: სიმონ კილაძე