მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ საქართველოს 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების "ჯაველინის" რაკეტებს მიჰყიდის
აშშ საქართველოს 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების "ჯაველინის" რაკეტებს მიჰყიდის

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 30 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის „ჯა­ვე­ლი­ნის“ რა­კე­ტე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის „სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის შე­საძ­ლო უცხო­ურ სამ­ხედ­რო გა­ყიდ­ვას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. თავ­დაც­ვი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტომ გას­ცა სა­ჭი­რო სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც კონ­გრესს ამ შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ აც­ნო­ბებს, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვა გა­აძ­ლი­ე­რებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით, რო­მე­ლიც არის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი და რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის მთა­ვა­რი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი. „ჯა­ვე­ლი­ნის“ სის­ტე­მა და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და და­იც­ვას სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­უმკლავ­დეს მიმ­დი­ნა­რე და მო­მა­ვალ საფრ­თხე­ებს ჯავ­შან­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვა და მხარ­და­ჭე­რა არ შეც­ვლის რე­გი­ონ­ში ძი­რი­თად სამ­ხედ­რო ბა­ლანსს,“ - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი კონ­ტრაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა „Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture of Orlando, Florida and Tucson, Arizona“. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბის მი­წო­დე­ბა მოხ­დე­ბა აშშ-ის არ­მი­ის მა­რა­გი­დან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სპეცი.
13

აუფ ამათ ხომ გაგვიწყალეს საქმე. ვერ გაიგეს რომ ბავშვს ჩაქუჩი არ უნდა მიცე თითებში ჩაირტყავს.

zezva
1

ვისაც არ გაგიხარდათ და იძახით არ გვინდა შეიარაღებაო , გილოცავთ :) !!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ საქართველოს 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების "ჯაველინის" რაკეტებს მიჰყიდის

აშშ საქართველოს 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების "ჯაველინის" რაკეტებს მიჰყიდის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით. თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გასცა საჭირო სერტიფიკატი, რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს, - ამის შესახებ თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორი. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით.

აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს,“ - ნათქვამია პრესრელიზში.

სააგენტოს განცხადებით, მთავარი კონტრაქტორი იქნება „Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture of Orlando, Florida and Tucson, Arizona“. თუმცა, აღნიშნული რაკეტების მიწოდება მოხდება აშშ-ის არმიის მარაგიდან.