საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლოეს დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
უახლოეს დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ცხე­ბა.

ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 6-7 აგ­ვის­ტოს შე­საძ­ლე­ბე­ლია 40 გრა­დუსს, ხოლო 7-9 აგ­ვის­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 39 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბოს.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 6-7 აგ­ვის­ტოს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში, ზემო იმე­რეთ­ში, კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­სა და გორი-სუ­რა­მის მო­ნაკ­ვეთ­ზე იქ­რო­ლებს აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ძლი­ე­რი ქარი ხელს შე­უ­წყობს ტყის ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნას.

ამას­თან, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი მო­მა­ტე­ბა, რის გა­მოც, იზ­რდე­ბა ტყი­სა და მინ­დვ­რის ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­ან­თონ ცე­ცხლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლებ­ზე, ტყის ან ვე­ლის სი­ახ­ლო­ვეს და არ და­ტო­ვონ ცე­ცხლის კე­რე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ.

„გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებს თვი­თა­ა­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, ნუ და­ა­ნაგ­ვი­ა­ნებთ გა­რე­მოს.

დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის ან ცე­ცხლის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ს“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
1

აუცილებელია მოსახლეობის გაფრთხილება განსაკუთრებით სოფლად არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ეზოებში ცეცხლის დანთება! ადგილობრივმა გამგებლება უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის მკაცრი გაფრთხილება და გაიცეს რეკომენდაციები რაც შეიძლება დროულად.

მერი
2

ხომ შეიძლება მაღალი ტემპერატურის დადგომამდე წყლით მოირწყას საშიში ადგილები ვერტმფრენითა და სხვა საშუალებებით ? ხანძრის დროს ხომ აკეთებთ ამას! ასე ნაკლები ზიანი მიადგება ბუნებასაც და სახელმწიფოსაც ვფიქრობ.

ავტორი:

უახლოეს დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

უახლოეს დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

სააგენტოს ცნობით, 6-7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათივე ინფორმაციით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს“, - აღნიშნავენ უწყებაში.