საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთქვათ ვიღაც "ფაიზერზე" გადაეწერა, მაგრამ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება" - გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა
"ვთქვათ ვიღაც "ფაიზერზე" გადაეწერა, მაგრამ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება" - გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა

„ვთქვათ „სი­ნო­ფარ­მის“ გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს იმით, რომ ვი­ღა­ცას „ფა­ი­ზე­რი“ უფრო მოს­წონს და მას­ზე გა­და­ე­წე­რა, კი ბა­ტო­ნო, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ „ფა­ი­ზერ­ზე“ რომ ამ­დე­ნი­ვე არის გა­უქ­მე­ბუ­ლი, ჩვენ­ში ეს ადრე გა­მოთ­ქმულ ეჭ­ვებ­საც აჩენს, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად ხომ არ ხდე­ბა სის­ტე­მის გა­დატ­ვირ­თვა და ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა.

მისი თქმით, აც­რებ­ზე სა­ეჭ­ვოდ ბევ­რი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი არის გა­უქ­მე­ბუ­ლი.

„ფაქ­ტი ერ­თია - ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და და არ გა­მო­ცხად­და. არ მეს­მის, ეს შიშს რო­გორ უნდა და­აბ­რა­ლო, რომ ბოლო მო­მენ­ტში გა­და­ი­ფიქ­რო. თუ ადა­მი­ა­ნებ­მა აც­რის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტეს, გა­უ­გე­ბა­რია ეს რო­გორ მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე 19 000 ჯავ­შა­ნი იყო თუმ­ცა, აც­რა­ზე 3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არ გა­მო­ცხად­და და აცრა არ ჩა­ი­ტა­რა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, IT სამ­სა­ხუ­რი ჯავ­შნე­ბის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზებს სწავ­ლობს.

„IT სამ­სა­ხურ­თან ერ­თად ვსწავ­ლობთ, რა იყო ჯავ­შნის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი. ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ეჭვი იყოს, რომ ადა­მი­ა­ნებს გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­ზან­და­სა­ხუ­ლად ჯავ­შნის აც­რებს და შემ­დეგ მას აუქ­მებს. თუმ­ცა, არის მე­ო­რე მი­ზე­ზიც, რომ შე­საძ­ლოა, მა­ღა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი, ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან და შემ­დეგ აღარ მი­დი­ან აც­რებ­ზე ან არის მე­სა­მე მი­ზე­ზი - და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­დათ „სი­ნო­ფარ­მი“ და გა­და­ჯავ­შნეს „ფა­ი­ზერ­ზე“. დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 4700 ად­გი­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი „ფა­ი­ზერ­ზე“, ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე - 17 791, „სი­ნო­ფარმ­ზე“ - 79523, „სი­ნო­ვაკ­ზე“ - 73749“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს დი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ აც­რი­ლია - 523466 პირი, აქე­დან ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლია 165 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, რაც მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 5,8 % შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
2

არ ვიცი ვინ როგორ ერთობა , მაგრამ მე პირადად გადავეწერე სინოფარმიდან ფაიზერის ვაქცინაციაზე და სამწუხაროდ დღეს გავაუქმე რადგან დამიდასტურდა კოვიდი. 

:))))
1

ქვეყანაა თუ ცირკ შაპიტოა??????/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვთქვათ ვიღაც "ფაიზერზე" გადაეწერა, მაგრამ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება" - გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა

"ვთქვათ ვიღაც "ფაიზერზე" გადაეწერა, მაგრამ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება" - გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა

„ვთქვათ „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა.

მისი თქმით, აცრებზე საეჭვოდ ბევრი რეგისტრირებული ადგილი არის გაუქმებული.

„ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 19 000 ჯავშანი იყო თუმცა, აცრაზე 3 ათასი ადამიანი არ გამოცხადდა და აცრა არ ჩაიტარა.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, IT სამსახური ჯავშნების გაუქმების მიზეზებს სწავლობს.

„IT სამსახურთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო ჯავშნის გაუქმების მიზეზი. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანებს გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რომ შესაძლოა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე ადამიანები, ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე ან არის მესამე მიზეზი - დაჯავშნილი ჰქონდათ „სინოფარმი“ და გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძირითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე - 17 791, „სინოფარმზე“ - 79523, „სინოვაკზე“ - 73749“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილის მდგომარეობით საქართველოში სულ აცრილია - 523466 პირი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8 % შეადგენს.