პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემნილ დამცავ დისკოებს CERN-ი დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამონტაჟებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემნილ დამცავ დისკოებს CERN-ი დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამონტაჟებს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ATLAS-ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და მა­თი­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ორი ერ­თე­უ­ლი მცი­რე დამ­ცა­ვი დის­კოს აწყო­ბა ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (CERN) უკვე და­ას­რუ­ლა და ამ­ჟა­მად, მისი მონ­ტა­ჟი დიდ ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ზე (LHC) მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მცი­რე დის­კო­ე­ბი კო­ლა­ი­დე­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა - პრო­ფე­სო­რებ­მა და­ვით თავ­ხე­ლი­ძემ და მი­ხე­ილ ჯა­ნი­კაშ­ვილ­მა CERN-ის ATLAS-ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის მცი­რე დამ­ცა­ვი დის­კო­ე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა 2019 წლი­დან და­ი­წყეს. დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის­თვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის შექ­მნა ხან­გრძლივ­სა და მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­სა და ეტა­პობ­რი­ვად, მა­სა­ლა­ში მათი ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით გა­და­ტა­ნის სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­ცავ­და. მცი­რე დის­კო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ქარ­ხა­ნა „ელი­ტა ბურ­ჯმა“ უზ­რუნ­ველ­ყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის ფატი, რომ ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ATLAS-ექ­სპე­რი­მენ­ტის ფარ­გლებ­ში შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს. CERN-ის ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, ATLAS-ის ტექ­ნი­კუ­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რის, ბა­ტო­ნი რა­ფა­ელ ვი­უ­ლერ­მეს წე­რი­ლი და ფო­ტო­ე­ბი მი­ვი­ღეთ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მცი­რე დამ­ცა­ვი დის­კო­ე­ბის შექ­მნი­სა და მათი წარ­მა­ტე­ბით გა­მოც­დის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ შექ­მნი­ლი მცი­რე დის­კო­ე­ბი უკვე გა­და­ტა­ნი­ლია ATLAS-ის მი­წის­ქვე­შა ექ­სპე­რი­მენ­ტულ ქვა­ბულ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი მონ­ტა­ჟი დიდ ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ზე. CERN-ი ულო­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას. მსგავს გლო­ბა­ლურ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­სა და ეს­პე­რი­მენ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ზრდის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ხილ­ვა­დო­ბას და ხაზს უს­ვამს მის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რო­ბას სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გებ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს რექ­ტო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ATLAS-ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის მცი­რე დამ­ცა­ვი დის­კოს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი, და­ვით თავ­ხე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­სა და კო­ლა­ი­დე­რის დამ­ცა­ვი დე­ტა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბას თით­ქმის 2-წლი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­და.

„თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ხე­ილ ჯა­ნი­კაშ­ვილ­თან ერ­თად, დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის მცი­რე დამ­ცა­ვი დის­კო­ე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დით. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ცე­სი იყო. ასე­ვე, თით­ქმის ერთი წელი დას­ჭირ­და ჩვე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ამ ორი კვან­ძის მა­სა­ლა­ში დამ­ზა­დე­ბას, რაც ქარ­ხა­ნა „ელი­ტა ბურ­ჯმა“ უზ­რუნ­ველ­ყო და მათ და­სამ­ზა­დებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რიც კი შე­ი­ძი­ნა. ამ და­ნად­გა­რით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და დე­ტა­ლე­ბის უმ­ცი­რე­სი, 0,05 მმ სი­ზუს­ტით, ალუ­მი­ნი­სა და უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბა. მცი­რე დის­კო­ე­ბი, რო­მელ­თა დი­ა­მეტ­რი 9 მეტ­რია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის რა­დი­ა­ცი­ის­გან დაც­ვას უზრყნველ­ყოფს“, - აცხა­დებს და­ვით თავ­ხე­ლი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი რამ­დე­ნი­მე წე­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (CERN) და აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი ATLAS-ექ­სპე­რი­მენ­ტში. მო­რი­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს CERN-სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის სა­მეც­ნი­ე­რო კო­ლა­ბო­რა­ცი­ას.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aa
0

აი ასეთი სამეცნიერო ბაზა გვაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი და იმის მაგივრად ბიძინას ის სამი მილიარდი ლარი არსებულ უნივერსიტეტებში ჩაედო, ჭაობში ააშენა ბეტონის ფერადი შენობები. ყველა ინსტუტს ეყოფოდა ეს თანხა და ყველა სკოლას აქცევდა სუპერ სკოლად. ისტორიაში შევიდოდა, მარა მაინც გადაწყვიტა მისი სახელობის უნივერსიტეტი გაეკეთებია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემნილ დამცავ დისკოებს CERN-ი დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამონტაჟებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემნილ დამცავ დისკოებს CERN-ი დიდ ადრონულ კოლაიდერზე ამონტაჟებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ სპეციალურად ATLAS-ექსპერიმენტისთვის დაპროექტებული და მათივე ხელმძღვანელობით დამზადებული ორი ერთეული მცირე დამცავი დისკოს აწყობა ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) უკვე დაასრულა და ამჟამად, მისი მონტაჟი დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მცირე დისკოები კოლაიდერის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა - პროფესორებმა დავით თავხელიძემ და მიხეილ ჯანიკაშვილმა CERN-ის ATLAS-ექსპერიმენტისთვის მცირე დამცავი დისკოების შექმნაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყეს. დიდი ადრონული კოლაიდერისთვის ამ მნიშვნელოვანი დეტალების შექმნა ხანგრძლივსა და მაღალი სიზუსტის საპროექტო სამუშაოებსა და ეტაპობრივად, მასალაში მათი ზედმიწევნითი სიზუსტით გადატანის სამუშაოებს მოიცავდა. მცირე დისკოების დამზადება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა უშუალო ხელმძღვანელობით ქარხანა „ელიტა ბურჯმა“ უზრუნველყო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შესრულებულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა.

„უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია ის ფატი, რომ ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა ჩვენი მეცნიერების მიერ ATLAS-ექსპერიმენტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს. CERN-ის ფიზიკის დეპარტამენტიდან, ATLAS-ის ტექნიკური კოორდინატორის, ბატონი რაფაელ ვიულერმეს წერილი და ფოტოები მივიღეთ იმის თაობაზე, რომ მცირე დამცავი დისკოების შექმნისა და მათი წარმატებით გამოცდის ხანგრძლივი პროცესების დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილი მცირე დისკოები უკვე გადატანილია ATLAS-ის მიწისქვეშა ექსპერიმენტულ ქვაბულში, სადაც ამჟამად, მიმდინარეობს მათი მონტაჟი დიდ ადრონულ კოლაიდერზე. CERN-ი ულოცავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან პროექტში აქტიურ მონაწილეობასა და მის წარმატებით დასრულებას. მსგავს გლობალურ სამეცნიერო პროექტებსა და ესპერიმენტებში ჩართულობა ზრდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობას და ხაზს უსვამს მის საიმედო პარტნიორობას სამეცნიერო დარგებში“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ATLAS-ექსპერიმენტისთვის მცირე დამცავი დისკოს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დავით თავხელიძე განმარტავს, საპროექტო სამუშაოებსა და კოლაიდერის დამცავი დეტალების დამზადებას თითქმის 2-წლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა.

„თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მიხეილ ჯანიკაშვილთან ერთად, დიდი ადრონული კოლაიდერის მცირე დამცავი დისკოების პროექტირებაზე ვმუშაობდით. ეს საკმაოდ რთული და სპეციფიკური პროცესი იყო. ასევე, თითქმის ერთი წელი დასჭირდა ჩვენი ზედამხედველობით ამ ორი კვანძის მასალაში დამზადებას, რაც ქარხანა „ელიტა ბურჯმა“ უზრუნველყო და მათ დასამზადებლად სპეციალური დანადგარიც კი შეიძინა. ამ დანადგარით შესაძლებელი გახდა დეტალების უმცირესი, 0,05 მმ სიზუსტით, ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგან დამზადება. მცირე დისკოები, რომელთა დიამეტრი 9 მეტრია, საბოლოო ჯამში, დიდი ადრონული კოლაიდერის რადიაციისგან დაცვას უზრყნველყოფს“, - აცხადებს დავით თავხელიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები რამდენიმე წელია თანამშრომლობენ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) და აქტიურად არიან ჩართულნი ATLAS-ექსპერიმენტში. მორიგი მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულება, სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს CERN-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კოლაბორაციას.

NS